x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
9 პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ მიირთვათ ღამით და არ გასუქდეთ
ყველასთვის კარგად ნაცნობი ფრაზაა - "ექვის საათის შემდეგ არ ჭამო!" თუმცა, არაფრით არ შეიძლება სხეული ამდენხანს დატოვო მშიერი, ძილამდე ადრე, სულ ცოტა 1-2 საათით ადრე აღარ უნდა მიირთვათ, მაგრამ დიდიხნით მშიერი დარჩენა, დანაშაულია. არადა, რამდენს გინდებათ ძილის წინ რაღაცის მირთმევა? ბევრი დიეტოლოგის რჩევით, ძილის წინ სრულიად უსაფრთხოა და არ არის მავნე გარკვეული სასუსნავის მიღება. თუმცა, ყველაფრის მირთმევა ნამდვილად არ შეიძლება, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ ღამით ძილამდე, რომ არ გვავნოს და არ გავსუქდეთ.



image



დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ 9 პროდუქტს, რომლებიც შეგიძლიათ ძილამდე მიირთვათ და ამით არ ავნოთ ჯანმრთელობას და ფიგურას.



9 პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ მიირთვათ ღამით და არ გასუქდეთ





1. შავი შოკოლადი. image
როგორც წესი, ჩვეულებრივი რძიანი შოკოლადი, ან დანამატიანი, სადაც ბევრი თხილეულია, სასარგებლო სულაც არ არის და თან მათთვის, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, მტერია. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით შავ შოკოლადზე. გარდა იმისა, რომ არ ასუქებს, მისი მირთმევა სასრგებლოც არის. ის მდიდარია მრავალი სასარგებლო ანტიოქსიდანტით, რომლებიც ხელს უწყობენ არტერიული წნევის დაწევას და ებრძვიან ყველანაირ ანთებას. ასევე, ის ამაღლებს ჩვენს განწყობას მასში დიდი რაოდენობით შემავალი სეროტონინის გამო, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც "ბედნიერების ჰორმონი".







2. ფისტა. image
ფისტა საოცრად სასარგებლოა. შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ვიტამინი B6, ფოლიუმის მჟავა, თიამინი და ბიოტინი. ასევე მდიდარია უჯერი ცხიმებით და შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს, რაც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მაგრამ, საღამოს საჭმლისთვის უმჯობესია აირჩიოთ ფისტა მარილის გარეშე.






3. სუპი. image
გაგიკვირდებათ ალბათ, რადგან ამ სიაში წვნიანი მოხდვა, მაგრამ ასეა. ის სასარგებლოა და ხელს უწყობს ჩვენს დამშვიდებას. ძილის წინ ბოსტნეულის ან ქათმის თბილი წვნიანი სასარგებლოა, მაგრამ ოსპის, ბარდის და ლობიოს წვნიანს მოერიდეთ, რადგან ისინი მძიმეა, ძნელად მოსანელებელი და თქვენს ღამეს ჯოჯოხეთად აქცევს.






4. გოგრის თესლი. image
გოგრის თესლი შესანიშნავი პროდუქტია ღამე მისართმევად. ერთის მხრივ, ის კარგად უმკლავდება შიმშილს და მეორე, მშვენივრად გვეხმარება მოდუნებასა და დაძინებაში, რადგან შეიცავს მაგნიუმს და მაგნიუმს, სწორედ რომ დამამშვიდებელი და მოსადუნებელი ეფექტი აქვს, რაც ხელს უწყობს ღრმა და მშვიდ ძილს.






5. თბილი რძე თაფლით. image
ძილის წინ თაფლიანი თბილი რძე რეკომენდებულია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებთ, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ მისი დამამშვიდებელი მოქმედება, ჩვენი აღქმის შედეგია. თუმცა, ფაქტია, რომ ის შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც წარმოქმნიან სეროტონინს, რომელიც ცნობილია როგორც სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ -ერთი მთავარი დამხმარე.






6. მოცვი. image
ამ კენკრის საკვები ნივთიერებები აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და მთლიან ჯანმრთელობას. გარდა ამისა, მოცვი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და არის შესანიშნავი დესერტი. სასარგებლოა როგორც ახალი, ასევე გაყინული კენკრა.






7. ბრინჯი. image
ცოტა ხნის წინ PLoS One -ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბრინჯი ძალზედ სასარგებლო პროდუქტია, როგორც დიეტაში, ასევე ძილის წინ, როგორც დამამშვიდებელი. კვლევებში მონაწილე ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდა და ვინც დიეტაში ჩართეს ბრინჯი, მათი უძილობის მაჩვენებელი 46%-მდე დაეცა. ბრინჯის ეს საოცარი თვისება განპირობებულია მისი მაღალი გლიკემიური ინდექსით (GI). ეს საკვები აჩქარებს ტრიპტოფანისა და მელატონინის გამომუშავებას, რომლებიც პასუხს აგებენ ხარისხიან ძილზე.






8. ნუში. image
მიიჩნევა, რომ ცხიმის მაღალი შემცველობის გამო თხილეული დიეტის დროს რაციონში არ გამოიყენება. მაგრამ American Journal of Clinical Nutrition– ის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებმა, ვინც 18 თვის განმავლობაში მიირთმევდნენ ნუშს, იგივე წონა დაკარგეს (დაიკლეს წონაში), რაც იმ ადამიანებმა, რომლებმაც დიეტის დროს რაციონიდან ნუში ამოიღეს. ნუში არეგულირებს ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის დონეს, რომლებიც გულ -სისხლძარღვთა დაავადებების რისკის მთავარ წყაროდ ითვლება. ხოლო დიდი რაოდენობით მაგნიუმი, რომელიც არის ნუშის შემადგენლობაში, ხდის ამ თხილს შესანიშნავ ასისტენტად უძილობის წინააღმდეგ ბრძოლაში.






9. იმბირის ჩაი. image
გაგიკვირდებათ და ზოგჯერ ჩვენი ორგანიზმის მიერ შემშილის განგაში მცდარია, რადგან არის შემთხვევები რომ გვწყურია და არა გვშია. მაგრამ, არ არის აუცილებელი რამდენიმე ჭიქა წლის დალევა ამ დროს, თუ არ გვწყურია. შეგვიძლია წყალი ჩავანცვლოდ იმბირის (ჯანჯაფილი) ჩაით. მოგეხსენებათ, ჩაი შეიცავს კოფეინს, რომელიც ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, იმბირი (ჯანჯაფილი) კი ანადგურებს მას და ეხმარება ორგანიზმს სწრაფად დაიძინოს.





იხილეთ აგრეთვე:



პროდუქტები, რომლებსაც არასწორად ვინახავთimage



0
101
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0