x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
მომავალმა მამამ გადაწყვიტა გაეგო, რა სირთულეებს აწყდებიან ორსული ქალები ყოველდღიურად

image
მამები შვილების გაჩენას ისევე მოუთმენლად ელიან, როგორც დედები, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მათ წარმოდგენაც არ აქვთ თუ რა სირთულეებს შეიძლება გადააწყდნენ ორსული ქალები ყოველ დღე. სწორედ ამის გაგება გადაწყვიტა მომავალმა მამამ და ბლოგერმა, მეიტლენდ ჰენლიმ.
image

ავანტიურისტი წყვილი ავსსტრალიიდან ახალი კონტენტის შესაქმნელად შანსს არ უშვებს, სწორედ ამიტომ, ჰენლიმ გადაწყვიტა 1 დღით “ორსული" გამხდარიყო და ეჩვენებინა, თუ რა დაბრკოლება შეიძლება შეექმნას ორსულ ქალს დიდი მუცლით. ბლოგერმა მუცელზე საზამთრო მიიმაგრა, მკერდზე კი ორი პატარა ნესვი. ყველაფერი ეს კი მჭიდროდ მიიწება წებოვანი ლენტით.image

დავიწყოთ იმით, რომ საწოლიდან ადგომა ძალიან გაუჭირდა. ორსულობა ხომ მხოლოდ ჭარბი წონა და მოძრაობის შეზღუდული დიაპაზონი არაა. ამ დროს ორგანოებიც იწყებენ მოძრაობას და ადგილს “უთმობენ" ახალ სიცოცხლეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჰორმონების გამო ხასიათის ცვალებადობაზე და ტოქსიკოზზე. მაგრამ ეს ჯერ კიდევ აისბერგის მწვერვალია.image

სააბაზანოდან ამოსვლაც პრობლემატური ყოფილაimage

რას იტყვით მანქანაში ჩაჯდომაზე, ან თუნდაც მანქანის მართვაზე?image
და ფეხსაცმლის ჩაცმა?image

ექსპერიმენტის დროს საჭიროა დადებითი მხარეების შემჩნევაც. როგორიცაა მაგალითად პირადი პატარა მაგიდა მუცლის სახით.image







0
170
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0