x
მეტი
  • 05.12.2021
  • სტატია:115404
  • ვიდეო:352810
  • სურათი:489349
არჩილ ტატუნაშვილის გამტაცებელი კორონავირუსმა იმსხვერპლა
image

არჩილ ტატუნაშვილის ერთ-ერთი გამტაცებელი, ფილიპ ხაჩიროვი კორონავირუსით გარდაიცვალა.იგი 57 წლის იყო; ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია" ავრცელებს.


შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ოკუპაციური რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს, მათ შორის იყო ფილიპ ხაჩიროვი.


ფილიპ ხაჩიროვი ქართულ-ოსური კონფლიქტის მონაწილეა და ახალგორის ყოფილი ე.წ. გამგებელი იყო იმ დროს, როდესაც ტატუნაშვილი გაიტაცეს, ხოლო მისი ძმა ლუდმიკ ხაჩიროვი კი წინაგრის ე.წ. პოლიციის მეთაური. გავრცელებული ინფორმაციით, ხაჩიროვები მონაწილეობდნენ არჩილ ტატუნაშვილის გატაცებაში.



უკვე მეორე დღეს, 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მათი მტკიცებით, ტატუნაშვილს გულმა უმტყუნა, იგი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.შემდეგ იყო ვერსია, რომ ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, იარაღი წაართვა და მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კიბეზე დაგორდა.


ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს, ქართული მხარისა და ოჯახისთვის გადმოეცათ ტატუნაშვილის ცხედარი. საბოლოოდ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ხოლო თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.


არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.


საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, რაც გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.


იმავე წელს, საქართველოს პროკურატურამ ოკუპირებული რეგიონის ორ ე.წ. სამართალდამცველს – ახალგორის ე.წ პროკურორის თანაშემწეს დავით გურწიევს და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსს, ალიკ ტაბოევს არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა.


თავის დროზე ფილიპ ხაჩიროვმა "რუსთავი-2" თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ "უჭირს იმის დაჯერება", რომ ტატუნაშვილი გულით გარდაიცვალა:

"სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა. მჯერა თუ არა ამ ვერსიის, მიჭირს გითხრათ. რომ მჯეროდეს გეტყვით კის, რომ არ მჯეროდეს გიპასუხებდით არას. მაგრამ როდესაც ინფორმაცია ბუნდოვანია რთულია რაიმე ამტკიცო. ყველას შეიძლება დაემართოს”, -განაცხადა ფილიპ ხაჩიროვმა.

0
334
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0