x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
დედოფლისწყაროში 35 წლის კაცს ეძებენ - ვინ გაუჩინარდა ჩალაუბნის ტეკიდან?
image


დედოფლისწყაროში მცხოვრებ 35 წლის ლევან ბეჟაშვილს 11-ე დღეა ეძებენ. ის ბოლოს 19 სექტემბერს თბილისიდან სამარშრუტო ტაქსით დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა, რის შემდეგაც არავის უნახავს.


ბეჟაშვილის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მისმა შვილმა რამდენიმე დღით ადრე ტელეფონი დაკარგა და ოჯახს სხვების დახმარებით ეკონტაქტებოდა. ბოლოს კი დედას დაურეკა და აცნობა, რომ სოფელ ჩალაუბანში იმყოფებოდა და სახლში დაბრუნებას უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებდა.


როგორც დაკარგულის ახლობლებმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, უკანასკნელი ზარი მამაკაცმა ოჯახში უცნობი გამვლელის ტელეფონიდან განახორციელა.



"17 სექტემბერს დამირეკა თბილისიდან და მითხრა, რომ ტელეფონი დაკარგა, ამიტომ სხვების ტელეფონით მეკონტაქტებოდა. 19 -შიც დამირეკა და მითხრა, რომ ტაქსით მოდიოდა დედოფლისწყაროში. მერე ჩალაუბნის ე.წ ტეკიდან დამირეკა, რომ ტრანსპორტს ელოდებოდა დასაბრუნებლად. მას შემდეგ მისი კვალი ქრება. ვეძებთ ყველგან, ჩვენც პოლიციაც, სამაშველოც, მეგობრებიც მაგრამ არსად ჩანს." -- ამბობს დაკარგულის დედა, ნათელა ბუჩუკური.


ოჯახის ინფორმაციით, შვილის დაკარგვის შესახებ პოლიციას უკვე მიმართეს. სამძებრო სამუშაოებს პოლიცია აწარმოებს.

0
266
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0