x
მეტი
  • 22.10.2021
  • სტატია:115140
  • ვიდეო:354170
  • სურათი:488992
მეცნიერები მუშაობენ კოვიდის ვაქცინაზე,რომელსაც საკვების სახით მიიღებთ
image

უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის გენომიკისა და ბიოინფორმატიკის ცენტრის მეცნიერები მუშაობენ პომიდორზე დაფუძნებული კორონავირუსის საწინააღმდეგო "საკვები" ვაქცინის შექმნაზე.ამის შესახებ ტელეკომპანია Sevimli-ი იტყობინება.


პროგრამასთან ინტერვიუში ერთ -ერთმა ექსპერტმა განმარტა, თუ როგორ მუშაობს ვაქცინა.


”როდესაც ჩვენ შევჭამთ ამ პომიდორს, ის გადაინაცვლებს ჩვენს კუჭში, სადაც ტომატის უჯრედები იშლება და ქმნის ანტიგენს (ანტისხეულების მწარმოებელი - ავტ.) ... ჩვენ ავიღეთ კორონავირუსი, მისი კლონირებული გვირგვინის ნაწილი და დავამყნეთ მცენარეულ უჯრედზე. შევამოწმეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ვაქცინა რეალურად გამოიყოფა მცენარეული უჯრედებიდან, ” - თქვა მან.


image

აღსანიშნავია, პომიდორის გარდა ცდები ტარდებოდა ბამბაზე და თამბაქოზე.ამასთანავე საკვებ ვაქცინას აქვს ის უპირატესობა, რომ მას არ სჭირდება სპეციალური მაცივრები, ტრანსპორტირება და მედპერსონალი.. ამის გარდა, მას კიდევ უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს.



ამჟამად მიმდინარეობს ცდები ვირთაგვებზე, როგორც ცენტრის დირექტორი, ზაბარდასტ ბურიევი ამბობს "თაგვებს გამოუმუშავდათ იმუნური პასუხი, ეს არის სპეციფიური იმუნოგლობილინი G, RBD, ჩავატარეთ ტესტები და ანტისხეულები გამომუშავდება".

image

ასე, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელია ვაქცინა არა მარტო ნემსის სახით გავიკეთოთ, არამედ საკვების სახითაც მივიღოთ სადილობისას.


აღსანიშნავია, რომ უზბეკეთი პირველი არაა სადაც მსგავსი კვლევები ტარდება, ანალოგიურზე(საკვებზე დამზადებული ვაქცინა) მუშაობენ კანადაში და რუსეთში, ასევე კიდევ რამდენიმე ქვეყანა(აშშ, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი) ვაქცინა-სპრეიზე და ვაქცინა-აბებზე.


image

ასევე იხილეთ

ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ედუარდ ჯენერმა შექმნა ნატურალური ყვავილის პირველი ვაქცინა. იმ დროს ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტები იყო რელიგიური. ვაქცინაციის განვითარებასთან ერთად, განვითარდა ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა. მე -19 საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა პირველი ანტივაქც...


იმისდა მიუხედავად, რომ სავალდებულო აცრა უკვე ორი საუკუნეა არსებობს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დამაჯერებელი სამეცნიერო კვლევა, რომელიც ამართლებს მსგავს ღონისძიებას .ძალზე მცირე რაოდენებით არსებობს. თუმცა ზოგადად, წარსული ეპიდემიების გამოცდილება გვასწავლის, რომ სავალდებულო ვაქცინაცია შეიძლება იყოს ეფექტური საშუალება კ...

სამედიცინო ჟურნალმა The Lancet მა გამოაქვეყნა სტატია მასობრივი რევაქცინაციის ანუ "ბუსტერ" დოზის უსარგებლობის შესახებ. კვლევის ავტორები არიან მეცნიერთა ჯგუფი, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. (Food and Drug Administration). ექსპერტების აზრით, ჯერ...


კორონავირუსისი საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო, 8 თვის თავზე ბოლო მონაცემებით მთელს მსოფლიოში გამოყენებულია 5, 5 მილიარდი დოზა, აქედან ორივე დოზით ვაქცინირებულია 2, 18 მილიარდი ადამიანი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 28%-ია, აცრების მაღალი რაოდენობა მოდის ძირითადად პატარა და განვითარებულ ქვეყნებზე, (60...


ირანის ხელისუფლებამ დაიწყო მეორე ირანული კორონავირუსის ვაქცინის, Razi Cov Pars გამოცდის მესამე ეტაპი. ამის შესახებ 5 სექტემბერს იტყობინება PressTV აღინიშნა, რომ მესამე ეტაპი ჩატარდება თეირანისა და ალბორზის პროვინციებში, მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 40 ათასი მოხალისე. ამავე დროს, ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის ირანული ფარმაცევტული კომ...

0
252
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0