სიახლეები "პაკარდის" 8 კარიანი უნიკალური მოდელი,რომელიც დღემდე შემორჩა 2021, 28 სექტემბერი, 15:32 ![]() ეს არის Packard 90, ასევე ცნობილი როგორც Super Eight, მაგრამ ორიგინალ ქარხნულზე გრძელია. "მხოლოდ" 670 მილიმეტრით ანუ 22 ფუტით. მას ასევე აქვს რამდენიმე დამატებითი კარი. ![]() "პაკარდის" ეს დამატებითი კარები უზრუნველყოფს თავისუფლად ჩასხდომას ოთხივე რიგში. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ქარხნული ვერსია. ქარხნის კორპუსების მაქსიმალური სიგრძე იყო 7.6 მეტრი იყო, ეს კი 67 სანტიმეტრით მეტია. ქარხნული ვერც იქნებოდა უფრო მეტი, რადგან შეღებვის კამერაში უფრო გრძელი ავტომობილი ფიზიკურად ვერ ეტეოდა.ეს იყო ლიმიტი. ![]() ამიტომ, სპეცშეკვეთებზე მუშაობდა კომპანია Henney, მათთის ყველაზე საყვარელი Packard-ის ძარა იყო. მის საფუძველზე აკეთებდნენ სხვადასხვა არასტანდარტულ ლიმუზინებს და სედანებს, სასწრაფო დახმარების და სარიტუალო მომსახურეობის მანქანებს, ხანდახან პიკაპების შეკვეთასაც იღებდნენ. 12 ადგილიანი "პაკარდი", რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, თავდაპირველად შეიქმნა აეროპორტში მგზავრების თვითმფრინათან გადასაყვანად, მაგრამ იქ ცოტა ხანი იმუშავა. 1941 წლის ბოლოს, მანქანა შეიძინა ტურისტულმა სააგენტომ Smokey Mountain Tours- მა და იყენებდა სამოციანი წლების ბოლომდე. ![]() ![]() ![]() ![]() ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ დღემდე შემორჩენილი უნიკალური ავტომობილის რესტავრაცია დაიწყო. იგი რამდენიმე ათეული წელი იდგა ფარდულში, რის შემდეგაც იგი აუქციონზე გაიტანეს და გადაეცა ახალ მფლობელს. 2016 წელს დაიწყო რესტავრაციის ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ცნობილია, ის ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ რაც მთავარია, პროექტი გრძელდება და ალბათ მალე დასრულდება. ![]() 681 4-ს მოსწონს
|