x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ამერიკელმა გოგომ საყვარელი არ გაუშვა სამსახურში ,რის გამოც ახლა ციხე ელოდება
image

ნაკლებად სავარაუდოა, რომ 33 წლის ამერიკელს, კაილი ბლეიკს ნანახი ჰქონდეს საბჭოთა კინოკომედია "ბედის ირონია ანუ გაამოთ". მაგრამ ფრაზა, რომელიც ფილმში ჟღერს "ნუ დაშორდებით თქვენს საყვარელ ადამიანს", როგორც ჩანს ახალგაზრდა ქალმა დევიზად გაიხადა, რის გამოც დაისაჯა კიდეც.


კაილი ბლეიკის ურთიერთობა მორიგ მამაკაცთან თაიგულების და რესტორნების პერიოდიდან სწრაფად გადაიზარდა საწოლ-ინტიმურ ურთიერტობაში, ამიტომ წყვილს სიამოვნებდა ერთად გატარებული ყოველი წამი. როგორც ჩანს, ვნებები ბობოქრობდა.


ერთ დილას კაილამ იფიქრა: რატომ გავუშვა საყვარელი სამსახურში, როცა შესაძლებელია მთელი დღე ერთად გაატარონ?



გოგონამ გადაწყვიტა, რომ უნდა იბრძოლოს ბედნიერებისთვის და მოუვიდა "გენიალური" იდეა: დილით 9:30 წუთზე დარეკა 911 -ზე მან პოლიციას განუცხადა, რომ ბომბი იდო ქარხანაში, სადაც მუშაობდა მისი კაცი, რომელიც არაფრის აზრზე არ იყო და მშვიდად ხვრინავდა საწოლზე, იუწყება NYP.

image

გეგმამ მშვენივრად იმუშავა:მუშაობა შეწყდა, ქარხნის საამქროები შესაბამისმა სამსახურებმა სასწრაფოდ გადაკეტეს, ხოლო 400 მუშაკს აეკრძალა ქარხანასთან მიახლოება. რა თქმა უნდა, მათ ვერაფერი იპოვეს, მაგრამ ძებნას მთელი დღე მოანდომეს.


რას აკეთებდნენ ამ დროს შეყვარებულები ძნელი მისახვედრი არ არის.მაგრამ რამდენად უღირდა კაილას ეს გულუბრყვილო ხრიკი? რა თქმა უნდა პოლიციას მისი მიგნება არ გაჭირვებია. გოგონამ სწრაფად აღიარა, რომ ბომბის შესახებ შეტყობინება მისი ოინი იყო. ასეთი გულწრფელი, მიამიტი საქციელი და აღიარება ვერაფრით დაეხმარება გოგონას, რადგან ასეთი საქციელი გავიხილება, როგორც ტერორიზმის მცდელობა და ახლა მას რეალური პატიმრობა ემუქრება.



0
319
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0