x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აშშ-ში პროფესორს მოთხოვეს შავკანიანებზე გამარტივებული გამოცდების ჩაბარება,მან უარი თქვა,რის გამოც სამსახურიდან დაითხოვეს
image

შეერთებულ შტატებში, რასობრივ მოტივზე ახალი სკანდალი აგორდა. ამჯერად, შავკანიანთა უფლებები "დაარღვია" უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელმაც უარი თქვა შავკანიანი სტუდენტებს საგამოცდო ტესტის უფრო გაადვილებული ვარიანტი ჩაებარებინათ . ამის გამო პედაგოგი სამსახურიდან დაითხოვეს.


გორდონ კლაინი ასწავლიდა ფინანსურ ანალიზს და სამართალს ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში.(UCLA)



შარშან, ჩათვლითი გამოცდების წინა დღეს, მან მიიღო ელექტრონული წერილი ერთ -ერთი სტუდენტისგან. შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ პროფესორმა უნდა გამოიჩინოს ლმობიერება შავკანიან სტუდენტებზე, რომლებსაც გაუჭირდათ სწავლა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებისა და BLM– ის მასობრივი პროტესტის შემდეგ. კერძოდ - ნება დართოს მათ ჩააბარონ ეგრეთ წოდებული "უვნებელი" გამოცდა.




კლეინი გაოგნებული დარჩა ასეთი წინადადებით და საკმაოდ ღვარძლიანი პასუხი დაუბრუნდა სტუდენტს:

”თუ სტუდენტი შერეული წარმოშობისაა, მაგალითად, ნახევრად შავკანიანი, ნახევრად აზიელი? მასთან რა ვქნა? ან თუ სტუდენტი არის თეთრკანიანი, თან წარმოშობით მინეაპოლისიდან (ფლოიდი იქიდან იყო და იქვე დაიღუპა-ავტ.) ვფიქრობ, ასეთი ადამიანების სულშიც უსამართლობის გრძნობა დაისადგურებს “.

image

ამ პასუხით კმაყოფილი პროფესორი მეორე დღეს წავიდა ლექციების ჩასატარებლად. იმავე საღამოს აქტივისტმა სტუდენტებმა შეაგროვეს 20, 000 ხელმოწერა მისი გათავისუფლების მოთხოვნით. სამი დღის შემდეგ კლეინი მოხსნეს სასწავლებლიდან.



მან შეიტანა საჩივარი და დაიწყო ხანგრძლივი საქმის გარჩევა. სამი კვირა დასჭირდა უნივერსიტეტს, რომ დაედგინა:კლეინს არ დაურღვევია რაიმე წესი და არც რაიმე რასისტული კომენტარი გაუკეთებია.


იმისდა მიუხედავად, რომ კლეინის მიმართ გამოიჩინეს გულმოწყალება და მისცეს საშუალება დაბრუნებულიყო აუდიტორიაში, ის აპირებს უჩივლოს უნივერსიტეტს. საუბარია შელახულ რეპუტაციის აღდგენაზე.


image

-მე ვიღვწვი სამართლიანობისათვის არა მარტო ფინანსური კომპენსაციის თვალსაზრისით, არამედ შტატებში აკადემიური თავისუფლების დაცვისთვისაც, - განუცხადა პროფესორმა კლაინმა ჟურნალისტებს.



სარჩელში ნათქვამია, რომ ინციდენტმა სერიოზულად შეარყია მამაკაცის ჯანმრთელობა. მას მოუწია თერაპევტთან, გასტროენტეროლოგთან და ფსიქიატრთან ვიზიტი.

0
294
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0