x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"ქოც @უკნები ფულს არიგებენ! 100 ლარზე გაყიდულო მე@ავებო!" - რა ფოტოს ავრცელებს მეგი გოცირიძე

image

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მეგი გოცირიძე 2 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნების მთელი რიგი კანონდარღვევებით ჩატარების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ქართული ოცნების" კოორდინატორი ქალების იმ ფოტოს აზიარებს, სადაც მისივე თქმით, ისინი მოსყიდულ ამომრჩევლებს 100 ლარს ურიგებენ: "ამათმა როგორ უნდა გადაგვიწყვიტონ ჩვენი შვილების მომავალი?! ღმერთო ჩემო, როგორი მახინჯები და სულიერად გახრწნილები არიან ეს ქუჩის ქალი კოორდინატორები, რომლებიც თელავის საარჩევნო უბნებს შეესიევნენ ფაროსანასავით. ხფთუ, თქვე სამშობლოს მტრებო, 100 ლარზე გაყიდულო მეძავებო! სამგორში, მე-40 საარჩევნო უბანს, რომ ჩასცდებით 50 მეტრით, სავსეა ქოცქალა კოორდინატორებითა და ჩაცუცქულებით, რომლებიც ფულს არიგებენ! ხონის #26 უბანზე ქოც ძუკნები შემსვლელებს აღრიცხავენ და გამოსულებს ფულს ურიგებენ! ჩვენს ხატიას უბნებს, სადაც ვიგებდით მუდმივად, შუქი გამოურთეს, რომ ჩაყარონ ამ გარეწრებმა! წინა გაყალბებული არჩევნების არცერთი გამყალბებელი კომისიის წევრი და თავმჯდომარე, რომ არ დაისაჯა, ამიტიმ ბედავენ დღესაც ამდენს და ახსოვდეთ, ჩვენი ხმების შერევა არც იფიქრონ ოცნების ხმებში, თორემ არცერთი არ დარჩება დაუსჯელი, თან ახსოვდეთ, რომ რიგგარეშე ყველა ვარიანტში იქნება და სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს უკლებლივ ყველა გამყალბებელი, სისხლის სამართლის დამნაშავე! დღევანდელ მოცემულობაში, ვინც 41 შემოხაზა ნებისმიერი მოტივაციით, მათი ერთი ნაწილი უბრალოდ გარეწარია, რომელიც ჩვენი შვილების ბედით ბედავს მანიპულირებას, მეორე ნაწილი უბრალოდ ავადმყოფია და იძულებით მკურნალობაზეა გადასაყვანი. პირველი რაუნდი დღეს უნდა მოვიგოთ და ხვალიდან მეორე რაუნდის მოგებაზე უნდა გადავერთოდ, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მეორე დღე იქნება ხვალ და იმედია, რამდენიმე დღეში საკუთარ ვენახში, ჩვენთან ერთად დალევს გამარჯვების სადღეგრძელოს, შუქს ავანთებთ ჩვენს გულამოგლეჯილ სამშობლოში და ჩვენი შვილების მომავლის გზას გავანათებთ! #თავისუფლებამიშას" - წერს მეგი გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ხონის #26 უბანზე მობილიზებულ მმართველი გუნდის მხარდამჭერი ქალი კოორდინატორების ფოტოს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ ცესკოს მონაცემებით, ამ ეტაპისთვის 3 743 უბნიდან დათვლილია 3 183, ანუ 85, 04% -ი. დღეისათვის "ქართულ ოცნებას" - 47, 6 % -ი, "ნაციონალურ მოძრაობას" - 30, 51%, გახარიას პარტიას კი - 7, 62% -ი აქვს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემების მიხედვით, 5 თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – მეორე ტურები გაიმართება. მათგან სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში – პირველ ადგილზე ოპოზიციის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები არიან. როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.





0
215
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
215