x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ბოკერიას კანდიდატის შავი წარსული დედოფლისწყაროში - „მეჯართე“ ნოშრევანი და კორაკანაში შეყუდებულები
image


ამ დღეებში გიგა ბოკერიამ კახეთში მისივე პარტიის „ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომრები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. სიის პირველ ნომრად მათ ექს-პოლიციელი ნოშრევან ნატროშვილი ჰყავთ, რომელიც იმავდროულად სოფელ ზემო მაჩხაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ის კენჭს წინა არჩევნებზეც იყრიდა და ქალაქ დედოფლისწყაროს კანდოდატად წარდგენილმა ნატროშვილმა 2017 წელს მხოლოდ 156 ხმა მიიღო. არჩევნები წააგო, თუმცა ბოკერია, უგულავა, ბაქრაძის სიით დეპუტატი მაინც გახდა.


ვიდრე ბატონი ნოშრევანის წარსულიდან შავ ლაქებს შეგახსენებდეთ, გეტყვით, რომ ის ამჟამად უკვე გახლავთ დედოფლისწყაროს საკრებულოს მოქმედი წევრი ამავე პატრიიდან. ინტერნეტგამოცემა ქიზიყი.ge-ს რედაქცია ბევრ საინტერესო დეტალს ინახავს ნოშრევან ნატროშვილის წარსულიდან. მათ შორის იმას, რომ ის დაკავებულიც იყო. მას „მეჯართე“ ნოშრევანს უწოდებენ.


image


გასულ თვეში ბოკერიას პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაცია დაშლის საფრთხის წინაშე დადგა, რადგან პარტია რამდენიმე წევრმა დატოვა და „გირჩი 2“ დააფუძნა. მათ კომუნისტური წარსულის მოძველებული პარტია უწოდა.


„რამდენიმე წლის წინ, კახეთის სამხარეო პროკურატურამ დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი გელა ჯალიაშვილი და კრიმინალური განყოფილების უფროსი ნოშრევან ნატროშვილი ჯართის უკანონო ბიზნესის გამო დააკავა. პოლიციაში მუშაობის პარალელურად წილებში ჩაჯდომით ჯალიაშვილმა და ნატროშვილმა ფული გვარიანად იშოვეს. მაშინ ორივე მათგანს 1 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა. გირაოს სახით 10 000 ლარიც გადაიხადეს. სულ მალე კი პოლიციიდან გათავისუფლებული ნატროშვილი იმხანად კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშნულმა ირაკლი ქადაგიძემ თანამდებობაზე აღადგინა. როცა მოვიკვლიეთ, აღმოჩნდა, რომ ნატროშვილის მეუღლე მანანა ქადაგიძე ირაკლი ქადაგიძის ალალი ბიძაშვილია.“ - წერდა ქიზიყი.ge 2010 წელს.


იქვე ნათქვამია, რომ ნოშრევან ნატროშვილი მისივე კოლეგა მეტსახელად "კატინაწლავასთან" ერთად მოქალაქეებს ნარკოტიკს რომ უდებდა და ამგვარად აფუჭებდნენ. ამ სტატიების გამოქვეყნების შემდეგ ნოშრევან ნატროშვილი ადგილობრივ ჟურნალისტებს ემუქრებოდა და „კორაკანაში შეყუდებას“ ჰპირდებოდა:


„საღამოს პოლიციის შენობასთან ვიყავი, რა დროსაც კრიმინალური პოლიციის უფროსი ნოშრევან ნატროშვილი მოვიდა. ჯერ სხვებზე დაიწყო საუბარი, სასაზღვრო პოლიციის უფროსზე ნუ წერთო, მერე გამგეობის სამსახურის უფროსებს რას ერჩით, ყველას თავი დაგვანებეთო. ფაქტიურად ამითაც კანონი დაარღვია, რადგან მაიძულებდა გარკვეული ინფორმაციების გამოქვეყნებისგან თავი შევიკავოთ, ეს კი მოქმედი კანონის 154-ე მუხლის დარღვევაა. მოგვიანებით კი მუქარაზე გადავიდა... თქვენ და თქვენი რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი დასაჭერები ხართო. მაცადეთ, ყველაფერი დალაგდება და „კორაკანაში“ უნდა შეგაყუდოთო, რამდენჯერმე გამიმეორა. ასევე პირადად მითხრა, რომ ნარკოტიკებს ყიდი და აი ნახე, დაგიჭერო. სახალხოდ არაერთხელ მომაძახა, შეგაყუდებთო... ფაქტს რამდენიმე პოლიციელიც შეესწრო“ -- ყვებოდა „ქიზიყის“ ჟურნალისტი თამილა გურაშვილი.

.

ეს ყველაფერი არ არის. ადამიანის უფლებათა ცენტრის და კახეთის საინფორმაციო ცენტრის გურჯაანის ოფისი 2009 წლის ნოემბერში იუწყებოდნენ, რომ სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედას კრიმინალური პოლიციის მოქმედმა უფროსმა შეურაცხყოფა მიაყენა.

.

ინციდენტი მოხდა ქალაქ დედოფლისწყაროში. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა მადონა ღვინიაშვილმა განაცხადა, მაღაზიაში ერთი პურის სათხოვნელად იყო მისული, როცა მას რაიონის კრიმინალური პოლიციის უფროსმა ნოშრევან ნატროშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა.

.

„მარტოხელა დედა ვარ. ადრე პედაგოგად ვმუშაობდი, მაგრამ მას შემდეგ რაც სამსახურიდან გამათავისუფლეს, ძალიან მიჭირს. ნოშრევან ნატროშვილის მაღაზიაში 3 ლარი ვალი მაქვს, ნისიად მქონდა პროდუქტი წაღებული. ბავშვი მშიერი მყავდა და ვერ იძინებდა. ამიტომ მაღაზიაში მივედი და გამყიდველს ვთხოვე, ერთი პური ნისიად მოეცა. ყვირილი დამიწყო, გაეთრიე აქედანო. მერე პოლიციაში დარეკა. თვითონ ნატროშვილი მოვიდა და შეურაცხყოფა მომაყენა. მე როდემდე უნდა ვარჩინო მათხოვრებიო, ყვიროდა. დამემუქრა, აქედან სწრაფად გადი, თორემ კედელზე შემოგაწყვეტავო“, - აღნიშნავს მადონა ღვინიაშვილი.

.

სოციალურად დაუცველი ქალბატონის შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფდა იმხანად დედოფლისწყაროს კრიმინალური პოლიციის უფროსი ნოშრევან ნატროშვილი.

0
354
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0