x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
აბსურდული მიზეზები, რისთვისაც შესაძლოა ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დაგსაჯონ

image


რა აღარ გვსმენია ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების შესახებ - ლიდერების მტკიცებით აღმოსავლეთ აზიის ამ სახელმწიფოში ცხოვრება ზღაპარს ჰგავს, ხოლო მოქალაქეების აზრით კი, იქ ცხოვრებაზე უარესი არაფერია, და მაინც ჩვენ უბრალო, რიგითი მაცხოვრებლების უფრო გვჯერა, რომელთა თქმითაც, მსოფლიოს ამ ყველაზე დახურულ ქვეყანაში ცხოვრება საკმაოდ რთულია, ვინაიდან იქ მოქალაქე შესაძლოა ყველაზე უმნიშვნელო დანაშაულისთვისაც კი დაისაჯოს. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით იმ ყველაზე აბსურდული მიზეზების შესახებ, რისთვისაც ჩრდილოეთ კორეაში შეიძლება სიკვდილითაც კი დაგსაჯონ.




ეროვნული გლოვის დღეებში არასაკმარისი მწუხარების დემონსტრირება


image


კალენდრის შავ დღეს ანუ "დიდი ბელადის" გარდაცვალების დღეს, ადამიანებმა უსაზღვრო მწუხარება უნდა გამოხატონ, და თუკი ვინმეს მოეჩვენება რომ ამის გამო თქვენ საკმარისად დამწუხრებული არ ხართ, შესაძლოა შრომის ბანაკში გაგაგზავნონ ან კედელთან დაგაყენონ.




ზრდასრულთა ფილმების ყურება


image


თუ შემთხვევით ცნობილი გახდება, რომ ზრდასრულთა ფილმებს უყურებთ, ამისთვის თქვენ შესაძლოა სიკვდილითაც კი დაგსაჯონ. ასე მაგალითად, 2013 წელს კიმ ჩენ ინმა თავისი შეყვარებული სიკვდილით მხოლოდ იმისთვის დასაჯა, რომ ის თითქოს ამ ჟანრის ფილმებში მონაწილეობდა.





სამუშაო სესიების დროს ძილი


image


ამის შესახებ უკვე სრულიად მსოფლიო საუბრობს - თუ ვინმე შემთხვევით შეხვედრის დროს ჩაძინებას გადაწყვეტს, ის ვეღარც გამოიღვიძებს.












0
878
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
878