x
მეტი
  • 27.01.2022
  • სტატია:116452
  • ვიდეო:353140
  • სურათი:490308
სანდრა რულოვსმა სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა

imageსაქართველოს ექს-პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, მიხეილ სააკაშვილის ცოლმა სანდრა რულოვსმა თვითმკვლელობა სცადა, მას შემდეგ, როდესაც გაიგო მისი ქმრის და ლიზა იასკოს შესახებ, რომლებიც ახალი ოჯახის შექმნას აპირებენ.ინფორმაციას ამის შესახებ "მარშალპრესი" ავრცელებს.


სანდრას გარემოცვიდან სანდო წყაროს ინფორმაციით ყოფილამ პირველმა ლედიმ თავზარდამცემი ამბის გაგების შემდეგ დიდი რაოდენობით წნევის დამწევი მედიკამენტები მიიღო.

მანამადე კი სანდრა რულოვსმა ქმრის შესახებ სიამაყით ავსილი სტატუსი დაწერა:


“მან შეასრულა თავისი დაპირება!
მშვიდობიანად ჩამოვიდა, მთელი ქვეყანა გამოიარა, გაგვაგებინა რა გეგმით ვიმოქმედოთ და ამ ყველაფერთან ერთად ნათლად დაგვანახა მთავრობის ნამდვილი სახე და სისტემის მანკიერება.
ხვალ თქვენ თვითონ შეაფასეთ მისი გმირული და გენიალური საქციელი- ყველა რეფერენდუმზე!!
მიშა გამარჯვებულია! ”
როგორ ჩანს სანდრა რულოვსისთვის ეს ინფორმაცია სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის, რადგან სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ის ქმართან და უმცროს ვაჟთან ერთად ისვენებდა საბერძნეთში.
"ჩვენ გვიყვარს საბერძნეთი"-ასეთი სათაური დაურთო ფოტოებს რულოვსმა.
image
ამჟამად სანდრა რულოვსის მდგომარეობა სტაბილურია, ოჯახის წევრებმა მოასწრეს მისთვის კუჭის ამორეცხვა, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად სანდრა რულოვსის თხოვნით სასწრაფო სამედიცინო დამხარება არ გამოიძახეს, როგორც ჩანს ყოფილ პირველ ლედის აღნიშნული ინფორმაციის გახმაურება არ სურდა.
როგორც ცნობილია ლიზა იასკომ და სააკაშვილმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ახალ ოჯახს ქმნიან.

30 წლის ელიზაბეტ იასოკო, მმართველი პარტიის, “ხალხის მსახურის” წევრია.მუშაობდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კულტურის სამინისტროში.არის VP of Social Impact & External Relations და მუსიკალურ ლეიბლის Younk-ის ვიცე პრეზიდენტი.ასევე პროდიუსერი ფილმისა "ყირიმი :რუსეთის ბინძური საიდუმლო".კიევის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის გარდა, მიღებული აქვს მუსიკალური განათლება და შესანიშანავად უკრავს ფორტეპიანოზე.
image
ლიზა იასკომ სააკაშვილის დაკავების შემდეგ "ფეისბუქით" მიმართა უკრაინის ხელისუფლებას:
"სიყვარული და ბრძოლა საკუთარი სახელმწიფოსთვის კეთილშობილური საქმეა! და მხარს ვუჭერ მის ბრძოლას. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები! ”
2
2104
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2104
  
2021, 2 ოქტომბერი, 19:09
კი მეც შევამჩნიე
2021, 2 ოქტომბერი, 18:31
სანდრას ჰგავს ძალიან ეს გოგო
0 1 2