x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134475
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ვინ არის კაცი, რომელმაც მსოფლიო ბირთვული კატასტროფისგან იხსნა
image

შესაძლოა 1983 წლის 26 სექტემბერი ყოფილიყო მსოფლიო ისტორიაში არა მხოლოდ ყველაზე მძიმე თარიღი, არამედ რადიკალურად შეეცვალა სამყაროს მომავალი ცხოვრება, რომ არა საბჭოთა ოფიცრის საღი განსჯა და გაბედული გადაწყვეტილება, რამაც 38 წლის წინ მსოფლიო ბირთვული კატასტროფისგან იხსნა.


1983 წელს ცივი ომმა აშშ-ს და საბჭოთა კავშირს შორის პიკს მიაღწია, ერთი თვეც არ იყო გასული იმ ტრაგედიიდან, როდესაც სახალინთან საბჭოთა კავშირმა სამხრეთკორეული სამგზავრო ბოინგი 747 ჩამოაგდო, რომელსაც 269 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სწორედ ეს გაიფიქრა პირველი სტანისლავ პეტროვმა, რომ შესაძლოა ეს ახალი ომის საბაბი გამხდარიყო.


თუკი ძვ. წ. IV საუკუნეში რომი გალების შემოსევისგან ბატებმა იხსნეს, საუკუნეების შემდეგ კინაღამ ბატები გახდა მსოფლიო ბირთვული კატასტოფის მომტანი, სწორედ ალიასკაზე გარეული ბატების გადამფრენი გუნდი აღიქვა საბჭოთა ოპერატიული მართვის სისტემამ ბირთვულ რაკეტებად.


image


მართვის პულტზე იმხანად მორიგეობდა ვიცე-პოლკოვნიკი სტანისლავ პეტროვი, ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ (რაკეტის "გაშვება" გაკეთდა მხოლოდ ერთი წერტილიდან და შედგებოდა რამდენიმე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტისგან) და "ვიზუალების "მოხსენებების საფუძველზე ( ოფიცრები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ ჰაერს და კოსმოსურ სივრცეს ვიდეოკონტროლის ეკრანებზე და არ დააფიქსირეს რაკეტის რაიმე მოქმედება), ვიცე-პოლკოვნიკმა პეტროვმა გადაწყვიტა, რომ ეს არის სისტემისგან მიღებული ცრუ განგაში.


არა და საფრთხის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისათვის აუცილებლად უნდა ეცნობებინა სავარაუდო ამერიკული სარაკეტო იერიშის შესახებ, -ესენი იყვნენ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, (იური ანდროპოვი)თავდაცვის მინისტრი(დიმიტრი უსტონოვი) და სარაკეტო ძალების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.(იური ვოტინცევი).


სტანისლავ პეტროვის გმირობა იმითაცაა დასაფასებელი, რომ საბჭოთა სამხედრო დისციპლინა ითვალისწინებდა ზემდგომთა უსიტყვო მორჩილებას და ბრძანების უპირობოდ შესრულებას, ყოველგვარი საკუთარი ინტერპრეტაციის გარეშე, პეტროვს რომ ეცნობებინა ზემდგომი ორგანოებისთვის, ღმერთმა უწყის რით დასრულდებოდა ეს ყველაფერი.


"ეს რომ მომხდარიყო, რუსეთი გაუმართლებელ დარტყმას მიაყენებდა აშშ-ს, ისეთი ძალის დარტყმას, რომ ვაშინგტონის მხრიდან ამას უსათუოდ მოჰყვებოდა საპასუხო ბირთვული დარტყმა, ვინაიდან აშშ-ს ჰქონდა ამის შესაძლებლობა. ცხადია, ასეთი ბირთვული დარტყმების ორომტრიალში ჩათრეული აღმოჩნდებოდნენ ბირთვული იარაღის მქონე სხვა ქვეყნებიც და ჩვენ მივიღებდით ბირთვულ კოლაფსს. დედამიწა შეწყვეტდა არსებობას, ხოლო ჩვენ, პატივცემულო კოლეგა, დღეს უკვე ამაზე ლაპარაკს ვეღარ შევძლებდით“-(სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ბანარცევი)

image

სამხედრო კონფიდენციალურობის და პოლიტიკური მიზეზების გამო, პეტროვის ამბავი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1991 წელს, როდესაც ჟურნალიტმა დიმიტრი ლიხანოვმა გამოაქვეყნა ნარკვევი სტანისლავ პეტროვის გმირობის შესახებ ყოველკვირეულ «Совершенно секретно»-ში.


2006 წელს ნიუ-იორკში გაერომ პეტროვს გადასცა საერთაშორისო ჯილდო "მსოფლიო მოქალაქე", ხოლო2013 წელს დრეზდენში "მშვიდობის პრემია"

image

2021 წელს როჯერ უოტერსმა ჯგუფი Pink-floyd-დან გამოაქვეყნა სიმღერა "The Gunner's Dream»-ის ახალი ვერსია, რომელიც სტანისლავ პეტროვს მიუძღვნა.


სტანისლავ პეტროვი გარდაიცვალა 2017 წლის 19 მაისს 77 წლის ასაკში.


image

0
710
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
710
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0