x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
კოვიდვირუსი პაციენტების ნაწილში ახალ დაავადებას იწვევს. 4 ანალიზი, რომელიც ინფიცირებულებმა გამოჯანმრთელების შემდეგ უნდა გაიკეთონ

კორონავირუსი, მხოლოდ თავისთავად კი არ არის საშიში, – ის ასევე სახიფათოა გრძელვადიანი გართულებებით და ახალი დაავადების გამოწვევაც კი შეუძლია.

კორონავირუსის შესაძლო შედეგებზე, კვლევა ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის (Harvard School of Public Health) მეცნიერებმა ჩაატარეს. ექსპერიმენტის ფარგლებში, მათ 193 ათასი, ყოფილი კოვიდპაციენტების მონაცემები შეისწავლეს, რომელთა ასაკი 18–დან – 65 წლის ფარგლებში იყო.


image


კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ კორონავირუსი, ინფიცირებულთა 14 %–ში, მინიმუმ, 1 ახალ დაავადებას იწვევს, რომლის მკურნალობაც აუცილებელია. ამასთან, არ არის გამოვლენილი რომელიმე ერთი ორგანო, რომელიც შეიძლება, ინფექციამ დააზიანოს. დაფიქსირებულ პათოლოგიებს შორის იყო: ადამიანის ფუნქციონალური (საერთო) მდგომარეობის და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის გაუარესება, რიგ შემთხვევაში, გამოვლინდა ნერვული სისტემის, ღვიძლის და თირკმელების პათოლპგიები და ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემებიც კი.

ექიმებმა, ახლად აღმოჩენილი დაავადების მიზეზი, ვერაფერს დაუკავშირეს – ვერც ასაკს და ვერც უკვე არსებულ ქრონიკულ დაავადებებს.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, კოვიდინფექციის შემდეგ გართულებები, შეიძლება გამოჯანმრთელებიდან, რამდენიმე თვის შემდეგაც გამოვლინდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი რომელიმე ორგანოს ან სისტემას აზიანებს, ხოლო როდესაც ის დაკისრებულ ფუნქციას სათანადოდ ვეღარ ასრულებს – პათოლოგიის გამოვლენა ხდება.

ამიტომ, მედიკოსები ყოფილ კოვიდპაციენტებს, რომლებმაც ვირუსი მძიმედ ან საშუალო სიმძიმით გადაიტანეს, გამოჯანმრშელების შემდეგ, ორგანიზმში ცვლილებების გამოსავლენად, შემდეგი ანალიზების გაკეთების რეკომენდაციას აძლევენ:


1. სისხლის საერთო ანალიზი

ამ ანალიზით, ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესის გამოვლენა და იმნიტეტის დონის განსაზღვრა შეიძლება. ხოლო, თრომბოციტების რაოდენობის მიხედვით, გაირკვევა, არის თუ არა ადამიანი, სისხლძარღვებში ტრომბის წარმოქმნის რისკის ქვეშ.


2. შარდის საერთო ანალიზი

ანალიზის მთავარი მიზანი საშარდე გზებში მიმდინარე, შესაძლო ანთებითი პროცესის დიაგნოსტირება არის. ხოლო, მარკერები როგორც თირკმელების, ისე მის გარეთ არსებულ პათოლოგიებს ავლენს.


3. C- რეაქტიული ცილა (CRP)

კორონავირუსის დროს, ძალიან ხშირად მატულობს ანთების მთავარი მაჩვენებელის დონე. თუ C– რეაქტიული ცილა ნორმალურ დონემდე არ შემცირდება, მაშინ შეიძლება ეჭვი, ხანგრძლივი კორონავირუსზე ან ბაქტერიული ფლორის ზემოქმედებაზე გაჩნდეს.


4. Alt, AST, GGT

ეს არის ბიოქიმიური კვლევა, რომელსაც შეუძლია ღვიძლის პათოლოგიების გამოვლენა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ღვიძლი არის კორონავირუსის ერთ–ერთი მთავარი სამიზნე.



image

არხის სხვა სიახლეები:


10 სულელური მითი, რომლისაც ფილმების გამო გვჯერა


ანეკდოტები და ფრაზები კარგი განწყობისთვის


ეს დიეტა იაპონიაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქვეყანაში ბანანის დეფიციტი შეიქმნა


ჭარბი ცხიმის მოცილება მარტივად – ენდოკრინოლოგის რჩევა


თანამედროვე ადამიანი 200 000 წლისაა, ცივილიზაცია – 10 000 წლის. რა ხდებოდა 190 000 წლის მანძილზე?


15 საინტერესო და საოცარი ფაქტი ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ


როგორ დავიცვათ ნაწლავები კორონავირუსისგან

0
197
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0