x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ოთარ რამიშვილი-სახალისო ისტორიები თბილისელი კოლორიტის ცხოვრებიდან
image

დღეს 6 ოქტომბერს 10 წელი გავიდა ქართველი ავტორ-შემსრულებლის და პოეტის, ოთარ რამიშვილის გარდაცვალებიდან.თბილისის კოლორიტს თავის სიცოცხლის განმავლობაში 500-მდე სიმღერა და 1000-მდე ლექსი აქვს დაწერილი, რომელთა დიდი ნაწილს ქართული საზოგადოება დღემდე არ იცნობს, თუმცა ისეთი სიმღერები, როგორიცაა "მითხარ რად ხარ მოწყენილი"„ფუტკარი“, „რიჟრაჟი“, „ბულბულის სტვენა“, "ფიქრების ზღვა", "მხატვარი"„მარტის თვეა შენი“და სხვა სამუდამოდ ჩაიწერა ქართული პოპულარული მუსიკის ოქროს ფონდში.ამის გარდა ოთარ რამიშვილს გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: "იების თოვლი", "იების თოვლი –2", "ფიქრების ზღვა" და სხვა.


თუმცა დღეს ოთარ რამიშვილის შემოქმედებაზე საუბარი არ გვექნება.ქვემოთ გთავაზობთ სახალისო ისტორიებს თბილისელი კოლორიტის ცხოვრებიდან.










***ანკარა ხმა მქონდა, მაგრამ... პატარა რომ ვიყავი, ჩვენს სოფელში, ზემო ფარცხმაში ვიყავი ბებია-ბაბუასთან. ძმაკაცის ბაბუა ჭაჭის არაყს ხდიდა, პატარა ბიჭებმა ცხელი არაყი ვსვით. მარტო ის მახსოვს, სველ ზეწრებში რომ გაგვახვიეს, მერე გონება დავკარგე და ჩემი ხმაც იმ დღემ შეიწირა"(ოთარ რამიშვილის ხუმრობანარევის მოგონებიდან)


image


***პირველი სიმღერები, მათ შორის ისეთი ცნობილი, როგორიცაა
"ბულბულის სტვენა" და "მითხარ რად ხარ მოწყენილი"ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში დაწერა.




***ოთარ რამიშვილი ხშირად იხსენებდა – ერთ დღეს ექიმმა მითხრა, ნუ სვამ, თორემ მოკვდებიო და რამდენიმე დღეში თვითონ მოკვდაო.





***ერთ დილით სახლში მივაკითხე, შაბათი დღე იყო.შევედი თუ არა, საშინელ პახმელიაზე ვარ და რამე მოვიფიქროთო. მე ჯიბეზე გავიკარი ხელი და რაც ფული მქონდა, მაგიდაზე დავდე. ეგ არ გვეყოფა, შეინახეო, მანიშნა. მერე ტელეფონი აიღო და სადღაც დარეკა. მოკითხვის შემდეგ საქმეზე გადავიდა: „მამა (ასე მიმართავდა ასაკით უმცროსებს, მათ შორის მეც), რომ იცოდე, რა ღვინო ჩამომიტანეს კახეთიდან! მარა რა გინდა, საჭმელი არ გვაქვს არაფერი“… იქიდან რა უპასუხეს, არ ვიცი, მაგრამ სახეზე შევატყე, რომ კმაყოფილი იყო. დაკიდა თუ არა ყურმილი, მომიბრუნდა და მეუბნება: „ახლა ნახე, რა პურმარილი მოვაო!“ მე მიამიტურად ვკითხე: „კი, მაგრამ, ღვინო სად არის-მეთქი?“ – დამაცადე ცოტაო, აიღო ისევ ტელეფონი და ვიღაცას ეუბნება: „მამა, გადასარევი პურმარილი გამომიგზავნეს სოფლიდან, მაგრამ ღვინო არ გვაქვს საკადრისი და შენებურად გვიშველე რამეო!“ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ საათში სუფრაც გაშლილი იყო და რქაწითელით სავსე ოცლიტრიანიც.(თამაზ თევდორაძის მოგონებიდან)

image
ფოტოზე: თამაზ თევდორაძე და ოთარ რამიშვილი თევზაობისას





***ერთხელ ალაზანზე ითევზავა და ბევრი ლოქო დაიჭირა.(ოთარ რამიშვილი თევზაობის დიდი მოყვარული იყო)''ნადავლი'' მანქანის საბარგულში ჩააწყო. საჭეს რომ მიუჯდა, თავზე მილიციელი წამოადგა და საბარგულის გახსნა მოსთხოვა. თევზი რომ დახვდა, დააკავეს და სიღნაღში კამერაში გამოკეტეს. ცოტა ხანში კამერის კარი მილიციის უფროსმა შეაღო. მან ოთარი იცნო, მეტიც, მეგობრები ყოფილან. გაბრაზებულა და ვინც დააკავა, იმას გასძახა, ამაზე მეტი დასაჭერი ვერავინ ნახეო? მალე მილიციის უფროსმა იქვე, ეზოში სუფრა გააშლევინა და ''დასჯილი'' მილიციონერი რამდენიმე საათი ფეხზე დამდგარი უვსებდა ჭიქას თევზის დაჭერისთვის დაკავებულ კანონდამრღვევს...




***იყო შემთხვევები, მიდიოდა ლექტორებთან და ეუბნებოდა, ეს სტუდენტი არის ჩემი ძმისშვილი, ნათესავი, მეზობელი და მათთვის ქულებს აწერინებდა. იგივეს გვასწავლიდა ჩვენც, სამივე ძმას - უანგაროდ დაეხმარეთ ადამიანებსო. ძალიან სამართლიანი და პირდაპირო იყო, არასოდეს დაუწყებდა ადამიანს ქებას, თუ ის ამას არ იმსახურებდა.

image


***ვერ იტანდა უთანხმოებას. 90-იან წლებში, ზვიად გამსახურდიას დროს, როცა იყო დაპირისპირება, ორივე მხარეს შერიგების და დათმობისკენ მოუწოდებდა. ამ ორ მხარეს შორის დადიოდა და მათ შერიგებაზე ზრუნავდა. იმ დროს ან ერთ გუნდში უნდა ყოფილიყავი ან მეორეში. მე არ მახსოვს, რომელიმე მხარეს გაებედოს მისთვის და ეთქვას, თუ იმათ უმღერი, მაშინ აქ რაღა გამღერებსო.(მიხეილ რამიშვილის მოგონებიდან)





***ოთარი ლექსების კრებულს ამზადებდა გამოსაცემად და თურმე, რამდენიმე ცნობილ პოეტს წააკითხა. ერთ-ერთს დაუწუნია: შენს ლექსებს ცოტა ფორმა აკლიაო. - ფორმა რა, პოლიციელიაო? - განაწყენებულა მომღერალი.(გივი თუშიშვილის მოგონებიდან)






***ერთხელ ქუჩაში შეხვედრია ახალგათხოვილი ნაცნობი გოგონა. ოთარს მიულოცია გაბედნიერება და თან, ეშმაკურად უკითხავს: აბა, ხომ კარგი ყოფილა ქმარიო? - ქმარი კია კარგი, მაგრამ ჩემთვის და ჩემი დედამთილისთვის ერთი სამზარეულო ცოტა ვიწროაო, - უპასუხია პატარძალს. - შვილო, ერთ კამერაში სამოცი პატიმარი ეტევა და ორი ქალი ერთ "კუხნაში" როგორ ვერ დაეტიეთო? - მოუჭრია ოთარს.(გივი თუშიშვილის მოგონებიდან)


image


***ახალბედა ასპირანტი ვიყავი და იმის ნაცვლად, რომ სამეცნიერო საქმეებისთვის მიმეხედა, ოთართან ერთად გაბმულ ლხინში ვათენ-ვაღამებდი. იმ პერიოდში გ. ცაბაძის ძალზე პოპულარული სიმღერის "უკანასკნელი მეფაიტონის" მოტივებზე პაროდიასაც კი ვმღეროდით: "ასპირანტურა ისე მიგონებს, / ნისლივით ჩნდება დარდი, / თავისუფლების მოყვარე კაცი, / სულ საჯაროში დადის./ შემიკლა მე ამ დისერტაციამ, / სულ წერაში ვვარჯიშობ, / მაშინ, როდესაც კენტად უკრავს და/ ღვინოს ურტყამს კვაჭიჭო". კვაჭიჭოს ოთარს ვეძახდით მეტსახელად. ერთხელ მშობლებმა ოთართან რამდენიმე დღის გადაბმული ქეიფის გამო გვარიანად დამამუშავეს, რის გამოც სასმელს კარგა ხანს აღარ გავკარებივარ. ერთ საღამოს, უფრო სწორად, ღამის 3 საათზე, ზარის გაბმულმა ხმამ ლოგინიდან წამომაგდო. "გლაზოკში" ვხედავ, ვიღაც მეტრონომივით რიტმულად ირწევა, ვაღებ კარს და გვარიანად ჩაბუჟბუჟებული ოთარია. - ამ შუაღამისას ასეთი გატიალებული რომ არ ამოსულიყავი, ხვალ ვერ მოხვიდოდი-მეთქი? - ვუსაყვედურე ჩურჩულით. - როგორ, ჩვენი "დაგავორი" დაგავიწყდაო? - გაოცებით მკითხა. - რა "დაგავორი", რის "დაგავორი", - შევუტიე მე. - რა "დაგავორი" და ჩვენი ძმობა რომ "კრუგლასუტოჩნიაო", - მიპასუხა კვაჭიჭომ ნიაზ დიასამიძის ცნობილი ფრაზით.(გივი თუშიშვილის მოგონებიდან)

image


***არსებობს ერთი საოცარი პიროვნება – სოსო მაზმანიანი – სომეხი კაცია, მაგრამ მე მაინც სვანი მგონია ისეთი გვარი აქვს, ისეთი ზრდილობიანი, ისეთი განათლებული და წესიერი კაცია, მსგავსი მე არ მინახავს ჩემს ცხოვრებაში! ისეთი შავი იყო, ოთარი აშაყირებდა, ფიფქიას ეძახდა და მერე ორივე გულიანად იცინოდა “რა შავი ხარ, სიმონ დედაშენი რძის ნაცვლად მაზუთს ხომ არ გაწოვებდაო?”(მიხეილ ზაქარეიშვილის მოგონებიდან)





***რუსთავის გასასვლელში მილიციამ გაგვაჩერა. გადმოხტა მანქანიდან და იცი მანქანაში ვინ გვიზისო-"დავლევ აბა რას ვიზამო", თითქოს თვითონ არაფერს წარმოადგენდა. მილიციელმა, რა თქმა უნდა, იცნო ოთარი და უთხრა გადააყენე მანქანა და წავიდით ჩემთან სახლშიო(მიხეილ ზაქარეიშვილის მოგონებიდან)

0
379
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0