x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134424
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ნოვაკ ჯოკოვიჩი კოვიდზე აუცრელობის გამო შესაძლოა Australia Open-ზე არ დაუშვან
imageჩოგბურთში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი კოვიდ ვაქცინაციის არ ჩატარების გამო შესაძლოა ავსტრალიის ღია პირველობაზე არ დაუშვან. ავსტრალიის კანონმდებლობით აუცრელ პირებს ეკრძალებათ სპორტულ ღონისძიებეში მონაწილეობა.

შესაძლო დისკვალიფიკაციაზე ავსტრალიის შტატ ვიქტორიის პრემიერმა დენ ენდრიუსმა ილაპარაკა:

„არავის იცავს ტიტულები, ერთადერთი ტიტული, რომელსაც დაცვა შეუძლია ვაქცინის ორი დოზაა“.

„ვაქცინაციის წინააღმდეგი საერთოდ არ ვარ. ვინ ვარ მე, რომ ათასობით სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანის აზრი გავაკრიტიკო. უბრალოდ მჯერა, რომ ვაქცინასაც აქვს გარკვეული უკუჩვენებები და წინააღმდეგი ვარ ვინმემ ჩემს სხეულში ნივთიერების შეყვანა მაიძულოს". – ასე ილაპარაკა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩოგბურთელმა ვაქცინაციაზე.


ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 9 გზის გამარჯვებულია. რაც შეეხება ტურნირს ის ჩოგბურთის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მაღალი დონისაა.


0
158
შეფასება არ არის
ავტორი:მიშელიმიშელიმიშელი
მიშელიმიშელიმიშელი
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0