x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ისტორიული საარქივო ფოტოსურათები, რომლებიც წარსულს სულ სხვა თვალით წარმოგიდგენთ

უნიკალური საარქივო ისტორიული კადრები, რომლებიც წარსულზე რაღაც ახალს მოგიყვებიან:

1. სტრიპტიზიორი ფლორიდაში მოსამართლეს უმტკიცებს, რომ მისი ტანსაცმელი ცეკვის დროს ყველაფერს მალავს- 1983 წელს პინელასის ოლქში 3 სტრიპტიზიორი ქალი დააკავეს იმის გამო, რომ დაწესებულებაში, სადაც ალკოჰოლსაც ყიდდნენ ტანსაცმლის გახდა დაიწყეს. ქალებს სასამართლოში მოუწიათ იმის მტკიცება, რომ მართალია სტრიპტიზ-კლუბში მუშაობდნენ, მაგრამ დაკავების დღეს მათი ბიკინი ინტიმურ ზონებს მალავდა და მოსამართლე დემერსს ეს პრაქტიკითაც დაუმტკიცეს.image

2. ნილ არმსტრონგის ოჯახი უყურებს აპოლონ-11-ის აფრენასimage

3. ჯარისკაცი პატარა ბიჭუნას ეხმარება ბერლინის კედელზე გადაძრომაში-
ბერლინის კედლის აღმართვამდე ბერლინელები ქალაქის ორივე მხარეს თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, 1961 წელს “თავისუფალი თარეში" დასრულდა და მავთულხლართები ააგეს, მათი გადაკვეთა კი ყველას ეკრძალებოდა მიუხედავად ასაკისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა. ამ ფოტოზე გერმანელი ჯარისკაცი ეხმარება 8 წლის ბიჭუნას ოჯახთან დასაბრუნებლად კედელზე გადაძრომაში.image

4. მუჰამედ ალი ცდილობს მამაკაცს თვითმკლელობა გადააფიქრებინოს, 1981 წელი- 1981 წლის 19 იანვრისთვის მუჰამედ ალი იყო თავისი ყოფილი მე -ს ჩრდილი. ის აღარ იყო მოკრივე, მუშაობდა ჯიმი კარტერთან სხვადასხვა დიპლომატიურ დავალებებზე და ლოს ანჯელესში ყოფნისას მან გაიგო, რომ კაცი სახელად ჯო ცდილობდა ოფისის შენობიდან გადმოხტომას. ალი თავისი სასტუმროდან პირდაპირ იმ შენობისკენ წავიდა, სადაც უახლოესი ფანჯრიდან ცდილობდა მამაკაცის დარწმუნებას ჩამოსულიყო იქიდან.image

5. XIX საუკუნის კოსტიუმი დათვის თავდასხმის მოსაგერიებლადimage

6. ბავშვები ინგლისში გაზსაწინააღმდეგო აირწინაღებში ეორე მსოფლიო ომის დროს-
1940 წლის 7 სექტემბრიდან 1941 წლის 11 მაისამდე, ნაცისტებმა ქალაქი დაუნდობლად დაარბიეს, რის გამოც ლონდონელები მიწისქვეშეთში გადავიდნენ დაბომბვის გადარჩენის მიზნით, ქიმიური ომის საფრთხემ აიძულა ხალხი ეტარებინათ გაზის საწინააღმდეგო ნიღბები ყოველდღიური ცხოვრების გასაგრძელებლად. image

7. დირიჟაბლის აფეთქება - ჰინდენბურგის კატასტროფამ 1937 წელს დაასრულა დირიჟაბლებით მოგზაურობა, მიუხედავად მრავალი ესთეტიკური სიამოვნებისა, რომელსაც ეს საჰაერო ხომალდები გვთავაზობდნენ. 1937 წლის 6 მაისს “ჰინდენბურგი" ნიუ -იორკის თავზე მიფრინავდა ნიუ ჯერსიში საჰაერო ძალების ბაზაზე. ყველაფერი კარგად იყო მანამ, სანამ ხომალდი თავისი საყრდენი ანძით არ შეეხო ბაზას ლეიკჰერსტში, ამის შემდეგ ხომალდი აალდა და მიწაზე დაფრენა დაიწყო.image

8. ჯორჯ მატესკი, შეშლილი ბომბდამშენი, რომელიც ნიუ-იორს ატერორებდა 1940-50-იან წლებში- ეს შემაშფოთებელი ფოტო გვიჩვენებს შეშლილი ბომბდამშენის ღიმილს, მან 1940 -იან და 1950 -იან წლებში ნიუ -იორკში სულ მცირე 33 ბომბი განათავსა 16 წლის განმავლობაში. მას შემდეგ რაც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, მეტესკიმ დაიწყო ბომბების დატოვება მთელ ქალაქში მისი ყოფილი დამქირავებლის მისამართით. მეორე მსოფლიო ომის დროს “შესვენება აიღო", მაგრამ საქმიანობას დაუბრუნდა 1950 წელს. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მან 30 -მდე ბომბი დატოვა პენის სადგურზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხოლოდ ნახევარი აფეთქდა, ათეულობით ადამიანი დაიჭრა.image

9. მუსოლინის იტალიური ფაშისტური პარტიის შტაბ-ბინაimage

10. სამსახურში კონცენტრირებას ვერ ახერხებთ? ატარეთ იზოლატორი- გიჭირთ სამსახურში კონცენტრირება? არასოდეს ასრულებთ სამუშაოს დროულად? თქვენ გჭირდებათ კონცენტრირება, გჭირდებათ “იზოლატორი''. უგო გერნსბეკმა, სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალმა, შექმნა ეს შემზარავი გამოგონება 1925 წელს. მას სჯეროდა, რომ ეს “დამცავი" ჩაახშობდა ყველა ხმაურს და ყურადღებას იმაზე გადაგატანინებდათ, რაც თქვენს წინ იყო. ამგვარი ჩაფხუტის პრობლემა ჟანგბადის ნაკლებოდა იყო და მის მომხმარებელს უწევდა მილის შეერთებაც სასუნთქად. image

11. გასართობი პარკი ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ
image

0
651
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
651
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0