x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
“კელიებში ჩხერაობა და ტყ@@@გგონიათ ღმერთის სიყვარული?” - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე "ENKA"-ს მიერ, საქართველოს მთავრობასთან ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტასა და ქვეყანაში განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტით ეხმაურება. კილაძის თქმით, მას ყველაზე მეტად იმ ადამიანების უკვირს, ვინც ერთი ხელით პრაიდს და ძალადობას აპროტესტებს, მეორეთი კი "რიონის ხეობის მცველს" ვარლამ გოლეთიანს უჭერს მხარს: "გინდათ ბნელში ცხოვრება?-იცხოვრეთ ! არ გინდათ ინვესტიციები და სამუშაო ადგილები?-აი, დარდი ! არ გაინტერესებთ რაში დაიხარჯა თქვენი გადმორიცხული ფული?-თქვენი პრობლემაა ! არ გინდათ პროგრესი და კელიებში ჩხერაობა და ტყ@@@გგონიათ ღმერთის სიყვარული?, -გეგონოთ! მხოლოდ იმ ხალხის მიკვირს, ერთი ხელით პრაიდს და ძალადობას რომ აპროტესტებდნენ და მეორე ხელით ვარლამს უჭერდნენ მხარს. აუდიტის დასკვნამ დალია ჩაილურის წყალი? ფარისევლობა (ც) ცოდვაა ! ნამახვანის პროტესტის დაწყებისთანავე ვწერდი, რომ ეს რუსული თამაში იყო.გარდა იმისა რასაც კადრში ვხედავდით (ვასაძე, ფალავანდიშვილი), სუსის კრებსებმა დაადასტურა რომ ვარლამ გოლეთიანს დირექტივებს პრორუსული მეუფეები აძლევდნენ, მოქმედების გეგმასთან ერთად. ითამაშეს მასის პატრიოტულ მოტივებზე-ქართული მიწა იყიდება და ა.შ. ისე ხელშეკრულება რომც გაუქმდეს, მიწა ინვესტორს რჩება(ფული და კომპენსაცია გადახდილი აქვს) და მერე?! #გარეჯისაქართველოა "- წერს ელისო კილაძე. შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის ინვესტორი ქვეყნიდან გაიქცა. თურქული კომპანია "ENKA" ქვეყნიდან გადის და საქართველოს წინააღმდეგ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო სამართლებრივ დავას იწყებს. 800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც თვეების განმავლობაში მასშტაბური პროტესტის მიზეზი იყო აღარ აშენდება.






0
1213
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1213