x
მეტი
  • 10.12.2022
  • სტატია:124232
  • ვიდეო:355550
  • სურათი:496976
"ტვინი წაიღო, მოვიდა სახლში, რა მექნა" - რისთვის ჩააკითხა ია ფარულავამ გიორგი ფხაკაძეს

image


როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ფეისბუქლაივიდან ვგებულობთ მას გადაცემა "ფარული კონვერტის" წამყვანმა ია ფარულავამ ქუთაისში ჩააკითხა და პროფესორი გადაცემისთვის პირდაპირ საკუთარ სახლში ჩაწერა. ფხაკაძის თქმით, ის სტუდიებში არასდროს დადის ამიტომ გადამღები ჯგუფი დროებით ქუთაისში მყოფს სახლში თავად ეახლა. ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, "რუსთავი 2"- ის მაყურებელი გადაცემა "ფარულ კონვერტში" მის სტუმრობას ორშაბათს, 22:00 საათზე იხილავს: "ია ფარულავამ ტვინი წაიღო, ყველამ იცის რომ მე სტუდიებში არ დავდივარ და ჩემთან მოვიდა სახლში, რა უნდა მექნა, ქალი ლეგენდაა, უარი ვერ ვუთხარი. რაღაცა კონვერტიო, არ ვიცი, მე ტელევიზორს და ქართულ გადაცემებს არ ვუყურებ. მოკლედ, გამომიგზავნეს ქუთაისში "შპიონები", გადავიღეთ რაღაცები და მგონი, ორშაბათს არის გადაცემა 22:00 საათზე. იმედია, როცა საქართველოში ვიქნები, მაშინ გაუშვებენ მაგ გადაცემას", - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.




0
1543
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1543