x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ბუნებრიობა და სექსუალობა: თავისუფალი ქალი, რომელსაც არაფრის ეშინია

image



ლეგენდად წოდებული ცნობილი შვეიცარიელი ფოტოხელოვანი ჰანს ოირერი თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფოტოგრაფად ითვლება, რომელსაც ყველა აღმერთებს და ეთაყვანება. მას ედრებიან, ახალგაზრდა ფოტოგრაფები კი მის კოპირებას ცდილობენ. ფოირერი ერთ - ერთია, რომელიც საკუთარ ნამუშევრებში მხოლოდ ბუნებრივ შუქს იყენებს. ის ცდილობს გადმოსცეს ქალის ბუნებრიობა და სენსუალობა, რომელიც თითოეულში იმალება.


image


მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ - ერთ ყველაზე ცნობილ მოდის ფოტოგრაფს უმუშავია ისეთი გავლენიანი გამოცემებისთვის როგორებიცაა - "Vogue", "Another", "GQ", "Elle", "Numero", "Stern" და მრავალი სხვა, თუმცა დიდ წარმატებას მან მაინც სარეკლამო ფოტოგრაფიაში მიაღწია. 1983 წელს, "Kenzo"-თვის გადაღებული იმანის ფოტოები, მომავალი თაობისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოდაც კი იქცა.


image


აღიარებული კლასიკოსი, ჰანს ოირერი შვეიცარიაში, 1939 წელს დაიბადა. ხელოვნებას ის სამშობლოში დაეუფლა, რის შემდეგაც ლონდონის რამდენიმე სარეკლამო სააგენტოში მხატვარ - გრაფიკოსად, ილუსტრატორად და არტ-დირექტორად მუშაობდა. სწორედ ამ გამოცდილებამ იქონია გავლენა მის ასეთ სახასიათო და გამორჩეულ სტილზე.


image


ოირერის აზრით, მოდა ქალს საშუალებას აძლევს მოირგოს მრავალი როლი, იმის გათვალისწინებით თუ რა აცვია მოცემულ მომენტში. "ჩემს ნამუშევრებში მინდა ვაჩვენო თავისუფალი ქალი, რომელსაც არაფრის ეშინია" - ამბობს ფოტოგრაფი თავის ერთ - ერთ ინტერვიუში. გთავაზობთ კლასიკოსი ხელოვანის გამორჩეულ ფოტონამუშევრებს, რომლებიც ჰანს ოირერმა ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გადაიღო.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage











0
923
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
923