x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
„ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს ეძლევა 24 საათი ბოდიშის მოსახდელად და ჯარიმის გადასახდელად“
image


დიდი დაპირისპირება იწყება გირჩის გარშემო.

მომღერალი, მანანა მენაბდე პოლიტიკოს, ზურა ჯაფარიძეს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.


როგორც ცნობილია, ზურა ჯაფარიძის ახალ საარჩევნო კლიპს, რომელიც ტყეშია გადაღებული მანანა მენაბდის სიმღერა „საპოვნელა“ ედო ფონად. გაირკვა, რომ ეს ავტორთან შეთანხმებული სულაც არ ყოფილა და მათ შორის დაპირისპირებაც ამ საკითხის ირგვლივ დაიწყო.


/

მენაბდემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამისთვის პასუხს მოითხოვდა, რაზედაც ჯაფარიძე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

.

„დავდე „გირჩის“ საარჩევნო რეკლამა! ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! დაუკითხავად ვინ მოგცათ უფლება, რომ აიღეთ ჩემი ნამღერი?! თუ სულ თავს გახვედით?! ჯერ ერთი მე ვარ გერმანიის მოქალაქე და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მაქვს! კიდევაც რომ მქონდეს, რა უფლებით იღებთ ჩემ ნამღერს და ადებთ თქვენს კლიპს?! იცოდეთ რომ ძალიან გამაბრაზეთ და ამას ასე არ დავტოვებ! ე. ი. უნდა იფიქრონ, რომ მე თქვენ გაძლევთ ხმას! ესაა ტყუილი და ამისთვის პასუხი უნდა აგოთ! ყველანაირი სინდისი და სირცხვილი დაკარგეთ? თუ გაგიგიათ სიტყვა - ღირსება?“- წერს მენაბდე.

.

0
125
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0