x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ბერმუდის სამკუთხედში დაკარგული 5 თვითმფრინავის საიდუმლო ამოხსნილია?
image

დეტექტივებ ო'კიფ და ებოტ ამატკიცებენ, რომ შეძლეს იმის გაგება, თუ რა დაემართათ თვითმფრინავების ესადრილიას.



History Channel– ის უახლესი დოკუმენტური ფილმი სერიიდან " უდიდესი საიდუმლოებები ისტორიაში", ასახავს 1945 წელს ბერმუდის სამკუთხედში მოხდარ ტრაგედიის მიზეზს, რა დროსაც აშშ – ს ხუთი თვითმფრინავი გაუჩინარდა.

image


შეგახსენებთ, რომ სამხედრო ლაინერების გაუჩინარების საიდუმლო მკვლევარებს აგერ უკვე ათწლეულებია აწუხებს.


1945 წლის 5 დეკემბერს სასწავლო ფრენისას, "რგოლი-19"-ის„ევენჯერის“ ტიპის ხუთი ბომბდაშენ-ტორპედოსანი და მათი ეკიპაჟი გაქრა, ისევე როგორც PBM-5 მარტინ -მარინერის ჰიდრო თვითმფრინავი, რომელიც მათ მოსაძებნად გააგზავნეს 13 მაშველით.



გაუჩინარება მოხდა ეგრეთ წოდებულ ბერმუდის სამკუთხედში, რომლის ფართობი ნახევარი მილიონი კვადრატული კილომეტრია: გადაჭიმული შეერთებული შტატების აღმოსავლეთი სანაპიროდან დიდი ანტილიების და ბერმუდის კუნძულებამდე.


ძველ საქმის კერძო გამოძიებას ხელმძღვანელობდა ორი გამომძიებელი, დევიდ ო'კიფი და უეინ ებოტი, რომლებმაც წამოაყენეს აქამდე არსებული ყველაზე დამაჯერებელი ვერსია.

image

ექსპერტები თვლიან, რომ თვითმფრინავების ეკიპაჟებს ჩხუბი მოუვიდათ ერთმანეთთან . შედეგად, ხომალდებმა დადგენილ სასწავლო კურსიდან გადაუხვიეს. კონფლიქტის დროს გამოიყენეს სამხედრო იარაღი, რამაც ფლორიდაში თვითმფრინავების კატასტროფა გამოიწვია.



ო'კიფი და ებოტი ამბობენ, რომ მათ მოახერხეს 50 კალიბრინი ტყვიამფრქვევის პოვნა მათი ფრენის არეალში და დარწმუნებულნი არიან, რომ ეს არის ნიშანი იმისა, რომ თვითმფრინავები ჩაიძირა.



გამომძიებლები მიუთითებენ ასევე რადიოჩანაწერზე, რომელიც ადასტურებს, რომ კონფლიქტი მოხდა. რგოლი 19-ის პილოტი, კაპიტანი ედუარდ პაუერსი და ლეიტენანტი ჩარლზ ტეილორი ერთმანეთს წაეკამათნენ: ისინი ვერ შეთანხმდნენ, თუ სად იმყოფებოდნენ და პაუერსმა მოუწოდა ჯგუფს გაფრენილიყვნენ შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროსკენ.

image

დეტექტივებმა ასევე აღმოაჩინეს ცოცხალი მოწმე გრეჰემ სტიკელერი, რომელმაც ბავშვობაში დაინახა ჩამოვარდნილი თვითმფრინავი. მამაკაცმა ასევე დაინახა ის მომენტი, როდესაც ჭურვი ესროლეს სამხედრო თვითმფრინავს.



1962 წელს ავარიის ადგილზე მიიყვანა მამამისმა, ადგილობრივმა მოსამართლემ, რომელმაც თვითმფრინავის ნამსხვრევები ნადირობის დროს იპოვა.


სტიკელერებმა პოლიციას შეატყობინეს ეს ამბავი.სამართალდამცავებმა იპოვეს თვითმფრინავის ნარჩენები, სალონში აღმოაჩინეს ორი გვამი - საზღვაო ძალების ოფიცრების ცხედრები. უმცროსმა სტიკელერმა განაცხადა, რომ პოლიციამ სწრაფად გააქრო იმ ადგილიდან თვითმფრინავის ნამსხვრევები, ხოლო ხელისუფლებამ უბრალოდ დუმილი ამჯობინა მომხდარ ფაქტზე.



მოწმემ ასევე თქვა, რომ სამხედროებმა აღნიშნეს, თვითმფრინავი ეკუთვნოდა მე-19 რგოლსო, რომელიც დაიკარგა 1945 წლის დეკემბერში ატლანტიკის ოკეანის თავზე.

0
607
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
607
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0