x
მეტი
  • 22.10.2021
  • სტატია:115140
  • ვიდეო:354170
  • სურათი:488992
დააფიქსირა თუ არ დრონმა ლოხ-ნესის ურჩხული?(ვიდეო)

image

54 წლის რიჩარდ მავორი ამბობს, რომ ლოხ -ნესის ურჩხული დააფიქსირა საკუთარი დრონით, როდესაც ლოხ-ნესის ტბაზე (შოტლანდია)საკუთარი კანოეთი მიცურავდა.




კადრები გადაღებული დრონიდან, სადაც ტბის სანაპიროზე ჩანს შავი ფერის მოზრდილი გრძელი სხეული ჩანს.



„ვერ ვიჯერებდი. რამდენჯერმე მომიწია კადრების გადახვევა და კიდევ რამდენჯერმე ვუყურე"-ამბობს რიჩარდ მავორი.



მავორი ლოხ-ნესის ტბაზე ველურად დაბანაკდა, ასრულებდა ჩელენჯს Great Glen Canoe ალცჰეიმერით დაავადებულებისათვის, როდესაც შემთხვევით ეს ვიდეო გადაიღო.


მავორმა განაცხადა, რომ მანამდე არ გაუცურია ამ მხარეში და რომ ჩრდილი იყო "იგივე ფორმის, რაც წინა დაკვირვებების დროს", თუნდაც აგვისტოში გადაიღო შესანიშნავი კადრები.

ეს პირველი დაკვირვება არ არის წელს, ლოხ- ნესის ურჩხული მანამდე სულ მცირე ხუთჯერ იხილეს "ოფიციალურად".



ლეგენდარული მხეცის პირველი დაკვირვება გააკეთა კალინ ვანგელმა ორეგონიდან, რომელმაც თქვა, რომ V ფორმის კვალი დააფიქსირა ტბის წინა სანაპიროზე, მარცხენა მხარე- 11 იანვარს 11:42 წუთზე.



ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ, 19 იანვარს, ეოინ ო'ფაგანმა ირლანდიის დონეგალიდან, შენიშნა ამოუხსნელი ბნელი ლაქა ვებკამერაზე 14:42 წუთზე ს ტბის ქვედა მარჯვენა სანაპიროზე, რომელიც შემოვიდა და 20 წუთში გაქრა მხედველობიდან არედან. წელს ნესი ო'ფეიგანმა ლოხ-ნესის მონსტრის კიდევ სამი "ოფიციალური" აღმოჩენა წელს.


ლეგენდა ლოხ-ნესის წყლებში მცხოვრები უცნაური არსების შესახებ ათწლეულებია არსებობს, თუმცა ამისი ნამდვილად არსებობის შესახებ მტკიცებულებები საკმაოდ სუსტი და უსუსურია.



პირველი წერილობითი საბუთით ის ნახსენებია 565 წელს, ირლანდიელი მისიონერის "წმინდა კოლუმბის" ცხოვრებაში. წმინდანის აღსასრულის თხრობისას, ავტორი აღწერს „დიდსა ცხოველსა, უზარმაზარი ბაყაყის ნაირს, მაგრამ ბაყაყი არა იყო იგი“. წმინდა კოლუმბამ შეძლო ურჩხულის განდევნო ლოცვით.




ერთ -ერთი პირველი ხილვა, რომელიც თითქოსდა ამტკიცებდა თანამედროვე ურჩხულის არსებობას, მოხდა 1933 წლის 2 მაისს. ამ დღეს, Inverness Courier -მა გამოაქვეყნა სტატია ადგილობრივ წყვილზე, რომელიც აცხადებდა, რომ ნახეს "უზარმაზარი ცხოველი, რომელიც ტრიალებდა და ყვინთავდა წყალში".




კიდევ ერთი ცნობილი "მტკიცებულება" იყო ფოტო, გადაღებული 1934 წელს პოლკოვნიკ რობერტ კენეტ უილსონის მიერ. მოგვიანებით ამ სპექტაკლის ერთ -ერთმა მონაწილემ, კრის სპერლინგმა სიკვდილის წინ აღიარა, რომ ითაღლითეს და ურჩხულის სცენა დადგმული იყო.

image

0
632
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
632
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0