x
მეტი
  • 05.12.2021
  • სტატია:115404
  • ვიდეო:352810
  • სურათი:489349
კოვიდით დედოფლისწყაროში 26 წლის კოტიკო ლოლაშვილი გარდაიცვალა
image


კოვიდგართულებით თბილისის ერთერთ კლინიკაში დედოფლისწყაროში მცხოვრები 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ბოლო ხანს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა, თუმცა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დედოფლისწყაროში კორონავირუსმა 40-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა ეს ახალგაზრდის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა..


გარდაცვლილი ახალგაზრდა ცნობილი ოჯახიდანაა. ის საზოგადოებას მცირე ასაკიდან, ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლიდან ახსოვს. ბოლო ხანს ის ბიზნესში საქმიანობდა.


როგორც კოტე ლოლაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, მას და მის უმცროს ძმას კორონავირუსი 6 სექტემბრის დილას დაუდასტურდათ. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მისი ბოლო პოსტიც სწორედ 6 სექტემბერს, დილის 10:51 საათზე ფიქსირდება: „დაინფიცირებულ 1120 ადამიანში ორი ჩვენც მიგვათვალეთ“ -- დაწერა კოტიკო ლოლაშვილმა.



კოტე ლოლაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.


ჯამში, წელიწადნახევრის განმავლობაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 5600 კოვიდინფიცირებულია აღრიცხული. ბოლო მონაცემებით კოვიდვითარება კვლავ მძიმეა. დღეში საშუალოდ რაიონში 30-40 ახალი ინფიცირებულია.

.

image

ვითარების გართულების გამო 25 საწოლიანი დედოფლისწყაროს ახალი საავადმყოფო მთლიანად კოვიდ კლინიკად გადაკეთდა. წელს საწოლების რაოდენობა ჯერ 30-მდე, გასულ თვეში კი 40-მდე გაზარდეს. მედიკოსები საზოგადოებას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.


დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარიეტა გონაშვილი და საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი ირწმუნებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფი და PCR ტესტის ჩატარება დედოფლისწყაროში სრულიად უფასოა. ტესტირების გავლა სახანძრო-სამაშელო სამსახურის გვერდით, ჯანდაცვის ცენტრში და საავადმყოფოს მთავარ შესასვლელში შეგიძლიათ.

.

0
506
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
506
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0