x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძალიან ბევრი კითხვა წამოვიდა, რა ხდებოდა ჩვენ შორის-მარიამ ელიეშვილი
image

"„ლაშას ერთ-ერთ შეჯიბრებამდე ჩვენი საერთო ფოტო ავტვირთე და წარმატებები ვუსურვე. ძალიან ბევრი კითხვა წამოვიდა, რა ხდებოდა ჩვენ შორის, ამიტომ ახლა არ ველოდი, რომ ლაშა ამ ისტორიას სატელევიზიო ეთერში მოჰყვებოდა (იცინის).

რეალურად, ჩვენ ერთმანეთის გულშემატკივრები ვართ და ძალიან თბილი ისტორია გვაქვს. მე ორი-სამი წლით ვარ მასზე უფროსი. მის ოჯახსაც ვიცნობ. მამამისი მახსოვს, ძალიან თბილად და აქედანაც მოვიკითხავ. ლაშა მას სთხოვდა ხოლმე, ძალიან მინდა, სცენიდან მივუძღვნა ლექსიო. სხვათა შორის, გადაცემაში რომ თქვა, ეგ სხვა ლექსია და მე რაც მომიძღვნა, ის სხვა (იცინის).






იმ პერიოდიდან ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ლამაზი მოგონებებით. მიხარია, რომ ჩანაფიქრი, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა, განახორციელა და მჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ გაახარებს ქართველ გულშემატკივარს, “- ამბობს ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას მარიამ ელიეშვილი.




შეგახსენებთ, რომ ნოე სულაბერიძესთან სტუმრობისას ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა აღნიშნა, რომ პატარაობისას მარიამ ელიეშვილი“ ტელევიზორში ნახა და ძალიან მოეწონა...“მას მერე გადაწყვიტა, ლექსი დაწერა. მომღერლისადმი მიძღვნილი ლექსი ლაშამ ნოესთან ეთერში წაიკითხა.


მარიამ ელიეშვილმა ახლახან ჩაწერა ძმებ გოგიბერიძეებთან ერთად 70-იანი წლების ცნობილი სიმღერა "ნეტავ მართლა გყვარებოდი", რომლის ავტორი გოგი ცაბაძეა.ხოლო სიმღერის ტექსტი ეკუთვნის მორის ფოცხიშვილს.

0
1289
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0