x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ქორწინება 55 წლიანი ასაკობრივი სხვაობით, ისტორია რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამტკიცებს, რომ ასაკი არაფერს ნიშნავს, ურთიერთობაში ის მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მით უმეტეს, თუ ერთ - ერთი პარტნიორი არასრულწლოვანია, ხოლო მეორე კი, საპენსიო ასაკის... ზუსტად ასეა ერთი ინდონეზიური წყვილის - 16 წლის ბიჭისა და 71 წლის ქალის შემთხვევაში ჰყვება "Elite Readers"-ი. სელამეტისა და მისი ასაკოვანი მეუღლის, როჰაიას შორის დიდ ასაკობრივ სხვაობასთან დაკავშირებით გაკეთებული არაერთი აღმაშფოთებელი კომენტარის მიუხედავად წყვილი ირწმუნება რომ მათ ურთიერთობაში ყველაფერი კარგად აქვთ.




წყვილის ნათესავები იძულებულნი იყვნენ მათ კავშირს შეგუებოდნენ


image


მიუხედავად იმისა, რომ თავიდან, სელამეტისა და როჰაიას ნათესავები მათ ურთიერთობას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ, შეყვარებულები მაინც ერთად იყვნენ, ერთხელ ისინი საკუთარ ოჯახებს თვითმკვლელობითაც კი დაემუქრნენ, თუკი ისინი მათ დაშორებას შეეცდებოდნენ. საბოლოოდ, წყვილი დაქორწინდა და თაფლობის თვე ჯაკარტაში გაატარა.



მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 55 წელია!


image


ჭორების თანახმად, 16 წლის სელამეტს, როდესაც საქმეებზე გასვლა უწევს ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს სახლში კეტავს. მისი თქმით, მას ეშინია რომ 71 წლის როჰაია სხვა კაცმა არ წაიყვანოს.



გასაკვირი არ არის, რომ მათ ქორწინებას ბევრი სკეპტიკურად უყურებს!


image


იმასაც ამბობენ, რომ სელამეტი თავის საყვარელ მეუღლეს წუთითაც ვერ წყდება, ამის გამო ზოგჯერ ის მეჩეთში, პარასკევის ლოცვასაც კი აცდენს, რომელსაც ყველა მამაკაცი (მაგრამ არა ქალი) უნდა ესწრებოდეს. უხუცესმა სელამეტს უსაყვედურა კიდეც, სიყვარული სიყვარულად, მაგრამ ლოცვის გაცდენა არ ღირსო!



ახალდაქორწინებულებმა ჯაკარტაში ბედნიერი თაფლობის თვე გაატარეს


image


როჰაიას თქმით, ის მეუღლეს მეჩეთში სიარულისკენ სისტემატურად მოუწოდებს: "მე ვახსენებდი მას რომ ელოცა. ვეუბნებოდი: არ დაივიწყო უხუცესის სიტყვები. პარასკევობით ის მეჩეთში ყოველთვის დადის და პარასკევის ლოცვებსაც კითხულობს. მან ერთხელ იქ მეც კი დამპატიჟა!"



წყვილი შვილების ყოლასაც გეგმავს


image


სელამეტს 71 წლის მეუღლისგან შვილების ყოლა სურს. მომავალი მამა ვაჟსა და ქალიშვილზე ოცნებობს, რომელთათვისაც უკვე სახელებიც კი შეარჩია: "ჩემს ქალიშვილს მსურს პუტრი პერმატა სარი, ხოლო ვაჟს - ანდრე მაულანა დავარქვა" - აცხადებს სელამეტი.




წყვილს ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია


image


გაურკვეველია, როგორ აპირებს წყვილი შვილების ყოლას, თუმცა როჰაია "მეტისმეტი დატვირთვის" გამო სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში უკვე არაერთხელ გადაიყვანა.




0
487
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
487