x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
მუჰამედის კარიკატურების შემქმნელი,რომელაც მოსაკლავად დასდევდნენ, ავტოვარიაში დაიღუპა
image

შვედი კარიკატურისტი, რომელმაც წინასწარმეტყველ მუჰამედის თავი ძაღლის ტანზე მიახატა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, იუწყება BBC News ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.


ლარს ვილკსი პოლიციის თანხლებით გადაადგილდებოდა საკუთარი ავტომობილით, როდესაც ის შეეჯახა სატვირთო მანქანას სამხრეთ შვედეთში, ქალაქ მარკარუდთან ახლოს. დაიღუპა ორი პოლიციელი და დაშავდა სატვირთო მანქანის მძღოლი.


პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ მოხდა შეტაკება, მაგრამ თავიდანვე არაფერი მიანიშნებს იმას, რომ ავტოავარიის გამომწვევი სხვა, მესამე მონაწილე იყოს.



ლარს ვილკსი პოლიციის დაცვის ქვეშ ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც 2007 წელს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის გამო, ისლამის მიმდევრები სიკვდილით დაემუქრნენ. მათი აზრით, მან შეურაცხყო ბევრი მუსულმანი, რომლებიც წინასწარმეტყველის გამოსახულება მკრეხელობად ჩათვალეს.

image

კარიკატურას შვედეთის მუსულმანური ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა, ამ ფაქტს გამოეხმაურა რამდენიმე ისლამური ქვეყნის მთავრობა, მათ შორის ირანი, პაკისტანი, ავღანეთი, ეგვიპტე და იორდანია, ასევე ისლამური კონფერენციის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია. ამ უკანასკნელმა ასევე მოუწოდა შვედეთის მთავრობას მიეღო ლარს ვილკსის მიმართ "სადამსჯელო სანქციები". ამ სკანდალის შემდეგ ვილკსი იძულებული გახდა პოლიციის დაცვის ქვეშ ეცხოვრა მას შემდეგ, რაც მიიღო რამდენიმე სასიკვდილო მუქარა, მათ შორის ალ-ქაიდას ბრძანება, რომელმაც 150 000 აშშ დოლარი დააწესა მისი მკვლელობისთვის.

image

ამ კარიკატურის გამო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ფრედრიკ რეინფელდტი იძულებული გახდა შეხვედროდა 22 მუსლიმური ქვეყნის ელჩებს სიტუაციის განმუხტვის მიზნით.


ლარს ვილსკის მკვლელობის რამდენიმე მცდელობა იყო.2010 წლის მარტში FBI– მ მოახერხა მასზე დაგეგმილი მკვლელობის მცდელობის აღკვეთა. სავარაუდო ტერორისტებს შორის იყო აშშ -ს მოქალაქე კოლინ ლაროსი .

2010 წლის 11 მაისს, მუსულმანმა სტუდენტთა ჯგუფმა სცადა თავდასხმა ლარს ვილკსზე ლექციის ჩატარების დროს. ხოლო 2010 წლის 15 მაისს უცნობმა პირებმა სცადეს კარიკატურისტის სახლის დაწვა.

0
198
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0