x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მეგობრებმა დაკრძალვის ცერემონიალი მოუწყვეს ძმაკაცს,რადგან გოგო გაიცნო და დაიკარგა
imageრა არის სიკვდილი? თქვენ შეგიძლიათ საათობით ისაუბროთ ამაზე, მაგრამ ლონდონელმა ბიჭებმა თავად განაზღვრეს: ეს(სიკვდილი) მაშინ დგება, როდესაც შენ გყავს ძმაკაცი, მაგრამ ვეღარ ნახულობ რადგან მან გაიცნო გოგონა და ძმაკაცები საერთოდ დაივიწყა. მათ მისი დაკრძალვაც კი მოაწყვეს.



ბრიტანელი მეგობრები ცოტა ხნის წინ საშინელი დილემის წინაშე დადგნენ. ისინი უნდა გამოემშვიდობონ ერთ -ერთ მათგანს, რადგან ყველას უკვე დავიწყებული ჰყავდა. ბოლოს როდის ნახეს მეგობარი ელის რასელი აღარც ახსოვთ. არა და ახალგაზრდა კაცი არ მოკვდარა ... მან გაიცნო გოგონა და ის უბრალოდ შეყვარებულია. მაგრამ მისი მეგობრებისთის ეს თავის გამართლებად არ გამოდგება: მათი აზრით, ის, რაც მან მათ გააკეთა, ნამდვილ სიკვდილზე უარესია.


" ადრე ჩვენ გვყავდა კარგი მეგობარი ელის რასელი, რომელსაც ყოველდღე ვხვდებოდით. ​​ახლახანს მას გააჩაღა რომანი ... ახლა კი ის მხოლოდ ინტენრეტით თუ გვიკავშირდება, რათა უფრო მეტი დრო გაატაროს მასთან და კატასთან ... უბრალოდ ეს მიუღებელია ბიჭებში"- ალედ ჯენკინსი.

image


ბიჭებმა გადაწყვიტეს ელისის დაკრძალვა, როგორც მათ მეგობარს შეეფერება, ცერემონიისთვის სერიოზულად მომეზადნენ.

ბიჭებმა ჩაიცვეს საუკეთესო კოსტიუმები, დაემშვიდობნენ მეგობარს თავიანთი უნივერსიტეტის კამპუსის კედლებთან, შემდეგ კი წავიდნენ"სასაფლაოზე", ერთ-ერთი ახლობლის უკანა ეზოში.

მეგობრები დამწუხრებულები დადგნენ "კუბოსთან" -საიდანღაც ძველი ვიწრო კარადაა მოათრიეს, რომელზეც ეწერა: "განისვენე მშვიდად, ელის. 1994–2021".

image

"მივმართავ ჩემს ძვირფას მეგობარს. შენს დაკრძალვაზე ორღანზე დაკვრა თითქმის ყველაზე რთული რამ იყო ჩემს ცხოვრებაში. ჭიქების გადატრიალება შემდეგ აღარ არის ასე სახალისო შენს გარეშე. დაბრუნდი სანამ გვიან არ არის"-ჯეკ ნაითი


თავად ელისი, რა თქმა უნდა საკუთარ დაკრძალვაზე არ იყო. თუმცა, Ladbible- ის ჟურნალისტებმა მოახერხეს "მასთან საიქიოში" დაკავშირება. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი და მისი ახალი შეყვარებული მეგობრების ჟესტით იყო აღფრთოვანებული დრჩნენ. თუმცა, რასელმა სთხოვა მის ძმაკაცებს "ძალიან ნუ მოიწყინენ".


"ძალიან არ მოიწყინოთ ბიჭებო ჩემზე. სანამ თქვენთან არ ვარ, იგრიალეთ რაც შეიძლება ბევრი"-ელის რასელი

0
311
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0