x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაიცანით ჟირაფი-ქალები, ანუ სილამაზე აფრიკულად

image


სილამაზე შედარებითი ცნებაა და ყველა კულტურაში განსხვავებულად ესმით. არსებობს ამერიკული სილამაზე, ასევე, აფრიკული, ჩინური, ინდური, აზიური და პაპუა-ახალი გვინეურიც კი. მათ სილამაზის თავისებური სტანდარტები აქვთ. უპირველესად საინტერესოა ჩრდილოეთ ტაილანდში მცხოვრები პადაუნგის ტომი. მიანმასა და ტაილანდში მამაკაცების ნახევარს სჯერა, რომ ჭეშმარიტად ლამაზია ის ქალი, რომელსაც განსაკუთრებით გრძელი კისერი აქვს. სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ქალების კისერზე რგოლების ჩამოკიდება და წვალება? ადგილობრივი მცხოვრებლები საუბრობენ სხვა ვერსიაზეც, რომ კისრის (და ფეხებისაც) რგოლებით შემკობის ტრადიცია მოდის ძველი დროიდან, როდესაც ტაილანდში ბევრი ვეფხვი ცხოვრობდა. მამაკაცები სანადიროდ როცა მიდიოდნენ, რკინის რგოლებს შეეძლო, დაეცვა ქალები ვეფხვის თავდასხმისაგან. შესაძლოა, ეს ვერსია უფრო მართალია, თუმცა პადაუნგის ტომში ამბობენ, რომ მათ მამაკაცებს ძალიან იზიდავთ გრძელი ყელი. ჟირაფისყელიანი, გრძელკისერა



image


გოგონების გარეგნობაზე ექსპერიმენტები იწყება 5 წლის ასაკიდან. აქედან მოყოლებული გოგონებს ყელზე კიდებენ ლითონის რგოლებს, სპირალებს. ხვეული რგოლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ზრდასრული ტაილანდელი ქალი ყელზეშეიძლება, ატარებდეს 20-მდე რგოლს, წონით 4-5 კგ. გრძელი კისრის გამო ტურისტებმა პადაუნგის ტომის ქალებს "ჟირაფი-ქალები" უწოდეს.


image

0
282
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0