x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვაღიარებ: არ ველოდი ყოფილი პრეზიდენტი არჩევნებამდე თუ გაბედავდა საქართველოში დაბრუნებას

image გუშინ ძალიან გამაოცა ყოფილმა პრეზიდენტმა, კაცი რომელიც დიდად არასდროს გამოირჩეოდა ვაჟკაცობით "ვა ბანკზე" წავიდა და არჩევნებამდე დაბრუნდა საქართველოში, ეს მაშინ როცა მას უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ ჰქონდა გარდა ერთისა-ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა.
მართალია მას ევროპარლამენტარმაც ურჩია საქართველოში საკმაოდ დაძაბულ ფონზე არ ჩამოსულიყო, მაგრამ მას ყოფილმა პრეზიდენტმა მას საკმაოდ მკვახედ და მკვეთრად უპასუხა, მისი თქმით მას უფლება აქვს სამშობლოში ნებისმიერ დროს დაბრუნდეს მით უფრო მას შემდეგ როცა ამ ქვეყანაში (საქართველოში) ამხელა რეფორმები ჩაატარა და სახელმწიფო სახელმწიფოს დაამსგავსა.
მიშას საქციელი განხილვის საგანია, ეს პროვოკაციაა თუ საკუთარი მხარდამჭერებისათვის დროულად გამოცხადებული თანადგომა ამ ფორმით, ცხადი ერთია სამწუხაროდ სახელისუფლო გუნდის საქციელი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.
მესმის როცა სპეცოპერაციას ამზადებს შენი ქვეყნის სპეცსამსახურები ბევრ რამეზე თვალი უნდა დახუჭო და თავიც მოიყრუო, მაგრამ გამოხვიდე და საზოგადოება მოატყუო ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში კი არა უკრაინაშია, თან ზე ცნობილ კურორტზე და იქ ისვენებსო!-რაღაც ვერ ჯდება სახელმწიფოებრივ აზროვნებაში.
აჭარის ავტონომიის ახალგაზრდა ხელმძღვანელს როგორც აღმოჩნდა სულაც არ ჰქონდა საქმე სასაცილოდ, როცა გოდერძის უღელტეხილზე მიშას აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაურის ვარშალომიძის ქეიფზე ხუმრობდა.
ცალკე თემაა თუ როგორ შემოვიდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში, რასთან გვაქვს საქმე?
სასაზღვრო უწყებაში მომუშავე, ყოფილი პრეზიდენტისადმი ლოიალურად განწყობილი თანამშრომლების დახმარებით მოხდა მისი შემოყვანა ქვეყანაში თუ ბევრად უფრო მარტივი ხერხით (ასეთი ხერხი ბლომადაა და მათ ჩამოთვლას აზრი არა აქვს) დაბრუნდა სამშობლოში-ეს კითხვა უნდა აწუხებდეს დღეს წესით.
სადაც ასეთი ცნობილი და ძებნილი პირი შემოდის ქვეყანაში უპრობლემოდ, იქ ტერორისტსაც თავისუფლად შეუძლია შემოვიდეს რაც ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს.
არ ვიცი როგორი იქნება არჩევნების შედეგები, მაგრამ ვფიქრობ მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას რომელიმე პარტიამ მოიგოს დიდი უპირატესობით, რაც თავის მხრივ კარგია.
კოალიციური მთავრობა საკმაოდ აპრობირებულია მსოფლიოში და პოზიცია-ოპოზიციური სპექტრით გაჯერებული მთავრობა იქნება იმის გარანტი, რომ მთავრობამ გამართულად იმუშაოს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, იმედია ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება და სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივა საზოგადოება.

p.s
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე უარი განაცხადა.

0
171
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
171