x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბარაქის ხის სამკურნალო და მაგიური თვისებები

კრასულა ჩვენთვის უფრო მეტად «ფულის, ბარაქის ხის» სახელით არის ცნობილი. ამბობენ, რომ ის ფინანსურ კეთილდღეობას იზიდავს და სწორედ ამ თვისების გამო, მისი ნახვა ბევრ ოჯახში და ოფისებშიც კი შეიძლება. მატერიალური კეთილდღეობის გარანტად მცენარე ჩინელებმა აქციეს – ფენ შუის ფილოსოფიის თანახმად, სწორედ ის იზიდავს ოჯახში მატერიალურ კეთილდღეობას. მაგრამ იმისთვის, რომ «ბარაქის ხე» ამუშავდეს, რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინება არის საჭირო.


image


ჯერ ერთი, მცენარისთვის სწორი ადგილი უნდა შეირჩეს. მისი ქოთანი ოთახის სამხრეთით ან სამხ –აღმოსავლეთ ნაწილში უნდა იდგას. მეორე – ის ნაჩუქარი ან «მოპარული» (რა თქმა უნდა, მთლიანად არა, მხოლოდ ყლორტი, რომლიდანაც საკუთარ ხეს გაზრდით სახლში) უნდა იყოს. გარდა ამისა, ხის ღეროს წითელი ძაფი უნდა ჰქონდეს შებმული – ფენ შუის მიხედვით, სწორედ წითელი ფერია მატერიალურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი. ხოლო ქოთანში, გადარგვის წინ, მიწის ჩაყრამდე, რკინის ფული უნდა იყოს მოთავსებული, რომ ფინანსური შემოსავალი ოჯახის ყველა წევრს გაეზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ მცენარე ძალიან პოპულარულია, მისი ყველა თვისების შესახებ, ბევრმა არ იცის. კერძოდ ის, რომ კრასულა, რამოდენიმე ავადმყოფობის შემთხვევაში, ძალიან ეფექტური წამალია.


მკურნალობა ბარაქის ხით


სხვა წამლებისგან განსხვავებით, ეს მცენარე ყოველთვის ხელთ არის. საჭიროა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება:

1. მკურნალობა დაჟეჟილობის და დაჭიმულობის დროს: მცენარეს წვენით დაასველეთ ბინტი და დაიდეთ დაზიანებულ სახსარზე ან კუნთზე. შემდეგ გადააფარეთ სამზარეულის აპკი და დააფიქსირეთ ბინტით. სახვევი ყოველ 3 საათში გამოიცვალეთ.

2. მცენარეს ფოთოლი კრაზანის ნაკბენის ტკივილსაც აყუჩებს. გაჭრილი ფოთოლის ნაკბენზე, კბენისთანავე დადების შემთხვევაში, სულ მალე, ტკივილიც გაყუჩდება და შესიებაც გაქრება.

3. ანგინის, ყელის ანთების, ტონზილიტის და ფარინგიტის დროს, რეკომენდირებულია 1/3 ფოთლის დაღეჭვა, დღეში 3-ჯერ.

4. თირკმელების ანთების დროს: 1 ჩ. კ. წვრილად დაჭრილ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ წყლის აბაზანაზე, თავდახურულ ჭურჭელში, 15 წუთი. ამის შემდეგ, დააყენეთ 1 სთ–ით. მიიღეთ 1 ს. კ. დღეში 3-ჯერ, საკვების მიღებამდე, 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი, სულ მცირე 10 დღე არის. კურსის გამეორება 1 კვირის შემდეგ შეიძლება.

5. ხელების ართრითის დროს, სასარგებლოა მცენარის წვენის მტკივნეულ ადგილებში შეზელა.

6. მას ვისაც ჰემოროი (ბუასილი) აწუხებს, უნდა გარეცხოს მცენარის 4 ფოთოლი, გამოწუროს წვენი და შეურიოს ვაზელინის ზეთს (1:1). მიღებული ნაზავი უნდა წაისვას ბუასილის კვანძებზე ან ნაზავით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი გაიჩეროს 15-20 წუთი მტკივნეულ ადგილებთან. პროცედურის გამეორება საჭიროა დღეში რამდენჯერმე, რომ კვანძები შემცირდეს და ტკივილი გაქრეს.

7. ბარაქის ხის ფოთლებით მკურნალობა სასარგებლოა კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის შემთხვევაში: ყოველ დილით, უზმოზე, საუზმემდე 1 სთ–ით ადრე, საჭიროა მცენარის 2 ფოთლის შეჭმა, წყლის დაყოლებით.

8. ბარაქის ხის ფოთლები კარგად უმკლავდება კოჟრებს (მაზოლი) და მცირე ზომის დამწვრობას. დაზიანებულ ადგილზე, ფოთლის რამდენჯერმე დადების (დაიდეთ და სანტევიკით დაიმაგრეთ) შემდეგ, კანის დაზიანებული ქსოვილი სრულად აღდგება.


image

imageimageimageimage



0
510
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0