x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ამერიკის ისტორიაში გამოაშკარავეს ყველაზე მსხვილი აფერა ფასდაკლების კუპონებზე
image
ვირჯინიის სასამართლომ 41 წლის ლორი-ენ ტალენსს(Lori Ann Talens ) 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კუპონებზე თაღლითობისათვის. ექსპერტებმა ამ დანაშაულს უკვე უწოდეს შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდ აფერა, რადგან დაზარალებული საწარმოების და საცალო სავაჭრო ობიექტების ზარალი სულ მცირე 31 მილიონი აშშ დოლარია.


ლორი-ენთან ერთად, მისი ქმარი, 44 წლის პაციფიკო ტალენსი(Pacifico Tallens) დააკავეს. თუმცა, პროკურორი ირწმუნება, რომ ამ საქმეში კრიმინალური ჯგუფის ლიდერი მისი ცოლი იყო, ამიტომ მამაკაცს მხოლოდ 7 წლის პატიმრობა მიესაჯა, როგორც დანაშაულის თანამონაწილე.

image

ტალენსმა შექმნა ფასდაკლების კუპონების წარმოებისა და გავრცელების მთელი ბიზნესი - ბეჭდავდა მათ მაღალი ხარისხის ქაღალდზე ყველა საჭირო ატრიბუტით, მათ შორის შტრიხკოდების ჩათვლით, რომლებიც შესანიშნავად იკითხებოდა მაღაზიის სალაროებთან.


image

გაყალბების ხარისხი იმდენად მაღალი იყო, რომ გამოძიებამ მოითხოვა ექსპერტების ჩართვა თაღლითობის ფაქტის დასადგენად.

მხოლოდ ერთი რამ გამოირჩეოდა კარგად გააზრებული სქემიდან-კუპონებზე დაბეჭდილი ფასდაკლება, საქონლის ფასის ოდენობის ტოლი იყო ან ზოგჯერ აღემატებოდა კიდეც.


მეუღლეების ყალთაბანდური ბიზნესი გაგრძელდა სამი წლის განმავლობაში - 2017 წლიდან 2020 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში, წყვილმა მოახერხა დაახლოებით 400 ათასი დოლარის შოვნა, თუმცა საწარმოებზე და მაღაზიებზე მიყენებული ზარალი ძალზე დიდია, იუწყება YahooNews.


ტალენსები თავად არ იეყენებდნენ ფასდაკლების კუპონებს, არამედ ყიდდნენ მათზე, ვისაც სურდა საქონლის მიღება თითქმის უფასოდ.

image

- მესმის, რომ საშინელი მორალური მაგალითი გავხდი ჩემი სამი შვილისთვის. სრულად დავარღვიე ის მორალი, რაც ბავშვობაში ჩამინერგეს. მასწავლეს სიკეთისა და ბოროტების განსხვავება, მაგრამ მე დამაბრმავა საკუთარმა სიხარბემ. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს ქმედებებზე და ვიცი, რომ მაქვს სერიოზული ვალი საზოგადოების წინაშე, ”-ასე მოინანია სასამართლო სხდომაზე ლორი-ენმა.

0
329
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
329
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0