x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ტიბეტიდან ჩამოტანილი "აპარატურა", რომლის საშუალებით ტიბეტელმა ბერებმა სიცოცხლე 200 წლამდე გაიხანგრძლივეს

image


რამდენიმე წლის წინ, ქ. რიგაში, უფოლოგების მორიგ სემინარზე, მოსკოველმა იგორ ლებედევმა გაიცნო ჰიტლერის სპეცლაბორატორიის ყოფილი თანამშრომელი, ერიხ ფონ მოლტკე ქ. რიგიდან, რომლისგანაც საკვირველი ამბები შეიტყო:

ნაცისტური სპეცლაბორატორია ვილი ჰუტის ხელმძღვენელობით ტიბეტის უძველეს მისტიკურ შესაძლებლობებს შეისწავლიდა. "ესეს"-ის ("SS") ჰაუპტშტურმანფიურერი, ერიხ ფონ მოლტკე, სრულიად მშვიდობიანი საქმით იყო დაკავებული–ის სწავლობდა ტიბეტიდან ჩამოტანილ აპარატურას.

ოკულტიზმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა "დიადი გერმანიის" ხელმძღვანელებში. ჯერ კიდევ 1935 წელს ფიურერმა დიდი ექსპედიცია გააგზავნა ტიბეტში.


image


სურათზე : ნაცისტების ექსპედიცია


პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით იგი უშედეგოდ დასრულდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოფიციალური ინფორმაცია იმას ემსახურებოდა, რომ გერმანული ექსპედიციის მიერ მიღწეული გასაოცარი წარმატებები დაეფარათ.


image


სურათზე: ექსპედიციის წევრები


image


სურათზე: ტიბეტელი ბერები



image


სურათზე: დალაი ლამა



ექსპედიციის დაწყებამდე, 30-იან წლებში, ბერლინში მოიძებნა ტიბეტური წარმოშობის გერმანელი მოქალაქე, რომელიც დათანხმდა მიეღო მონაწილეობა ამ ექსპედიციაში. მან შესძლო "მორჩილის" სახელით, ტიბეტის ერთ-ერთ საიდუმლო მონასტერში მოხვედრა. იქ ინახებოდა აპარატურა, რომელიც ოდესღაც ბერებს "კოსმიურმა მასწავლებლებმა" გადასცეს მათთან კონტაქტის დასამყარებლად, აგრეთვე ადამიანის ორგანიზმის ჰარმონიზირებისა და სხეულის გაახალგაზრდავებისთვის. იგი რთული გეომეტრიული ფიგურის მსგავსი იყო, რომელშიც ადამიანი თავსდებოდა. ენერგეტიკული ფიგურა, რომელიც ტიბეტის მონასტერში ინახებოდა, ძლიერი სამკურნალო შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. მისი საშუალებით ბერებმა შესძლეს თავისი სიცოცხლე 200-300 წლამდე გაეხანგრძლივებინათ. ცრუმორჩილმა შეაღწია მონასტრის ტერიტორიაზე, ფიგურის ნახაზები გააკეთა და მიიმალა. ვილი ჰუტის ლაბორატორიაში ფიგურის დეტალურმა შესწავლამ დაადასტურა მისი სამკურნალო შესაძლებლობები, ორგანიზმის მუშაობის ჰარმონიზირების უნარი. მაგრამ ლაბორატორიის ხელმძღვანელს იმ დროისთვის მხოლოდ ოკულტური იარაღის შემუშავება აინტერესებდა. მუშაობა ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობდა და ვერ დასრულდა. 1945 წლის მაისში, ტერიტორია, სადაც ლაბორატორია იყო განთავსებული, საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს. ერიხ მოლტკემ მოასწრო მეზობელი შენობის სარდაფში დამალვა და დაინახა, როგორ გამოჰქონდათ შენობიდან სხვადასხვა მოწყობილობები, მათ შორის ტიბეტის ენერგეტიკული ფიგურის მოქმედი მოდელი. გერმანელმა იცოდა რუსული ენა და მოისმინა, რომ ქონება ბერიას უწყებაში გადაჰქონდათ.

ეს ისტორია, რომ მოისმინა, იგორ ლებედევმა დაიწყო სსრკ-ში გადმოტანილი მოწყობილობის მოძიება. 1998 წელს ლებედევმა მას არხანგელსკის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრში მიაგნო.

1945 წელს ლავრენტი ბერია–საიდუმლო მეცნიერული გამოკვლევების გამოცდილი ორგანიზატორი, დაკავებული იყო ბირთვული თემატიკით, მაგრამ საბჭოთა სპეცსამსახურების ხელმძღვანელმა იცოდა მუშაობა პერსპექტივისთვის. მან მონახა დრო დაინტერესებულიყო გერმანული ლაბორატორიის მოწყობილობით. მასში გასარკვევად დაიხმარეს ფიზიკოსები, ა. შუბინი და ვ. ლედოგოროვი, რომლებიც არ იყვნენ ჩართული ატომურ ბომბზე მუშაობაში. არხანგელსკის ერთ-ერთი ინსტიტუტის სარდაფში ისინი გამოკვლევებს შეუდგნენ. კვლევები ბერიას დახვრეტის შემდეგაც კი არ შეჩერებულა.

იგორ ლებედევის სიტყვებით, რომელიც არხანგელსკში იმყოფებოდა, ტიბეტური ენერგეტიკული ფიგურა გამოიყურებოდა, როგორც ორი, "რომანული" და "ინდური" სვასტიკების გეომეტრიული შერწყმა. იგი რამდენიმე ფიზიკურ ხელსაწყოსთან იყო მიერთებული წვრილი სადენებით. ლებედევი შევიდა ამ ფიგურაში: მთელი მისი სხეული აივსო შინაგანი ენერგიით, გაუჩნდა ისეთი შეგრძნება, რომ ის კოსმოსს შეერწყა. როდესაც იგორი 20 წუთის შემდეგ ფიგურიდან გამოვიდა, მას სრულებით გავლილი ჰქონდა კუჭის ტკივილი, ძვლების ტკივილი და ყველაზე მთავარი, უკვალოდ გაქრა დაწყებული ანგინა. ა.შუბინს და ვ.ლედოგოროვს ეს ამბავი არ გაკვირვებიათ. მათ უკვე რამდენიმეჯერ ჰქონდათ გამოცდილი თავიანთ თავზე ტიბეტური ფიგურის გამაჯანსაღებელი ზემოქმედება: ლედოგოროვმა მისი დახმარებით მოირჩინა კიბო, შუბინი კი განთავისუფლდა ათეროსკლეროზისგან და მავნე რადიაციული გამოსხივების შედეგებისგან.

ლავრენტი ბერიას მემკვიდრეობა, რომელიც მეორე მსოფიო ომის შემდეგ დარჩა ჰიტლერული გერმანიისგან, ნახევარი საუკუნის შემდეგ მოსკოვში აღმოჩნდა. თუ მისი გამოკვლევები სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს, მაშინ მედიკოსებს გაუჩნდებათ რადიაციული დასხივების მქონე ადამიანებისთვის ჯანმრთელობის აღსადგენი ახალი საშუალება.


image








გადახედეთ:




როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image


ტბა, რომელიც ცხოველებს მიახლოებისას მუმიებად აქცევს (ნაწილი პირველი)

image


ტაძარი, რომლის მონახულებაც საკმაოდ სარისკოა (ნაწილი მეორე)

image


კიოლნის დაუმთავრებელი ტაძრის წყევლა? ტამპლიერების დიდებული გოთიკური ტაძრები

image


რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა

image


12 პროდუქტი, რომელიც უნდა ამოვიღოთ დილის კვების რაციონიდან

image


ნუ შეიძენთ ამ პროდუქტებს: ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

image







0
258
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
258