x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გარემოვაჭრე ქალები პანდემიის პირისპირ საქრთველოში
კანადური ფემინისტური გამოცემა “ქალების ჟურნალი“ (gazette des femmes) სტატიას უძღვნის გარემოვაჭრე ქალების პრობლემებს საქართველოში პანდემიის პირობებში . სტატია 2020 წლის ივნისის ნომერში გამოქვეყნდა . სტატიის და ფოტოს ავტორი : კლემან ჟირარდო. image


ფემინიზებული არაფორმალური ეკონომიკა

საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომელიც დაახლოებით ერთ მილიონ მცხოვრებს მოიცავს, მიწისქვეშა გადასასვლელებში უამრავი ქალი თავს ვაჭრობით ირჩენს. პანდემიამ მათი ისედაც მძიმე ყოფიერება კიდევ უფრო დაამძიმა. ოდესღაც ლენინის მოედნის სახელით ცნობილი თავისუფლების მოედანი თბილისის გულია, რომლის ცენტრშიც გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგის მოოქროვილი ძეგლი დგას. საქართველოს თავისუფლების ეს სიმბოლო აღმართულია ნეო -კლასიკური სტილის შენობებს შორის არის აღმართული, რომლისკენაც დიდ მიწისქვეშა გადასასვლელს მივყავართ.


“რაც პანდემია დაიწყო, არამხოლოდ ტურისტები გაიშვიათდნენ, არამედ ქართველებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გამო თებერვლის დასაწყისადმე “- ამბობს 64 წლის ნაილი.


2020 წელს საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, ვიზიტორთა რიცხვის 80 % იანი კლება დაფიქსირდა.

შეჩერებული მიწისქვეშა ქალაქი

პატარა ხის სკამზე ჩამომჯდარი ნაილი აქა-იქ მოსიარულე კლიენტების მოლოდინში ახალ ამბებს უსმენს . მისი მცირე ტიპის მინის ჯიხურში სათამაშოები, სუვენიერბი, სნეკები და სასმელები იყიდება . იგი იმ კიბის საფეხურებთანაა, რომელსაც რუსთაველის პრესტიჟულ ქუჩაზე გავყვართ. ზოგადად, ეს ხალხმრავალი ადგილია.

ეს მინიატურული სავაჭრო სივრცეები თბილისის თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში გვხვდება. ისინი სხვადასხვა სახის პროდუქტს ყიდიან : ტანსაცმელს, კვების პროდუქტებს და მრავალნაირ აქსესუარებს . აქვეა სილამაზის სალონები, მობილური ტელეფონების შემკეთებელი ჯიხურები, საკანცელარიო მომსახურება თუ საპირფარეშოები. საბჭოთა პერიოდის მიწისვეშა გადასავლელები ქვეითად მოსიარულეებს საშუალებას აძლევს გადაკვეთონ ქალაქის დიდი მოედნები თუ ცენტრალური ქუჩები და მოხვდნენ მეტროსადგურებში . მიწისქვეშა ქალაქების ცხოვრების ტემპი მას შემდეგ შეჩრდა, რაც მთავრობამ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები დაააწესა სავაჭრო საქმიანობაზე 2020წლის გაზაფხულზე .


კარანტინის დროს სულ მცირე, ქირის გადასახადისგან მაინც ვიყავით გათავისუფლებული . გახსნის შემდეგ კიდევ უფრო მეტად მიჭირს ქირის გადახდა “ -აგრძელებს ნაილი მის ისტორიას . როგორც სხვა ბევრი ადამიანი, ისიც არ წყვეტს თავისი პროფესიული საქმიანობას, რათა დააბალანსოს ის მიზერული პენსია, რომელსაც სახელმწიფო უხდის 240 დან 270 ლარამდე ( 90-115 დოლარის ეკვივალენტი ) მიწის ქვეშ თუ მის ზემოთ, გარევაჭრობები ქალქის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. აქ დიდი ქსელური სუპერმარკეტები ჯერ ისევ ახალ მოვლენად ითვლება .

“ეს სექტორი, რომელიც მკვეთრად არაფორმალური ეკონომიკის ხასიათს ატარებს, საგრძნობლად ფემინიზებულია. მცირე ვაჭრობების როლი განსაკუთრებით გაიზარდა გასული საუკუნის 90- იან წლებში და გადარჩენის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიად იქცა საბჭოთა სისტემის რღვევასთან ერთად . ქალებმა კაცებზე სწრაფად დაიწყეს სოციალური სისტემის მოშლის შემჩნევა და მცირე სამუშაოების მოპოვება .“ -ამბობს მარუსა ფერი, ფრანგი ანთროპოლოგი, რომელმაც მისი სადოქტორო თეზა პოსტსაბჭოთა საქართველოში ოჯახურ და სოციოეკონომიკურ რეკომპოზიციებს მიუძღვნა. იდეა, რომ საკუთარ ბიზნესს მიჰყონ ხელი, ჯერ ისევ ხშირია საქართველოში ეკონომიკურად ჩიხში მყოფ ქალებში, რადგან გადასახადები მცირეა და საშუალებას იძლევა საკუთარი საქმე იქონიონ“

გაუსაძლისი სამუშაო პირობები

სიძველე, ცუდი განათება, გათბობის და ვენტილაციის სისტემის არარსებობა, მიწისქვეშა გადასავლელებში ხშირად გაუსაძლისი სამუშაო პიროებებია . “ჰაერი ხშირად დაბინძურებულია, მაგრამ ვეჩვევით “-აღნიშანვს დიან ტოროსიანი. 38 წლის ქალის სილამაზის სალონი იმ მიწისქვეშა გადასავლელშია, რომელიც მეტრო ვარკეთილამდე მიდის, უზარმაზარ მეტროსადგურამდე, რომელიც მთელ გარეუბანს ემსახურება. სადგური საბჭოთა ეპოქის მიწურულს არის აშენებული.

სილამაზის და თმის შეჭრის სალონები მეორე კარანტინის დროს ხელისუფლებამ ვაჭრობის სფეროს ძირითად კონტრიბუტორებად ჩათვალა და აღარ დაუხურავს.

“ამის მიუხედავად ალბათ ჩემი კლიენტების 50% მაინც დავკარგე, რაც ტრანსპორტის შეზღუდვას და პანდემიის გამო გარეთ გასვლის შიშს უკავშირდება“ -როგორც უამრავი თვითდასაქმებული, ისიც მთელი კვირა, შესვენების გარეშე მუშაობს და თავს შვებულების უფლებას მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ათი დღით აძლევს.

“ მეც ყოველდღე ვმუშაობ, მაგრამ აქ მე ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ვარ, რადგან ფიქსირებულ ხელფასს მიხდიან . ლოკდაუნის დროს 450 ლარის გამომუშავება შევძელი . (170 დოლარის ეკვივალენტი ) ჩვეულბრივ პირობებში, მე 5% სარგებელი მეკუთვნის გაყიდულ ერთეულზე.“- ამბობს მაია ხუროშვილი, 33 წლის, პატარა ჯიხურის მართლმადიდებლური ხატების გამყიდველი, რომელიც საეკლესიო პირებს ეკუთვნით.

მეტროს მიწისქვეშა გადასასვლელში სხვა სალონებიც არის . “ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ჩვეულებრივ ყოველთვიური გამომუშავება 600 დან 800 ლარს შეადგენს . (230-305$) . -ამბობს დიან ტოროსიანი. რაღა თქმა უნდა, პანდემიის შემდეგ, ამ ციფრმა დაიწია


არასაკმარისი ღონისძიებები .

პანდემიის შედეგების შესამცირებლად ხელისუფლებამ მოსახლეობის კომუნალური გადასახადები დაფარა და მცირე სოციალური დახმარებები დაუნიშნა განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს.

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის დაზღვევა არ არსებობს, სამსახურების გარეშე დარჩენილებმა მიიღეს უმუშევრობის ფულადი კომპენსცია 1200 ლარის ოდენობით წელიწადში (რაც 460 დოლარს უდრის ) რაც შეეხებათ მეწარმეებსა და თვითდასაქმებულებს, მათ მხოლოდ 300 ლარის მიღება შეძლეს, რაც 115 დოლარს უდრის. კრიზისის შედეგებთან შედარებით, ისედაც მწირი თანხებით ყველა დაზარალებულმა მაინც ვერ შეძლო სარგებლობა .

არაფორმალური სექტორის არერთმა დასაქმებულმა ნამდვილ სოციალურ წნეხში გაიარა : “ მე არანაირი სოციალური დახმარება არ მიმიღია, რადგან ჩემი ჯიხური ჩემი შვილის სახელზეა რეგისტრირებული, ის კი სტუდენტია და სუპერმარკეტში მუშაობს“ -ამბობს ცისნამი ჩაკვეტაძე, რომლის მეუღლე და ორი შვილიც უმუშევრები არიან.


სადგურის მთავარ მოედანზე, 4 9 წლის ქალი ერთ ჯიხურს იკავებს და თეთრეულს და ტანსაცმელს ყიდის ტროტუარზე, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწისქვეშა ბაზრის შესასვლელეთან. ერთი წვალებასთანაა დაკავშირებული იქ გავლა, ეს ადგილი იმდენად ვიწროა, რომ კლიენტები ზოგჯერ ერთამანეთს ეჯახებიან . სიმჭიდროვის შიშით მთავრობამ კიდევ რამდენიმე კვირით გადაავადა მათი გახსნა.


ყოველთვიური 200 თუ 300 ლარის შემოსავლით და მისი შვილის 400 ლარიანი ანაზღაურებით, , ცისმარას და მის გოგონას პანდემიამდეც ბერვი პრობლემა ჰქონდათ .

“ვფიქრობდი, იტალიაში წავიდოდი, რათა ჩემს შვილებს დავხმარებოდი, თუმცა პანდემიამ ეს პროექტიც სამომავლოდ გადასწია“

“მცირე მეწარმეობასა და ემიგრაციის ალტერნატივებს ხშირად ვაკვირდებით, ძალიან ხშირად ისინი ვალებში ცვივიან, რაც დაკავშირებულია მეწარმეობის წამოწყებასთან ან ემიგრაციაში წასვლასთან“ . -მარუსია ფერი, - მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წარმატებული ისრტორიის შესახებ ვრცელდება მითები, ისეთი წარმატებული გამოცდილება, რომ გაჭირვებას რეალურად დააღწიოს თავი ადამიანმა, მაინც ძალიან იშვიათია“


“სიტუაცია მაინც ძალიან ცუდია “ მეტად პესიმისტურია მეორე გამყიდველიც, რომელიც ასევე ტანსაცმელს ყიდის და ოდნავ მოშორებით აქვს ბუტიკი იმავე ტროტუარზე

“ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია, რადგან ბავშვები შინ რჩებიან. სკოლა დახურულია. ასევე ფინანსურადაც, რადგან ფასი იმ პროდუქციაზე რომელიც იმპორტირებულია და, რომელსაც ბითუმად ვყიდულობთ, მომატებულია . ამის მიზეზი ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურებაა “ -აბობს ლალი კარტოზია . 42 წლის

გოგი, მისი მეუღლე, რკინის შემდუღებელი, ეთანხმება, რომ მანაც ვერ ნახა მისი პროფესიით სამსახური . ქალებთან შედარებით ნაკლებად, თუმცა მიგრაციაში კაცებიც მიდიან, რათა ოჯახს შემოსავლები გაუჩინონ. საბერძნეთში ხანმოკლე ცხოვრების შემდეგ, ის იმედოვნებს, რომ ისევ შეძლებს წასვლას რამდენიმე თვით ევროპულ ქვეყანაში, რათა გამოიმუშაოს ოჯახის ყოველდღიური ყოფის გასაუმჯობესებლად აუცილებელი ცოტაოდენი თანხა.


0
103
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0