x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
აცტეკების საიდუმლო და ლეონარდო და ვინჩის დღიურები - რატომ მალავს ვატიკანი კაცობრიობის ჭეშმარიტ ისტორიას?

დღეს მოდაშია დისკუსია იმის შესახებ, რომ ჩვენი ისტორია ფალსიფიცირებულია. ხოლო, შეთქმულების ყველა ძაფი ვატიკანისკენ მიდის. რთული სათქმელია, რამდენად შეეფერება ეს მტკიცებულება ჭეშმარიტებას. მაგრამ, რომში მართლაც არსებობს უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელშიც ყველა მსურველს არ უშვებენ. ეს ბიბლიოთეკა, ოფიციალურად, 1475 წ. 15 ივნისს დაარსდა. თუმცა, წმინდა ქალაქში წიგნების შეგროვება, ბევრად უფრო ადრე დაიწყეს.


image


ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასობით და ათასობით ისტორიულ, თუ დეტექტიური რომანების დაწერა შეიძლება. სწორედ აქ და არა სხვაგან, რადგან მსოფლიოში არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც კონცენტრირებულია და ამავდროულად, უამრავი წიგინ, რუკა და სხვა სახის დოკუმენტია ხალხისგან დამალული. ვატიკანში ინახება დოკუმენტები, კაცობრიობის ჭეშმარიტ ისტორიის შესახებ, რომელიც არა 10 ათას წელს მოიცავს, როგორც ორთოდოქსი ისტორიკოსები გვარწმუნებენ, არამედ, სულ მცირე, – ათობით მლნ. წელს. ამის შესახებ მოწმობს როგორც არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი უძველესი არტიფაქტები, ისე მსოფლიო ხალხების მითები და ლეგენდები. გაგრძელება >>>

არც ის არის გამორიცხული, რომ ამ ბიბლიოთეკაში, მნიშვნელოვანი ინფაორმაცა შუა საუკუნეების ბნელ პერიოდში მიმდენარე პროცესების შესახებაც იყოს და როგორც ამბობენ, ერთ–ერთი ყველაზე მეტად დაცული, ლეონარდო და ვინჩის არქივია. აღორძინების ეპოქის ამ უდიდესი ხელოვანის და ინჟინრის დღიურების ნაწილი დღემდე არ გამოქვეყნებულა და სავარაუდოდ, მზის შუქს, არც არასოდეს იხილავს. ვატიკანის ხელისუფლებას ეშინია, რომ მასში მოყვანილ ზოგიერთ ინფორმაციას ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა შეუძლია.

გადმოცემით, ვატიკანში, ახალგაზრდობის ელექსირის რეცეპტი და ამერიკის, კოლუმბამდელი ცივილიზაციის, «წიგნებიც» არის დაცული. ამის დაჯერება რთული არ არის, რადგან კონკისტადორები, რომლებმაც ინკები, მაია და აცტეკების ცივილიზაციები დაიპყრეს, არა მარტო ესპანეთის მეფის, რომის კათოლიკური ეკლესიის სახელითაც მოქმედებდნენ. ასე, რომ, სავსებით შესაძლებელია, რომ ვატიკანის ხელში ძველი ტოლტეკების (აცტეკების წინამორბედი ინდიელთა ტომი) საიდუმლო ცოდნაც იყოს, რომელიც სავარაუდოდ, ინფორმაციას შეიცავს, ძველი ხალხების უცხოპლანეტელებთან კონტაქტების შესახებ.


რატომ მალავს ვატიკანი კაცობრიობის ჭეშმარიტ ისტორიას?


ბუნებრივია, იდეოლოგიური მიზეზების გამო. მაგ., ბევრ ადამიანს მოსვენებას არ აძლევს ის ფაქტი, რომ უამრავი ქრისტიანული ეკლესია და მონასტერი "წარმართების სალოცავების" უძველეს ფუნდამენტებზეა აშენებული. ეს რატომ უნდა გაეკეთებინათ? იქნებ, მართლა არსებობს ენერგეტიკული ველები, რომელსაც მეცნიერება უარყოფს? ან იქნებ, ფულის დაზოგვა უნდოდათ და ანტიკური პერიოდის დროინდელი ფუნდამენტები და სამშენებლო მასალა გამოიყენეს?.. და არც ის არის გამორიცხული, რომ რაღაცის დამალვის სურვილი ამოძრავებდათ... მაგ., უძველესი ცივილიზაციების მემკვიდრეობის, იგივე უცხოპლანეტელებთან კონტაქტების კვალის და ა.შ.


სამოციქულო ბიბლიოთეკის მითები და გამოცანები


გრაფი კალიოსტროს ახალგაზრდობის ელექსირის რეცეპტი და ძველი ინდიელების ჩანაწერები, სტუმრების ზეციდან მოსვლის შესახებ – ერთადერთი საიდუმლოებები არ არის, რომელსაც ვატიკანი მალავს. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ სამოციქულო ბიბლიოთეკაში საგულდაგულოდ არის დაცული ბიბლიის პირველი და სრული ვერსია, რომელიც ინფორმაციას შეიცავს ადამიანთა სამყაროს შექმნიის და ღმერთის შესახებ... და რომ მასში, ბიბლიური მოვლენები ყოველგვარი მითების და ფანტაზიების გარეშეა აღწერილი.


image



imageimageimageimage




2
1369
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1369
  
2021, 27 ოქტომბერი, 0:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 26 ოქტომბერი, 23:57
მოარული ხმები გვამცნობენ, რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკიდან წერილობითი წყაროები ჯერ გადამალეს და მერე დაწვესო. ნეტამც ასე იყოს და არა სხვა უარესად.
ამ ყველაფრის შესასრულებლად მიზანდასახული ჯგუფი მოქმედებდა და მოქმედებს დღესაც.
ლეონარდო დავინჩის მიერ ნაპოვნი მასალები წინა ცივილიზაციის ხალხს ეკუთვნის და არა დავინჩის, იგი ხომ სამი წელი გამოქვაბულ მღვიმეში იყო გადაკარგული... დამწუხრებული დედის ხელთუქმნელი ძეგლიც დავინჩის მიაწერეს, არა და ისიც წინა ცივილიზაციისაა. ასეთი ძეგლების მანქანური დამუშავების გარეშე შექმნა მიუღწევლად მიაჩნიათ მეცნიერებს.
როგორც ჩანს, შორიდან მოდის გონივრული მიღწევების გადამალვა და მის ერთ ადგილზე თავმოყრა.
რომმაც ალბათ იმიტომ დაიპყრო ეგვიპტე.
თუმცაღა, რაც არ უნდა გადამალონ, მაინც მიღწევადია ის, რაც უკვე მიღწეულია წარსულში, ოღონდა ხალხის გონზე მობრძანებაა საჭირო, რაც იმას გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება მოეწყოს იმდაგვარად, რომ ყველას შეეძლოს თავის საყვარელ საქმეში გაიღრმაოს ცოდნა. ამისათვის კი სახელმწიფო წეს-წყობილების სწორუპოვრად მოწყობაა აუცილებელი. ეს კი გულისხმობს: სათავეში რჩეულთა შორის რჩეულთა მოყვანას და ეროვნული შემოსავლების თანაბრად გადანაწილებას ყველაზე.
ამას ისინი არ გააკეთებენ თავისი ნებით, თუ მათ უკეთესს არ შევთავაზებთ, რითაც უფრო მეტად განმტკიცებული იქნება მათი მდგომარეობა.
აი, ამ მიმართვაში დევს ის ცოდნა, რომლითაც შეიძლება გონს მოვეგოთ ყველანი და ის გადამალული ცოდნაც ადვილად გამომზიურდეს.
იხილეთ:
https://www.blogger.com/blog/post/edit/5942381745008855258/4881069834550315435?hl=ru
0 1 2