x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კალანხოე ხალხურ მედიცინაში – დაავადებები და მცენარით მკურნალობის წესები ( + მოვლა და გამრავლება სახლის პირობებში)

კალანხოეს სამშობლო პლანეტის ცხელი რეგიონებია, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულიდან იწყება და სამხრეთ აფრიკამდე ვრცელდება. გარდა ამისა, ეს მცენარე გვხვდება სამხრეთ ამერიკაშიც. ოთახის ყვავილების მოყვარულებს ძალიან მოსწონთ კალანხოე, რადგან მას ძალიან ლამზაი ფოთლები აქვს და ყვავილიც დიდი ხნის მანძილზე არა ჭკნება.

გარეგნული ღირსებების გარდა, მცენარის პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზი, მისი სამკურნალო თვისებებია. მას ამ თვისებების გამო, სიცოცხლის ხეს და სახლის ექიმსაც ეძახიან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამკურნალოდ, კონკრეტულად ერთი სახეობის – კალანხოე დეგრემონი (ლათ. Kalanchoe daigremontiana) გამოიყენება.

კალანხოე ადვილად მოსავლელი და ნაკლებად ჭირვეული მცენარეა. მას მხოლოდ ზომიერი მორწყვა, წელიწადში ერთხელ გადარგვა და გაზაფხულზე სასუქის მიწოდება ესაჭიროება (უფრო დეტალურად, მცენარის მოვლის წესები, შეგიძლიათ სტატიის ბოლო ნაწილში გაეცნოთ).


image


სამკურნალო თვისებები


კალანხოე, არც თუ ისე ბევრი მცენარიდან, ერთ-ერთი არის, რომელიც ოთახის ჰაერს ასუფთავებს და «მიკრობებს ანადგურებს». რაც შეეხება მკურნალობას, ამ მიზნისთვის გამოიყენება კალანხოეს როგორც ფოთოლი, ისე ღერო.

* ის კარგად უმკლავდება გრიპის ვირუსს. გაციების და სურდოს დროს, ალბათ, ერთ-ერთი პირველი საშუალებაა.

* აქვს ანთებსაწინააღმდეგო ეფექტი.
* ახასიათებს ბაქტერიოციდური და ანტიბაქტერიალური სამკურნალო თვისებები.

* შეუძლია ჭრილობის შემახორცების დაჩქარება.

* ასუფთავებს სისხლს და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები გამოჰყავს.

* შეუძლია სისხლდენის შეჩერება.

გარდა ამისა, კალანხოეს სამკურნალო თვისებები იმაშიც ვლინდება, რომ ეს მცენარე ადამიანს ძალას და მხნეობას მატებს. განსაკუთრებით კი, იმ შემთხვევაში, თუ ის, მცენარესთან ერთად, ერთ ოთახში კი არა, რამდენიმე წუთს, უშუალოდ, მის გვერდით გაატარებს.

კალანხოე «დადებითი ენერგეტიკის» მფლობელია და მისი ყოფნა სასადილო ან მისაღებ ოთახში, ყოველთვის დადებითად მოქმედებს ოჯახურ ატმოსფეროზე.


მოხმარება


კალანხოე, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის დროს, ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ძირითადად, იყენებენ მცენარის ფოთლებს, რომლისგანაც სამკურნალო ფაფის და წვენის მომზადება შეიძლება.

კალანხოე მდიდარია სამკურნალო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ის შეიცავს: ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, ტანინებს, პოლისაქარიდებს, ვიტამინებს, მინერალებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს (ალუმინი, რკინა, კალციუმი, სპილენძი, სილიციუმი, მანგანუმი).


დაავადებები და მცენარით მკურნალობის წესები:


I. ჰერპესი. დაზიანებულ ადგილზე საჭიროა კალანხოეს წვენის წასმა დეში 4-ჯერ. ეს ტუჩის ჰერპესის მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა.

II. ავიტამინოზი და დაბალი იმუნიტეტი. კალანხოე С ვიტამინს შეიცავს და ის ძალიან სასარგებლოა, როგორც იმუნიტეტის ასამაღლებლად, ისე ქრონიკული დაღლილობის მოსახსნელად. ამ დაავადებების სამკურნალოდ, საჭიროა ყოველდღიურად, 1 ს. კ. «კალანხოეს შვილების» (იხ. სტატიის ბოლოს –გამრავლების თავისებურებები) ან ნახევარი ფოთლის მიღება.

III. ყურის ანთება. საჭიროა ყურში 1-2 წვეთი კალანხოეს წვენის ჩაწვეთება, დღეში 3-4-ჯერ.

IV. მეჭეჭები. დაზიანებულ ადგილზე, საჭიროა კალანხოეს ფოთლის ფაფის დადება და ბინტით შეხვევა.

V. აკნე, ტროფიკული წყლული (ჩირქოვანი, სველი ჭრილობა), ნაწოლები. კანის დაავადებების სამკურნალოდ, ძირითადად, მალამო გამოიყენება და მის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი ინგრედიენტების შერევა:

კალანხოეს წვენი – 30 მლ.

ვაზელინი – 50 გრ.

ლანოლინი – 50 გრ.

რას შეეხება ნაწოლებს – შეხორცებას მცენარის ფოთლებით დამზადებული ფაფის დადება აჩქარებს.

VI. ანგინა. 1 ჭ. ანადუღარ თბილ წყალში საჭიროა 1 ს. კ. კალანხოეს წვენის დამატება და ყელში გამოვლება, ყოველ 2 საათში ერთხელ.

VII. დამწვარი და ნახეთქებიანი კანი, ჩირქოვანი ჭრილობები. იარების შეხორცების და კანის დამწვარი ქსოვილების აღდგენის პროცესს, მცენარის წვენი აჩქარებს. დაზიანებულ ასგილზე, საჭიროა წვენის ხშირი წასმა.

VIII. სურდო. ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკს მიზნით, მცენარის წვენის ცხვირის ლორწოვან გარსზე რეგულარულად წასმის შემთხვევაში, შესაძლებელია, ცივი სეზონის, გრიპის გარეშე «გადაგორება».

რაც შეეხება გაციებას, ანუ სურდოს – თუ ცხვირის ლორწოვან გარსს «შეუძლია» კალანხოეს სუფთა წვენის «გაძლება», მაში ცხვირში სუფთა წვენის ჩაწვეთება არის რეკომენდირებული. ხოლო, თუ არა – მისი განზავება უნდა მოხდეს ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით – პროპორციით 1:1.

მიღების წესი კი ასეთია: 1-2 წვეთი, თითოეულ ნესტოში, დღეში 3-ჯერ. წვენი კარგად ხსნის «გაჭედილ» ცხვირს.

IX. სტომატოლოგიური დაავადებები. ღრძილების ანთების დროს, საჭიროა კალანხოეს წვენის ანადუღარ თბილ წყალში გაზავება, პროპორციით – 1:1 და პირის ღრუში გამოვლება, დღეში 3-ჯერ 2 წუთის მანძილზე.
კალანხოეს ტკივილგამაყუჩებელი ფუნქციაც აქვს და მის წვენს და ფაფას შეუძლია ჩირქოვანი კბილის გაყუჩებაც კი. ამგვარი პრობლემის შემთხვევაში, საჭიროა ფოთლებიდან ფაფის დამზადება, წვენის გამოწურვა და პირის ღრუში გამოვლება. ხოლო ფაფის ნარჩენების სტერილურ ბინტში გახვევა და ატკიებული კბილის ღრძილზე დადება.

X. პროსტატიტი. 100 გრ. მცენარის ფოთოლი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში > დაასხით 200 მლ. არაყი > გააჩერეთ 10 დღე ბნელ ადგილზე, დრო და დრო შეანჯღრიეთ > გაფილტრეთ და მაცივარში შეინახეთ, საყინულედან ყველაზე მოშორებით მდებარე თაროზე > მიიღეთ დილით და საღამოს, 1 ჩ. კ. საჭმლის მიღებამდე, 20 წუთით ადრე.

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, შეისვენეთ 2 კვირა და მკურნალობა გააგრძელეთ.


გარდა ამისა, კალანხოეს წვენი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, რადგან მას, სამკურნალოს გარდა, გამაახალგაზრდავებელი თვისებებიც აქვს.


სამკურნალო წვენის მომზადების წესი


კალანხოეს წვენის მოსამზადებლად, საჭიროა მისი ფოთლები. მაგრამ, მხოლოდ ზრდასრული მცენარის გამოყენება შეიძლება. რადგან, ახალგაზრდა მცენარის ფოთლები სასარგებლო თვისებების მქონე ნივთიერებების საკმარის კონცენტრაციას არ შეიცავს. წვენი კი, ასე მზადდება:

ფოთლების მოჭრამდე, ერთი კვირით ადრე, მცენარის მორწყვა უნდა შეწყიტოთ > მოჭერით სქელი და დაუზიანებელი ფოთლები > გარეცხეთ, გაამშრალეთ და მუქი ფერის ქაღალდში ან ქსოვილში გაახვიეთ > შეინახეთ მაცივარში ერთი კვირის მანძილზე (ტემპერატურა +5 – +8 გრადუსი უნდა იყოს, ანუ საყინულედან ყველაზე მოშორებით მდებარე თაროზე). ეს იმისთვის არის საჭირო, რომ სიცივის ზემოქმედებით და მზის სხივების არარსებობის პირობებში, ფოთლებში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფერმენტაცია მოხდეს > ფოთლები დაამტვრიეთ და ხის კოვზით დაჭყლიტეთ. როდესაც მასა ფაფისებური გახდება (ზოგი ამას ბლენდერით აკეთებს, მაგრამ რკინით დაქუცმაცება რეკომენდირებული არ არის), სტერილურ მარლაში მოათავსეთ და გაწურეთ > შედგით წვენი მაცივარში 2 დღით, რომ დაილექოს > დაწმენდილი წვენი ფრთხილად გადაასხით მუქი ფერის მინის ბოთლში და მაცივარში შეინახეთ.

ასე შენახული წვენის მოხმარების ვადა მხოლოდ 2 კვირაა. მაგრამ, სამედიცინო სპირტით განზავების შემთხვევაში, სამკურნალო თვისებებს 1 წლის მანძილზე ინარჩუნებს.

სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად, ერთ წილ მცენარის წვენს, 5 წილი, 70% სამედიცინო სპირტი უნდა დაამატოთ > ბოთლს სახურავი მჭიდროდ გაუკეთეთ და საფუძვლიანად შეანჯღრიეთ, რომ კარგად შეერიოს.

მიღებული ნაყენი მაცივარში შეინახეთ.

კალანხოეს წვენი ძალიან ძლიერი და მაღალკონცენტრირებული სამკურნალო საშუალებაა და ამიტომ მას უკუჩვენებაც გააჩნია.


უკუჩვენება


კალანხოეს გამოყენება შინაგანი მოხმარებისთვის, მხოლოდ ექიმთან კონსუტაციის შემდეგ შეიძლება!


კალანხოეს სამკურნალოდ გამოყენება არ შეიძლება, მათთვის:


* ვისაც აქვს ალერგია;

* არის ფეხმძიმედ;

* აქვს დაბალი წნევა;

* აქვს სიმსივნის დიაგნოზი;

* აწუხებს თირკმელები ან ღვიძლი.


შენიშვნა: მცენარის წვენის, სუფთა სახით გამოყენება არ შეიძლება ბავშვებისთვის. რადგან მას ცხვირის ლორწოვანი გარსი დაზიანება შეუძლია .


კალანხოეს მოვლა სახლის პირობებში


კალანხოე ჭირვეული არ არის და მისი მოვლა ძალიან მარტივია. ის კარგად გრძნობს თავს სახლის პირობებში და გამრავლების უნიკალური თვისებით ხასიათდება. ერთი მცენარიდან, საშუალოდ, 50 ახალი მცენარის მიღება შეიძლება (საუბარია კალანხოე დეგრემონზე), თითქოს ამით, ხაზგასმული მისი სასარგებლო თვისებები და მოხმარების საჭიროება.

განათება. კალანხოეს ძალიან უყვარს სინათლე და შეუძლია პირდაპირი მზის სხივების გადატანა და ასევე, კარგად ეგუება სინათლის ნაკლებობას სახლის პირობებში.

ტემპერატურის რეჟიმი. მას განსაკუთრებული რეჟიმი არ ესაჭიროება. წელიწადის თბილ სეზონზე, მცენარე კარგად გრძნობს თავს, თუ ჰაერის ტემპერატურა 20–24 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. შემოდგომაზე და ზამთარში, ტემპერატურა უფრო ნაკლები, 12–15 გრადუსი უნდა იყოს. საქმე იმაშია, რომ თუ ამ პერიოდში მცენარე სიცხეში იქნება, ყვავილის კვირტები არ ჩამოუყალიბდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი სხვა მცენარისგან განსხვავებით, მას ორპირი ქარების არ ეშინია.

ზაფხულში კარგი იქნება, მისი სუფთა ჰაერზე გატანა. მაგრამ, იმის გათვალისწინებაც აუცილებელია, რომ ნალექისგან დაცული უნდა იყოს.

მორწყვა. მცენარე სუკულენტია და მისი სქელი ფოთლები დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყალს დროზე არ დაუსხავთ, არ გახმება. გაზაფხულზე და ზაფხულში – კვირაში 1-2-ჯერ სავსებით საკმარისი იქნება. ხოლო ცივ სეზონზე – ასე ხშირად მორწყვა საჭირო არ არის. დაელოდეთ, ვიდრე გრუნტის ზედა ფენა კარგად არ გაშრება.

ტენიანობა. კალანხოეს იმ სახეობისთვის, რომელსაც ხავერდოვანი ფოთლები აქვს, წყლის მისხურება არ შეიძლება. ასევე არ უნდა მოხვდეს წყალი ფოთოლზე, მცენარის მორწყვის დრს. ხილო სახეობები, რომლებსაც პრიალა ფოთლები აქვს, პერიოდულად თბილი წყლით უნდა გაირეცხოს, მტვრისა და ჭუჭყის მოსაცილებლად.

სასუქის მიწოდება. კალანხოეს ყვავილოვან სახეობებს უფრო მეტი სასუქი ესაჭირეობა, ვიდრე ფოთლოვანებს. სასუქის მიცე საჭიროა აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე.

ყვავილოვანი სახეობებისთვის, ქოთნის ყვავილებისთვის განკუთვნილი უნივერსალური სასუქის გამოდგება და მოხმარების წესებში მითითებული დოზის 1/2 საკმარის იქნება. ხოლო, ფოთლოვანებისთვის – კაკტუსის სასუქის გამოყენება შეიძლება.

გრუნტი. მცენარე კარგად იზრდება ჩვეუებრივ სტანდარტულ გრუნზე: ქოთნის ყვავილების მიწა, ტორფი, ნეშომპალა და ქვიშა თანაბარი რაოდენობით + ქოთნის ძირში, მისი სიმაღლის 30%-ზე, წვრილი ხრეში, კარგი დრენაჟისთვის.

გადარგვა. ვიდრე მცენარე ახალგაზრდაა, გადარგვა ყოველწლიურად არის უცილებელი, ხოლო როდესაც დიდი გახდება, 2 წელიწადში ერთხელ შეიძლება მიწის გამოცვლა.

ყვავილობის თავისებურებები. ყვავილოვანი სახეობის მცენარეებს დიდი რაოდენობით სინათლე ესაჭიროებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყვავილს არ გამოიტანს. ხოლო, თუ საკმარისი რაოდენობის სინათლე ექნება, დიდი და ლამაზი ყვავილებით გაგახარებთ.

გასხვლა. პროცედურის ჩატარება მას შემდეგ შეიძლება, რაც მცენარე ყვავილობას შეწყვეტს. უნდა მოიჭრას გამხმარი ყვავილები და მცირე ზომით, ღეროები.


გამრავლების თავისებურებები


კალანხოეს გამრავლება სხვადასხვა ხერხით შეიძლება. მაგალითად, მისი გამრავლება ძალიან მარტივია «შვილებით» (ყველა სახეობის არა). მცენარეს ერთდროულად შეუძლია 50-მდე შვილი ეყოლოს. ფოთლებზე გამოსული უკვე დაფესვიანებული პატარა მცენარეები, პირდაპირ სუბსტრატში უნდა ჩაირგას.

გარდა ამისა, კალანხოეს გამრავლება შეიძლება თესლით და ფოთლის და ღეროს დაკალმვით.

კალანხოეს ძალიან პატარა ზომის თესლი აქვს და ამიტომ, გრუნტზე თესლის განაწილების შემდეგ, მიწის მიყრა არ შეიძლება. ვიდრე მცენარე კარგად არ წამოიზრდება, მორწყვის დროს, აუცილებელია პულვილიზატორის გამოყენება. კალანხოეს თესლით გამრავლების საუკეთესო დრო – იანვრიდან მარტამდე პერიოდი არის.
ყველაზე სწრაფად და უპრობლემოდ, მცენარე ფოთლის დაფესვიანებით მრავლდება. რაც შეეხება, დაფესვიანებულ შვილებს – პატარა ფესვებიან მცენარე, ნაყოფიერ მიწაში უნდა ჩაირგას, რომელშიც ცოტაოდენი ქვიშა იქნება შერეული.


image

imageimageimageimage



0
237
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0