x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვიდეო ჩემთვის მოულოდნელი, ფორმა კი სრულიად მიუღებელი იყო!... ვინარჩუნებ სიმშვიდეს“ - სანდრა რულოვსი
image


სააკაშვილის ყოფილი მეუღლე სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მეუღლის ხელახალი დაქორწინების ამბავი მისთვის უცნობი და სრულიად მოულოდნელი იყო. სანდრა რულოვსმა ამის შესახებ სწორედ სოციალური ქსელიდან შეიტყო და ღიად წერს, რომ ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, ასეთი ფორმა სრულიად მიუღებელი იყო მისთვის.


„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს.


გთავაზობთ მის სტატუსს უცვლელად:



„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.


ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.


პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ.

#თავისუფლებამიშას

წერს სანდრა რულოვსი.

.

0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0