x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ვატერლოოს კბილები: როგორ აქციეს ცინიკურმა დანტისტებმა ჯარისკაცების გვამები ბიზნესად
image



ვატერლოოს ბრძოლა, რომელიც 1815 წელს მოხდა დღევანდელი ბელგიის ტერიტორიაზე, უპრინციპო საქმოსნებისთვის ნამდვილი "ოქროს ძარღვი" გახდა. იქ, სადაც ნაპოლეონმა თავისი ამბიციები დაასამარა, ვიქტორიანული ეპოქის ნამდვილი ელდორადო გაჩნდა. ევფემიზმი "ვატერლოოს კბილები" აქამდე ამშვენებს მუზეუმის ექსპონატების უამრავ განმარტებით წარწერას. და ეს ექსპონატები საკმაოდ საზარელია.


image

image

როცა ევროპელებმა ვესტ-ინდოეთში თავიანთვის ჭეშმარიტი სიმდიდრე-შაქარი აღმოაჩინეს, სილამაზის ისტორიაში სასაცილო, უაზრო ეპოქა დაიწყო. კარიესისგან გაშავებული კბილები სიმდიდრისა და დახვეწილობის ნიშანი გახდა. საბედნიეროდ, ეს მოდა ძალიან სწრაფად გადავიდა და ელიტა დადგა მოსალოდნელი პრობლემის წინაშე: ვერანაირი ფული ვერ დააბრუნებდა თეთრ, ჯანმრთელ კბილებს, განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში, როცა სტომატოლოგია ჯერ კიდევ ჩანასახის პერიოდში იყო.

მოთხოვნილების კვალდაკვალ გაჩნდა კბილების პროთეზის ინდუსტრია. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად გროტესკული იქნებოდა პირველი ნიმუშები. თავდაპირველად ხის, შემდეგ სპილოს ძვლისგან გამოთლილი, ისინი სკივრს უფრო მოგაგონებდათ პირისთვის, ვიდრე სრულფასოვან ყბებს. ყველაზე "ნატიფი" ნიმუშების მეპატრონეებიც კი მალე აღმოაჩენდნენ, რომ ისინი მალე ცვდებოდა და ყვითლდებოდა. და საერთოდ, ნამდვილ კბილებად მას მხოლოდ უსინათლო თუ ჩათვლიდა.


image


სპილოს ძვლისგან პროთეზის დამზადების პროცესის საფეხურები



image


სპილოს ძვლის პროთეზი

საზრიანებმა მოიფიქრეს, რომ კბილები შეიძლებოდა ღარიბებისთვის დაეძროთ. შეიძლება გადაეხადათ ჯანმრთელი, სწორი კბილების მქონე ახალგაზრდისთვის და რამდენიმე კბილის მფლობელი გამხდარიყვნენ. შეიძლება დაეთროთ რომელიმე ლოთი და დარჩენილი კბილებიც დაეძროთ. არ თაკილობდნენ საფლავების გათხრასაც და სიკვდილით დასჯილი დამნაშავეების გაძარცვას. რა თქმა უნდა, უკეთესად და უფრო ბუნებრივად იყურებოდა ყბები ნამდვილი კბილებით, მაგრამ ასეთი პროთეზის ყიდვისას შესაძლებელი იყო მას "საჩუქარიც" მოჰყოლოდა, მაგალითად, სიფილისი.

შემდეგ კი მოხდა ვატერლოო. ათეულ ათასობით ფრანგი, ინგლისელი და პრუსიელი დაიღუპა. და რაც მთავარია, ყველა ერთ ადგილზე. უბრალო მოროდიორი გლეხების გარდა, ყოფილი ბრძოლის ველისკენ მთელი ევროპიდან დაიძრნენ საქმოსნები. ისინი თხრიდნენ გვამებს და ათასობით კბილებს აგროვებდნენ. ამასთან ცდილობდნენ, რომ ერთი ჯარისკაცის კბილები ერთ პროთეზში მოხვედრილიყო-ასე უფრო ესთეტიური იყო.


image


მე-19 საუკუნის დასაწყისის უპრინციპო ფრანგი დანტისტების კარიკატურა. თუმცა არც ბრიტანელები ჩამორჩებოდნენ ამ დარგში


image


"გვესაჭიროება-ადამიანის რამდენიმე წინა კბილი. არასასურველი გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, მიიღება ნიმუშები მხოლოდ კონტინენტიდან." (ანუ ევროპის მატერიკიდან. ავტ.)

"ვატერლოოს კბილები" ერთგვარი ხარისხის ნიშანი გახდა. ბრძოლის ველზე დარჩნენ ჯანმრთელი და ძლიერი ახალგაზრდები, და პროთეზები მათი კბილებისგან შესანიშნავი გამოდიოდა, შედარება არ იყო იმ პროთეზებთან, რომელთა დონორები ლონდონის ისტ-ენდის უბნის ღარიბი მაცხოვრებლები იყვნენ. შესაძლოა, თანამედროვე სტომატოლოგია ჯეროვნად ვერ აფასებს, თუ რა სამსახური გაუწიეს მას ჯარისკაცებმა. ვატერლოოს წყალობით ხომ მას ერთდროულად ორი აღმაფრენა ჰქონდა: ჯერ ნამდვილი კბილებისგან დამზადებული პროთეზების ბუმი, შემდეგ კი, როცა გართულდა დონორების ბუნებრივი კბილების მოძიება, ხელოვნური მასალის განვითარება.

იმ მომენტისთვის, როცა კარგი მასალა ისევ გაჭირდა, 1830 წელს, იუველირმა კლავდიუს ეშმა შექმნა კერამიკული კბილები, რომელიც ბუნებრივს არ ჩამოუვარდებოდა, ამასთან ძალიან ნელა ცვდებოდა, ვიდრე სპილოს ძვლისგან გათლილი კბილები. 1844 წელს კი, ამერიკელმა გამომგონებელმა, ჩარლზ გუდიერმა დააპატენტა ვულკანიზირებული რეზინა. ერთ-ერთი პირველი სფერო, სადაც იგი გამოიყენებოდა-ხელოვნური ყბების დამზადება იყო. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ შესაძლებელი იყო ვარდისფერი რეზინის დამზადება, რომელიც რეალურ ღრძილებთან ძალიან ახლოსაა.


image

image


გამოთქმა "ვატერლოოს კბილები" დღესაც ხმარებაშია (თუმცა უკვე იშვიათად გაიგებთ). მას იყენებენ, როცა ამა თუ იმ სამეწარმეო წამოწყების ცინიკურობაზე მიანიშნებენ.





იხილეთ შემდეგი:




მსახიობთა წყვილები, რომელთათვის უსიამოვნო იყო სასიყვარულო სცენებში მონაწილეობა

image


რეპერი, რომელსაც ოქროს თმები გადაუნერგეს (+ვიდეო)

image


სელებრითების "სახის დეფექტები" მსხვილი ხედით, რომლებიც მათ არ აკომპლექსებთ

image

სტომატოლოგების ახალი "ფიშკა"-შოუბიზნესის ვარსკვლავების კბილების სამკაულები

image

XVIII საუკუნის გასაოცარი ცხვირის პროთეზი, რომელიც 28 წლის ჰოლანდიელს თავისთვის დაუმზადებია

image

როგორ ააძრეს ინდიელებმა სკალპი ინგლისელს და რა მოხდა შემდეგ

image

პლასტიკური ქირურგიის პირველი პაციენტები

image

ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით

image

მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image

ცნობილების ფოტოები, სანამ ისინი "ჰოლივუდის ღიმილს" მოირგებდნენ

image






0
289
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
289