x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მაია ასათიანი ტვ „პირველის“ დატოვებას ადასტურებს - „პროფილის“ გუნდი რუსთავი 2-ზე ბრუნდება?!
image


მაია ასათიანმა და მისმა გუნდმა ტელეკომპანია პირველი რამდენიმე თვიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა. მაია ასათიანმა ტელეკომპანია „TV პირველი” დღეს დატოვა და სოციალურ ქსელში ინფორმაცია თავადვე დაადასტურა. ტელეწამყვანი მიზეზებზე არ საუბრობს არც თავად ჟურნალისტი და არც გადაცემის პროდიუსერები, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციით, „პროფილის” დახურვის მიზეზი მაღალი ფინანსური ხარჯია. წამყვანის მხრიდან ინფორმაციის დადასტურებამდე ტევე პირველის კულუარებშიც ადასტურებდნენ.


“ვადასტურებ, რომ “ტვ პირველი“ მე და ჩემმა გუნდმა დავტოვეთ. ასეთი იყო “პროფილის“ გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება!
უდიდესი მადლობა “ტვ პირველის“ გუნდს გულთბილი დახვედრისთვის და ღირსეული მასპინძლობისთვის, ეს არასოდეს დამავიწყდება.
“ტვ პირველში“ ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები მუშაობენ და ყოველთვის ვიქნები ამ ტელევიზიის მხურვალე გულშემატკივარი. უდიდესი წარმატება მათ. სამწუხაროდ ჩვენი გზები გაიყარა. ცხოვრებაა, ხდება ხოლმე.. - წერს მაია ასათიანი.


შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს ცნობილმა ტელეწამყვანმა, მაია ასათიანმა „რუსთავი 2“-ზე თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობა დაასრულა და არაერთი სატელევიზიო სეზონის ლიდერი გადაცემა, „პროფილი“ დახურა. თუმცა, მალევე მან ახალი კონტრაქტი „ტვ პირველთან“ გააფორმა.



რამდენიმე კვირის წინ ტვ პირველმა მისამართი შეუცვალა და ახალი სატელევიზიო სეზონი განახლებული შენობით, ახალი თანამედროვე სტუდიებითა და ახალი ბადით დაიწყო. ახალ სეზონზე ტელევიზიის საეთერო ბადეში მაია ასათიანის „პროფილი“ არ გამოჩენილა. თუმცა განახლებულ ეთერში ასათიანის გადახემის ძველი ანონსი მაინც ტრიალებდა.


ამჯერად იმასაც საუბრობენ, რომ შესაძლოა პროფილის გუნდი კვლავ რუსთავი 2-ზე დაბრუნდეს. დამატებითი დეტალები მალე გახდება ცნობილი/

0
331
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0