x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134489
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
„ვიდეო ჩემთვის მოულოდნელი, ფორმა კი სრულიად მიუღებელი იყო!... ვინარჩუნებ სიმშვიდეს“ - სანდრა რულოვსი
image


სააკაშვილის ყოფილი მეუღლე სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მეუღლის ხელახალი დაქორწინების ამბავი მისთვის უცნობი და სრულიად მოულოდნელი იყო. სანდრა რულოვსმა ამის შესახებ სწორედ სოციალური ქსელიდან შეიტყო და ღიად წერს, რომ ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, ლიზა ისკოსა და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ახალი ოჯახის შემქნის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების ასეთი ფორმა სრულიად მიუღებელი იყო მისთვის.


„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს.


გთავაზობთ მის სტატუსს უცვლელად:



„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.


ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.


პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ.

#თავისუფლებამიშას

წერს სანდრა რულოვსი.

.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებისთანავე აიტვირთა უკრაინელი პოლიტიკოსის ლიზა იასკოს ფეისბუქ გვერდზე მოკლე ვიდეო მიმართვა, სადაც ლიზა და მიხეილ სააკაშვილი არიან ასახული და საუბრობენ იმის შესახებ, რომ ბოლო ხანს მათ ახალი ერთობლივი ოჯახი აქვთ და სურთ ამის შესახებ მოქალაქეებს აცნობონ... მიხეილ სააკაშვილი იქვე ამბობს, რომ ცხოვრება ასეთია და აფასებს ყველა მის ურთიერთობას. ის აღნიშნავს, რომ ამაზე ბევრი იფიქრა.

.

„მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს”, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ამბობს ვიდეოში, რომელიც მისი დაკავებიდან ცოტა ხანში გავრცელდა. ვიდეოში ის უკრაინის „ვერხოვნა რადის” დეპუტატის, ლიზა იასკოს გვერდით ზის.

.

30 წლის პოლიტიკოსი მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის” წევრია. არის ოქსფორდის სკოლის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. მუშაობდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კულტურის სამინისტროში.

.
დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა, უკრავს ფორტეპიანოზე და მღერის. 2014 წლის იანვარში, მაიდნის დროს დაუკრა კიევში, გრუშევსკის მოედანზე მოწყობილ ბარიკადებზე.

„რადის” დეპუტატი იგი 2019 წლის აგვისტოში გახდა. 2019 წლის სექტემბრიდან, 2021 წლის იანვრამდე, თავმჯდომარეობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ვერხოვნა რადის” მუდმივ დელეგაციას.

.
2020 წლის ოქტომბერში, სხვა უკრაინელ დეპუტატებთან ერთად, აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. საქართველომ ბოლო მომენტში უთხრა უარი ქვეყანაში შესვლაზე 30-კაციან დეპუტატთა ჯგუფს. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იასკომ მიხეილ სააკაშვილს მაშინ „მსოფლიო პოლიტიკის თანამედროვე ლეგენდა” უწოდა.


0
181
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0