x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ გადავიღოთ იდეალური ფოტო?
image


სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.


ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.



დღეს, სელფისა და ახალ-ახალი ფოტოების ყოველდღიურად განთავსება სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე, ერთგვარი ჰობია მასის უმეტესი ნაწილისთვის. ისინი კი, ვინც უბრალოდ ათვალიერებთ მათ ფოტოებს და საკუთარი თვითშეფასება გაქვთ დაბალი, მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ სულ ტყუილად, არც ისინი არ არინ იდეალურები. კარგ რაკურსს არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ წარმოაჩენთ საკუთარ პროფილს თუ გარეგნობას. არანაირი ფოტოშოპი, უბრალოდ დაუჯერეთ ბლოგერ ეკატერინე პოზდეევას, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლიათ მივიღოთ სრულყოფილი ფოტო ბრტყელი მუცლისა და მოცულობითი დუნდულების გარეშე.



როგორ გადავიღოთ იდეალური ფოტო?




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




0
477
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
477
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0