x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134475
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
15 ვარსკვლავური წყვილი, რომლებიც ერთმანეთს ხვდებოდნენ, თქვენ კი არ იცოდით

image

მუსიკოსებს, მსახიობებს თუ სხვა ცნობილ ადამიანებს საკმაოდ უჭირთ საიდუმლოებების შენახვა, ისინი ხომ მუდამ ჟურნალისტებით და პაპარაცებით არიან გარშემორტყმულნი, პირად ცხოვრებაზე ხომ საუბარიც არაა, მათ რომანებს ხომ მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს, თუმცა, არსებობენ ისეთი წყვილებიც, რომელთა ურთიერთობის შესახებ შეიძლება არც კი გსმენიათ:

1. რაიან გოსლინგი და სანდრა ბულოკი

მსახიობებმა ერთმანეთი 2002 წელს გაიცნეს ფილმის “მკვლელობების ანგარიში"-ს გადაღებებზე და მიუხედავად იმისა, რომ სანდრა 20 წლით უფროსი იყო, მათ ორწლოიანი რომანი გააჩაღეს.image

2. ჯესიკა ბილი და კრის ევანსი

წყვილი ერთმანეთს 2001-2006 წლებში ხვდებოდა და საუბარი ქორწილზეც იყო, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ.image

3. ტომ კრუზი და შერი

ტომ კრუზი 22 წლის იყო, როდესაც მასზე 16 წლით უფროსი მომღერალი შერი გაიცნო მადონასა და შონ პენის ქორწილზე მალიბუში. ერთ-ერთ ინტერვიუში შერი გამოტყდა კიდეც, რომ მსახიობთან რომანი მისი რომანების ხუთეულში შედის.image

4. მეთ დეიმონი და ვაინონა რაიდერი

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ეს ორი ნიჭიერი მსახიობი რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს და დღესაც მეგობრობენ.image

5. სარა ჯესიკა პარკერი და რობერტ დაუნი უმცროსი

წყვილი ერთმანეთს 1984-1991 წლებში ხვდებოდა. პარკერის თქმით, ის პირველი მამაკაცი იყო, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა.image

6. ემილი ბლანტი და მაიკლ ბუბლე

ემილი უკვე 10 წელზე მეტია რაც მსახიობ ჯონ კრასინსკიზეა დაქორწინებული, მომღერალის ცოლი კი ცნობილი “მეამბოხე სულები"-ს მსახიობი ლუიზიანა ლოპილატოა, მანამდე კი რამდენიმე წელი ერთმანეთს ხვდებოდნენ.image

7. ჯარედ ლეტო და კამერონ დიასი

წყვილი ერთმანეთს 1990-იანებში ხვდებოდა და 2003 წლამდე დანიშნულებიც კი იყვნენ.image

8. ბრიტნი სპირსი და კოლინ ფარელი

90-იანები ბევრისთვის ბრიტნი სპირსის და ჯასტინ ტიმბერლეიკის რომანთან ასოცირდება ჰოლივუდში. იცოდით, რომ ბრიტნი კოლინ ფარელსაც ხვდებოდა?image

9. ელიზაბეტ ტეილორი და კოლინ ფარელი

მსახიობის კიდევ ერტი რომანი რომლის შესახებაც არ იცოდით. ფარელი მასზე 40 წლით უფროსს ელიზაბეტს ხვდებოდა.image

10. ჯულია რობერტსი და ლიამ ნილსონი

ჯულია 19 წლის იყო, როდესაც 30 წლის ნილსონით მოიხიბლა. ისინი ერთმანეთს რამდენიმე წელი ხვდებოდნენimage

11. ლივ ტაილერი და ხოაკინ ფენიქსი

ცოტამ თუ იცის, რომ ეს ორი ნიჭიერ მსახიობი ერთ დროს რომანტიულ ურთიერთობაში იყო.image

12. მადონა და მაიკლ ჯეკსონი

ამ ორ ლეგენდარულ მუსიკოსს ერთმანეთთან მხოლოდ მუსიკა არ აკავშირებდა. ჯეკსონმა ინტერვიუში ისიც კი თქვა, რომ მადონა მასზე შეყვარებული იყო.image

13. ნიკოლ კიდმანი და ლენი კრავიცი

ეს მოულოდნელი წყვილი 2003 წელს დანიშნულიც კი იყო, მაგრამ მათი ურთიერთობა ამას ვერ გასცდა. დაშორების მიუხედავად ისინი დღესაც მეგობრობენ.image

14. მაკოლეი კალკინი და მილა კუნისი

წყვილი ერთმანეთს მთელი 8 წელი ხვდებოდა, კუნისთან დაშორების შემდეგ დაეწყო კალკინს დეპრესია და ალკოჰოლს მიეძალა.image

15. ვუპი გოლდბერგი და ტედ დენსონი

ცოლიანმა დენსონმა რომანი გააბა ცნობილ კომიკოსთან და მსახიობთან ვუპი გოლდბერგთან. საბოლოოდ, მისი ქორწინება დაინგრა და არც მათლა რომანმა გასტანა დიდხანს.
image



0
391
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0