x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ყველაზე შემზარავი და საშინელი რიტუალები

image

იცით, იმ სასტიკი რიტუალების შესახებ, რომლებიც დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ტარდება? რა სისწრაფითაც არ უნდა ვითარდებოდეს მეცნიერება და ტექნოლოგია, შემზარავი რიტუალები არსებობას კვლავაც განაგრძობს, რის გამოც ადამიანები როგორც საკუთარ თავს, ასევე ახლობლებსაც ენითაღუწერელ ფიზიკურ ტკივილს აყენებენ და ასახიჩრებენ. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით მსოფლიოს იმ ყველაზე საშინელი და თავზარდამცემი რიტუალების შესახებ, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ.





ვეგეტარიანული ფესტივალი ფხუკეტში


image


ერთი შეხედვით, ცხოველების მხარდამჭერ ფესტივალ, ბოსტნეულთან საერთო არაფერი აქვს. ფესტივალის ფარგლებში ადამიანები 9 დღის განმავლობაში ხორცის მიღებისგან თავს იკავებენ. ფიქრობთ რომ აქ თავზარდამცემი, არც არაფერია? დიახ, თუ არ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მონაწილეები ცხოველებისადმი პატივისცემის ნიშნად ლოყებს ბასრი საგნებით იხვრეტენ.




ახალშობილების მაღალი შენობიდან გადმოყრა


image


ინდოეთში 700 წლის განმავლობაში ახალშობილებს სახლების სახურავებიდან ყრიდნენ, რაც იმით აიხსნებოდა რომ დაცემის შემდეგ ისინი უფრო ჯანმრთელები და ამტანები იქნებოდნენ. მართალია, ეს პრაქტიკა ახლა უკვე უკანონოდ ითვლება, თუმცა ზოგი მშობელი ჩვილების მაღალი სართულიდან გადმოყრას კვლავაც აგრძელებს.




თავის დაწვა


image


ტიბეტელი ბერები უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თავს იწვავენ.





ჰინო მაცური


image

ფესტივალი, რომელიც იაპონიაში მოსახლეობის შობადობის გაზრდას ისახავს მიზნად, ტაგატას ტაძარში, 15 მარტს სრულდება. ამ დღეს საზეიმო ვითარებაში კაცები და ქალები ქუჩაში ფალოსის ფორმის საგნებით გამოდიან. ითვლება, რომ აღნიშნულ მსვლელობაში მონაწილეობის შემდეგ ქალები გაცილებით უფრო ადვილად ორსულდებიან.




ენდოკანიბალიზმი


image


მრავალი წლის განმავლობაში პაპუა - ახალ გვინეაში ადამიანები თავიანთ გარდაცვლილ ნათესავებს ჭამდნენ.





გარდაცვლილთან ერთად ცხოვრება


image


ინდონეზიაში, ტორაჯანის ხალხი თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებს არა თუ არ კრძალავს, არამედ მათ გვერდით, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ინდონეზიელები გარდაცვლილთა სხეულს ფორმალინით ამუშავებენ, რათა გვამი არ გაიხრწნას.




თვითგვემა


image


აშურას სისხლიან დღესასწაულზე, როდესაც შიიტები მარხულობენ თვითგვემის აქტს აღასრულებენ. ამ გზით ისინი იმამ ჰუსეინის მიმართ მწუხარებას გამოხატავენ. ზოგიერთი მუსლიმი თვით დაზიანებისთვის მათრახს, ზოგი ჯაჭვს, ზოგიც კი, ხმალს იყენებს.





0
356
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
356