x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134501
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
უცნაური და საინტერესო ფაქტები ჩინეთზე და ჩინელებზე

image


1. ჩინეთის 100 მილიონზე მეტ მოქალაქეს, დღეში 1 $ ნაკლები შემოსავალი აქვს. ხოლო, 40 მლნ. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

2. ამ ქვეყანაში მდიდარ ადამიანებს რამდენიმე ორეული ჰყავთ. იმ შემთხვევაში, თუ მას კანონთან ურთიერთობა «გაუფუჭდება», ციხეში ორეული ჯდება.

3. ჩინეთში 7 მეგაპოლისია და თითოეულში, 10 მლნ.-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე დიდი შანხაია – 25 მლნ–ზე მეტი მოსახლეობით.

4. ჩინელები ძალიან შრომისმოყვარენი არიან. მაგრამ, ამ ფაქტს უარყოფითი მხარეც აქვს – ყოველწლიურად ქვეყანაში 600 000–მდე ადამიანი გადაღლილობისგან იღუპება.

5. ქვეყანაში, იმის გამო, რომ რამდენიმე სასაათე სარტყელია გაერთიანებული და ყველგან ერთი დრო მოქმედებს, ზოგიერთ რეგიონში, მზე 10 საათზე ამოდის.

6. ყოველწლიურად, ჩინეთში 70-მდე ცათამბჯენი შენდება. ხოლო, 2011 - 2013 წლებში, ქვეყანაში უფრო მეტი ცემენტი გამოიყენეს, ვიდრე აშშ-ში, მთელი XX საუკუნის მანძილზე. ამჟამად, ცათამბჯენების ბუმის ფონზე, 500 მ–ზე მაღალი შენობების აშენება აკრძალულია, რადგან ითვლება, რომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები უფრო მაღალ შენობაში დაცული ვერ იქნება.

7. ჩინეთის ეროვნული გეოლოგიის ინსტიტუტის და გარემოს მონიტორინგის სპეციალისტების მონაცემებით, ქვეყანაში მიწისქვეშა წყლების 90% დაბინძურებულია. მათ შორის, 60% ძალიან ძლიერ არის დაბინძურებული. სამრეწველო დაბინძურებასთან ერთად, ჩინეთში დიდია სასოფლო სამეურნეო ქიმიკატებით და პესტიციდებით დაბინძურების ხვედრითი წილიც.

8. ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, ჩინეთმა აშშ-ს 2014 წელს გაუსწრო. ჩინეთმა მსოფლიოში I ადგილი დაიკავა მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი – ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულება) მიხედვით. მისი მშპ 2014 წ. 17, 6 ტრილიონი დოლარი იყო, ხოლო აშშ-ს – 17, 4 ტრილიონი დოლარი.

ის ამჟამად, ქვეყანა ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიოში. ხოლო, იმპორტის მაჩვენებლით, მას II ადგილი უკავია, აშშ-ს შემდეგ.

9. ჩინეთის უნივერსიტეტებში მისაღენბ გამოცდებზე უმაღლესი შეფასება ჯერ არავის მიუღია. «გაოკაოს» სახელით ცნობილი ეროვნული გამოცდი, რომელიც 9 საათს მიმდინარეობს და 2 დღე გრძელდება, აუცილებელია უმაღლესი სასწავლების უმრავლესობაში ჩასარიცხად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ გამოცდის შედეგებს, ავსტრალიის, კანადის და აშშ–ს ზოგიერთი უნივერსიტეტი აღიარებს და მიღებული ქულებით, სწავლის გაგრძელება ამ ქვეყნებშიც შეიძლება.

10. ჩინეთში მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მკაცრი პოლიტიკური ცენზურა მოქმედებს. იქ სიტყვა – «ცენზურაც» კი, აკრძალულია.


image

არხის სხვა სიახლეები:


ბარაქის ხის სამკურნალო და მაგიური თვისებები


7 უძველესი გამოგონება, რომელიც თანამედროვე გვგონია


წარსულის 11 ახდენილი და 1 აუხდენელი წინასწარმეტყველება


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ადამიანის არამიწიერი გენები – თუ ადამიანი უცხოპლანეტელებმა შექმნეს, უცხოპლანეტელები ვინ შექმნა?


«ABBA»–ს შავთმიანი ვოკალისტი «ჰიტლერის საჩუქარი» იყო


როგორ გაჩნდა გამოთქმა «წერტილი G» – 10 საინტერესო ფაქტი სექსის შესახებ

0
749
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
749
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0