x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საქართველოს სკოლები - გზა უფსკრულში გადასაჩეხად! მიშველე, დედა!

image

ქართული საგანმანათლებლო სივრცე კორუფციით, ნეპოტიზმით და ქრონიზმით გაჯერდა. განსაკუთრებით ეს ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურს ეხება. სმიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის მაღალი ტრიბუნებიდან " ბავშვზე ორიენტირებული სწავლება", ამ სიტყვების უკან რეპეტიტორებზე ორიენტირებული სწავლება იმალება. მასწავლებლები გაკვეთილებზე ენერგიას ინახავენ, რათა დღის მეორე ნახევარში სახლსა თუ სპეციალურად დაქირავებულ ოთახებში დამატებითი შემოსავალი მიიღონ. რა თქმა უნდა, ხელფასი, გაკვეთილზე გაკვეთილს ახსნი თუ არ ახსნი, მაინც გეძლევა და დამატებიტთი შემოსავალი განბა ვის აწყენს?

გაკვეთილზე დავალებას შეამოწმებ, როგორ გააკეთებინა რეპეტიტორმა შენ ან სხვამ, გამოკითხავ რა იცის, როგორ აუხსნა სასწავლო მასალა სკოლის მიღმა მასწავლებელმა და მისცემ ახალ დავალებას.

იმისათვის, რომ საკუთარი მოსწავლის მომზადების გამო არ დაისაჯო (თუმცა ვინ ვის დაუსჯია ამისთვის?) მოსწავლეთა გაცვლა ხდება, მაგალითაც ჭიჭიკოს მოსწავლეს ბიჭიკო აიყვანს, ბიჭიკოსას - ჭიჭიკო, მერე ერთმანეთს შორის ხდება აზრების გაცვლა, როგორი მოსწავლეა, როგორ ითვისებს და იგებს მასალას.

რიგით სკოლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უკვე ილია ვეკუას სახელობის ცნობილი 42-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი ასეთი სკოლა გახდა. ჩაიკოვსკის ქუჩიდან გაკვეთილებიოს შემდეგ იქვე ლეონიძის ქუჩაძე გადადიან მოსწავლეები, აკაკი ხორავას სახლში, სადაც ლამის მეორე ვეკუას სკოლაა გახსნილი და ყველა ოთახში რეპეტიტორების გუგუნი მიდის.
სწაქმე იმაშია, რომ როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, აქ მოსწავლეებს სასკოლო საგამოცდო საკითხებზე ამუშავებენ, მაგალითად, მსგავსებზე. მოვა ამოცანა და რიცხვებია მხოლოდ შესაცვლელი. და ამ დროს თუ სხვა, სკოლის გარეშე რეპეტიტორთან სწავლობ ზოგადად მათემატიკას და ფიზიკას, სკოლისი გამოცდაზე შესაძლოა ისეთი ამოცანა ან მაგალითი მოვიდეს, რომლის მსგავსი არც გაკვეთილზე გაგიკეთებია არასდროს და არც სკოლასთან კავშირში არმყოფ რეპეტიტორთან. იტყვის მოსწავლე რაიმეს და გააპროტესტებს, რომ მსგავსი მთელი წლის განმავლობაში სკოლაში არაფერი გაკეთებულა? არავის აინტერესებს! ისე მიაწვებიან, თითქოს დანარჩენები დაბადებით აინშტაინები იყონ და სულ თვითონ გააკეთეს გამოცდაზე მოსული საკითხები.

სულ რაღაც 9 წის წინ "ვეკუას" და "კომაროვის" სკოლაში მსგავსი რამ არ ხდებოდა, მასწავლებლები გაკვეთილზევე იხარჯებ ოდნენ მაქსიმალურად და მოსწავლეებიც აღარ დარბოდნენ რეპეტიტორებთან. ახლა კი თითქოს საბჭოეთის ჩამპალი სისტემა მობრუნდა, ისეთი განუკითხაობაა ამ მხრივ და არა მარტო ზემოდასახელებულ სკოლებში, არამედ ლამის ყველა საჯარო სკოლაში. ბავშვები დაყოფილია "ჩვენიანებად" და "სხვისიანებად".

სკოლაში რომ გასკდეს "სხვისიანი" მოსწავლე მეცადინეობით, მასწავლებლები ერთს ისეთს ჩაულაპარაკებენ გაკვეთილის ან გამოცდის წინ, რომ ფსიქოლოგიურად გატეხენ და მორჩა. ნეიროლინგვისტიკაა ეს- ორი სიტყვით შეიძლება ადამიანი ან გაანადგურო ან ააყვავო! "სხვისიანი" გარანტირებულად გაგდებულია. საწყალი მშობლები წინ და უკან დარბიან, ტყავიდან ძვრებიან, რომ მათი შვილი სკოლამ "ჩვენიანად" აღიქვას! პლუტოკრატიაა, აბა, რა! თუ მსობელს ფინანსური რესურსები არ აქვს, მისი შვილი სულ ტესლაც რომ იყოს, ფექვესაა გათელილი და დემორალიზებული... მოსწავის თვითშეფასება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. თვითშფასება კი თუ ადეკვატური არ არის, უკვე გარანტირებულად აკნინებს და ამახინჯებს მოსწავლის სწავლის სურვილსაც და ზოგადად ფსიქოლოგიასაც!

განათლების სამინისტროშიც ვერ იპოვი სამართალს. გეტყვიან, რომ სკოლის შიდა საქმიანობაში არ ერევიან. როგორ თუ არ ერევიან? ეგებ როგორ ილახება ბავშვის უფლებები? არ უნდა აინტერესებდეს ეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს? ფარული ბულინგი რომ მიდის მოსწავლეების, ვისაც სკოლის პედაგოგებს შორის არ ჰყავს მამიდა, ბაბუა, მამა, დედა, მშობლების ძმაკაცი და ა.შ., ეს სამინისტროს არ უნდა აინტერესებდეს? არიქა " ბავშვის უფლებათა კოდექსი" ამ ხელისუფლების მონაპოვარიაო და კოდექსის იმპლემენტაცია თუ არ მოხდა, წერონ და იკითხონ კოდექსებში ლამაზ-ლამაზი წინადადებები!

სკოლები არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ბავშვის უფლებები ირღვევა!

ამოიღებს მოსწავლე ხმას და თავზე დაემხობა ყველაფერი! მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კრიტიკულ აზროვნებაზე, შედარებით ანალიზზე (პარალელებზე) ორიენტირებული სწავლება მიდის, მიდი აბა და თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამოიღე ხმა, მთელი წლის განმავლობაში რომ რადიატორთან მჯდომი "ვალოდია ჯინჭარაძე" ხმას არ იღებდა, ან მისი პირიდან გაგონილი სიტყვები იყო " არ ვიცი, მას!" და გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო. ცუდია ეს, ცუდი! ბავშვებმა ყველაზე უკეთ იციან, ვინ რა იცის. ბავშვებმა ყველაზე უკეთ იციან, ვისი ნიშნების უკან რა იმალება!

უმეტეს წილად პედაგოგი მოითხოვს პატივისცემას მის მიმართ და ამ დროს ავიწყდება მეორე მხარე, ყველაზე მოსაფრთხილებელი-პატარა ადამიანი, რომელსაც გასათლელად ნაჯახით არ უნდა მიადგე. უნდა შეუწყო ხელი და კიარ უნდა ასწავლო, ერთად უნდა ისწავლოთ.
საქართველოში საგანმანათლებლო სისტემაში მცირე ძვრები ვეღარაა საჭირო. აქ დიდი "მიწისძვრის" გარდა არაფერი უშველის. კატასტროფა გაუკეთეს მომავალ თაობას განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში. ინფორმაციულობასა და კრეატიულობაში უმეტესწილად ახალგაზრდა თაობა აშკარად სჯობს მათ მწვრთნელებს. დღევანდელ პირობებში სკოლა საზოგადოების განვითარების დამაბრკოლებელ გარემოდ იქცა საქართველოში.

საუკუნის წინ წერდა მოზარდი ალბერ კამიუ:" სკოლა გვამზადებს ცხოვრებისთვის იმ სამყაროში, რომელიც არ არსებობს". კამიუს ამ ფრაზამ კიდევ ერთხელ შეცვალა ძირეულად ფრანგული საგანმანათლებლო სივრცე. საქართველოში კი სკოლა გვამზადებს იმ სამყაროში ცხოვრებისთვის, სადაც უფროსმა რაც არ უნდა დიდი დანაშაული ჩაიდინოს, უფროსია და უმცროსთან ყოველთვის მართალი იქნება.

რომელ ღირებულებებზეა საუბარი, როცა აბსოლუტური დევალვაცია მიდის ღირებულებების უმეტეს სკოლებში - პირადი მაგალითი ყველაზე კარგი მასწავლებელია. პირადი მაგალითებით კი დღევანდელი სკოლების მესვეურები აბსოლუტურად იმის საპირისპიროს აჩვენებენ მოსწავლეებს, რასაც საგანმანათლებლო პროგრამებით ასწავლიან, უფრო სწორად, სთხოვენ!
მადლობა ღმერთს, შემორჩნენ აქა-იქ ისეთი სკოლები, რომლებიც ჯერ კიდევ ინერციით მიდიან და სადაც მოსწავლის ინტერესები ჯერ კიდევ მაღლა დგას, თუმცა რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ, ასეთ სკოლებს მოსწავლეთა მცირე კონტიგენტ ჰყავთ, რადგან ნაკლებად არან ბრჭყვიალად გაპიარებულნი!
ბოლოს და ბოლოს, როდის გათენდება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში?

არადა, განათლება არის სწორედ ის სფერო, რომელსაც ყველა დანარჩენი სფეროს წარმატება ეფუძნება! ჰოდა, რა განათლების სისტემაც გვაქვს, ზუსტად ისეთი განვიტარებულია ქვეყანაც!

20
178
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
178
  
2021, 12 ოქტომბერი, 16:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
2021, 12 ოქტომბერი, 10:14
ხო აბა,სულ მაგას ვფიქრობ რო შენაირ იმბეცილებს დავუტოვო ქვეყანა. იიი 50000 $ გიდიმიხიდის 10 დღიში,აქაც გეტყობა რო გაუნათლებელი ყ ლ ე ხარ. რა ქენი ეხლა მაგით,რა გგონია შემშურდა შე დაბადებით ყ ლ ე ო. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს რო შენზე გამოსირებულებიც არსებობენ სამყაროში და მიტომ გადაგიხადეს. უნდა იამაყო,უკანასკნელი გამოსირებული არ ყოფილხარ. გილოცავ დებილო
2021, 12 ოქტომბერი, 10:08
ასეთი ყ ლ ე დაიბადე თუ ცხოვრებამ გაგხადა? აზრი ვერ გამოგაქვსთქო ტყუილად კი არ გითხარი. გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამზე გსმენია რამე? თფუი შენი დებილი პატრონი მ ო ვ ტ ყ ა ნ. დედას არ გაგინებ შეგნებულად,შეიძლება ცოცხალიც აღარ გყავდეს იმხელა ასაკის ხარ და შეიგნე,შენი სირული აზრები შეინახე შენთვის. ეს რა მოუშორებელი რუსეთუმე ყ ლ ე ყოფილა
2021, 12 ოქტომბერი, 10:02
ხოდა ეგ გეოფიზიკის დოქტორის ხარისხი დაახვიე და გაიკეთე უკან
2021, 12 ოქტომბერი, 5:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
2021, 12 ოქტომბერი, 5:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
2021, 12 ოქტომბერი, 4:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
2021, 29 სექტემბერი, 9:45
მთავარი სპეციალიზაციაა და საკუთარი პროფესიის ზედმიწევნით ცოდნა,არა სხვა რამის. ექიმის ცოდნა შუშანიკის წამების საზეპიროებით არ უნდა ფასდებოდეს. შეუძლია ადამიანს იცოდეს შუშანიკიც და ხანცთელიც,მაგრამ სამომავლო საქმიანობაში არ გამოადგება ეგ ამბავი,თუ მისი სპეციალობა არ მოითხოვს ამას. ამიტომაც გაიძახის ნახევარი საქართველო რო სამუშაო არ არისო,მაგრამ ის ავიწყდებათ რო თანამედრო სამუშაო ძალის ბაზარს მათი ცოდნა არ შესაბამება. შუშანიკი იციან,აღმაშენებლის ცხოვრებაც და დეტერმინატებიც,მარა დამსაქმებელი ითხოვს რო ადამიანმა იცოდეს ტექნოლოგიებთან მუშაობა,იცოდნენ ეკონომიკის ძირითადი პრინციპები,ნემსის გაკეთება და სხვადასხვა კანონები,ეს კი არ იციან. ამას ჩვენი უცნაური და უგანათლებულესი მეგობარი ეძახის განათლების უმაღლეს სტანდარტს,რაც სსრ დროს გამოიყენებოდა და მსოფლიო საზოგადოება შურით შესცქეროდა. ჩინეთი მაგალითი ჯერ არ მოიყვანია,რასაც აუცილებლად იზავს,მერე სკანდინავიის ქვეყნებს მოიშველიებს და ველოსიპედს დაარქმევს. არადა საერთოდ არ არის ველოსიპედის გამოგონება,როცა უამრავი ქვეყანა ამ პრინციპით მოქმედებს,მარა სოციალისტობას აწვება და არ კითხულობს სხვა რამე,შეიძლება კითხულობს კიდეც,მარა აზრი ვერ გამოაქვს.
2021, 29 სექტემბერი, 9:28
ყველას ყველაფერი უნდა და იდეალურ სამყაროში ყველამ ყველაფერი უნდა იცოდეს,მაგრამ სამყარო იდეალური არ არის და არც რესურსები არ არის შეუზრუდავი. ის,რომ აქცენტი მათემატიკაზე გააკეთა,ჩვეულებრივი სიტყვების ბრახაბრუხია. პრინციპი ავხსენი უბრალოდ და არც მიხსენებია მათემატიკა,მაგრამ მაინც სადაო გახადა საკითხი. იყო ერთი უნივერსიტეტი,სადაც უფასო განათლების მიმღები ხალხი მუშაობდა და პრეტენზია ქონდათ ყველაფრის ცოდნაზე,მაგრამ ერთი ხელის მოსმით დახვეტეს იქედან და მიზეზად თანამედროვე სწაველბის არ ცოდნა დაუსახელეს. ეგრეც იყო,როცა საბაზრო ეკონომიკა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებით იმართება ქართული ეკონომიკა,არამარტო ის. გვასწავლიდნენ იმას,თუ როგორი პოტენციალი ქონდა საბჭოთა საქართველოს და რამდენ ჰექტარზე მოდიოდა სიმინდი,ვაზი. მერე გამოვდა ისე რომ მოთხოვნა მიწოდების მრუდის აგების გაგნებაში არ იყვნენ,არ იცოდნენ წონასწორლი ფასის შესახებ არაფერი,არც ელასტიურ და არაელასტიურ მოთხოვნაზე იცოდენენ რამე,არც პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი იცოდნენ,არც 4P იცოდნენ,არც 4M და კიდევ ბევრი რამე არ იცონდენ,მაგრამ თავს დებდნენ რო მათემატიკა იცოდნენ,რაც მართლა ეგრეც იყო,მარა მაინც სახლში გაუშვეს.წიოდნენ და კიოდნენ მათემატიკა ვიცითო,ფორმულები ვიცითო,მაგრამ მაგაზე მარტივად უპასუხეს,რომ არსებობს მაიკროსოფტ ექსელი და მაგ პრობლემას მარტივად გადაწყვეტდნენ. არ ვიძახი იმას,რომ მათემატიკა ცუდია და არ უნდა იცოდეს ადამიანმა,მაგრამ ჯერ შენი სპეციალობის აზრზე უნდა იყო და მერე სხვა საგნები ხდება მნიშვნელოვანი. ექიმმა რო ნემსის გაკეთება არ იცის ან წნევის გაზომვა,მათემატიკის სახელმძღვანელო გაიკვეხოს ერთ ადგილას.

პ.ს. ბევრი სხვა სიტყვაც ვიცი,მარა შენ ვერ გაიგებ მაინც მაგას.
2021, 29 სექტემბერი, 9:08
გამოხტა ისევ და დაიწყო უაზრობების წერა. ადამიანს იმის მიხვედრის გაქანებაც არ აქვს რო მიხვდეს უფასო არაფერია და ყველაფერი ფული ჯდება. ამ კომენტარს დებილის მეტი არავინ დაწერდა,მაგრამ არიქა გამოვხტე და რამე დავწეროოო,დაწერა უაზრობები. დებილი რო ხვდებოდეს რო დებილია,მაშინ დებილი კი აღარ იქნება. რას ვიზავთ,ასეთი ხალხისგან შედგება განათლების სისტემაც და ფაქტიც სახეზეა. თან წაკითხულიდან აზრის გამოტანაც არ შეუძლია და თავს დებს,თურმე ყველაფერი იცის. თუ ვიძახი,რომ სკოლები კერძო საკუთრებაში უნდა გადავიდეს ე.ი. უფასოდ არავინ არაფერს გააკეთებს(ზოგადად არც არავინ აკეთებს ამას) და რაღაც ფასი ეღირება. არიან ადამიანები,რომელთაც აქვთ საშუალება გადაიხადონ ფული,ისინი თვითონ გადაიხდიან ამას,ხოლო ვისაც არ აქვს საშუალება,მაშინ ვაუჩერებზე მქონდა საუბარი. ადგა და დააფერთხა რო 95% წერა-კითხვის უცოდინარი იქნებაო,საიდან მოიტანა?! თვითონ უფასო განათლება აქვს მიღებული და წერა-კითხვა ისწავლა,მარა რას გებულობს კი ვხედავთ ყველა. წერს ან კითხულობს და აზრი ვერ გამოაქვს. ეს არის ე.წ. უფასო განათლების ნათელი მაგალითი.ცოტა ხანში გვეტყვის,რომ წითელი დიპლომი აქვს,თან ორი ექნება და სკოლა ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული,მაგრამ ტაქსისტად მუშაობს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10