x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
41 წლის უბიწო მამაკაცი ეძებს თავის მსგავს უბიწო ქალწულს, მაგრამ უშედეგოდ
image


უბიწო მამაკაცს ადელაიდადან, ავსტრალია, ათწლეულების განმავლობაში ვერ უპოვია ის ცხოვრების თანამგზავრი, რომელიც მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 41 წლის მამაკაცს ვერც ინტერნეტეპოქამ უშველა, არაფერი შეცვლილა. ხუთი წლის განმავლობაში ის ცდილობდა ქალის პოვნას. ეს უკვე მეორე მცდელობაა.


დანიელ პეჩნიკი 41 წელია უკვე ცხოვრობს ამ სამყაროში, მაგრამ მან ვერ იპოვა ღირსეული თანამგზავრი, რათა დაემყარებინა მასთან სექსუალური კავშირი. საქმე იქამდე მივიდა, რომ 2016 წელს მამაკაცმა შექმნა საკუთარი ვებ – გვერდი, რომლის დახმარებითაც ცდილობდა თავისი ცხოვრების თანამგზავრის პოვნა. ხუთი წლის შემდეგ კი არავინ გამოჩენილა. რატომ? ეს ყველაფერი დანიელის სერიოზულ მოთხოვნებს ეხება.


ვებგვერდზე "მარტოხელა ბიჭი ადელაიდადან" აცხადებს, რომ დანიელის მომავალ მეუღლეს უნდა ჰქონდეს იგივე სექსუალური გამოცდილება, როგორც მას. ანუ აბსოლუტურად არავითარი. თავდაპირველად, მამაკაცს სურდა, რომ მისი რჩეული დაახლოებით მისი ასაკის უნდა ყოფილიყო, ქალმა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა კარიერას და "გადაინახა ქალწულობა" "განსაკუთრებული შემთხვევისთვის". მაგრამ ხუთწლიანი წარუმატებელი ძიების შემდეგ დანიელის მოთხოვნები შეიცვალა - ახლა ეძებს ნებისმიერი ასაკის განათლებულ გოგონას. რა თქმა უნდა, უბიწოს.


image

" ვეძებ განათლებულ გოგონას, რომელსაც ნამდვილად სურს სერიოზული თემების განხილვა. თუ მოგწონთ საუბარი ფილოსოფიაზე, ლიტერატურაზე, მეცნიერებაზე ან რაიმე აკადემიურზე, ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება."-წერს დანიელ პეჩნიკი.

image

ყველა ქალს, ვინც დარწმუნებულია, რომ შეიძლება გახდეს დანიელის ღირსეული თანამგზავრი, აქვს შესაძლებლობა მისწეროს მას ელექტრონულ ფოსტაზე და გააკეთოს "პირველი პაემანი" სკაიპში.

თუმცა თუ ვიმსჯელებთ საიტზე გამოხმაურებებით, შეხვედრა უფრო გასაუბრებას ჰგავს და არა რომანტიკულ საღამოს, წერს Daily Star.-ი.


ავსტრალიელის ვებგვერდზე არის უარყოფითი კომენტარები, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც მხარს უჭერენ :


" მშვენივრად მესმის შენი, მე თვითონ ვერ ვიპოვე ის ერთადერთი ოცდაათ წლამდე. მეც იგივეს ვფიქრობდი, როგორც შენ, რომ არ შემხვედროდა ერთი შესანიშნავი ქალი, ალბათ ახლაც შესაფერისის ძებნაში ვიქნებოდი"-უწერს ერთ-ერთი კომენტარში.


"მშვენიერი გადაწყვეტილებაა, კაცო! კარგია, რომ გაბედე! წარმატებები!-უწერს სხვა კომენტარში.


0
562
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
562
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0