x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რიჩარდ ნიქსონმა ელვის პრესლის ჯონ ლენონის თვალთვალი დაავალა - ბობ ჰარისი
imageბობ ჰარისის თქმით, ჯონ ლენონი და ელვისი იყვნენ "ერთმანეთზე გადაკიდებული" მეტოქეები, რომლებიც სძულდათ ერთმანეთი -ხოლო რიჩარდ ნიქსონმა ელვისს ლენონის თვალთვალი დაავალა 1970 -იან წლებში.


Rockonteurs–თან ახლახან მიცემულ ინტერვიუში ლეგენდარულმა დიჯეიმ და მუსიკალურმა წამყვანმა ბობ ჰარისმა განაცხადა, რომ ეს იყო "ერთი ნახვით სიძულვილი" როდესაც ორი უდიდესი მუსიკოსი პირველად შეხვდა ერთმანეთს, ხოლო პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა, რომელიც ელვისს "კარგ მეგობრად" თვლიდა, დაავალა ჯონ ლენონის თვალთვალი ამ უკანასკნელის მწვავე საჯარო კრიტიკის გამო, რომელიც ვიეტნამის ომს შეეხებოდა.


ინტერვიუს დროს ჰარისმა წამყვანებს, გარი კემპსა და გაი პრაიტს უთხრა, რომ ნიქსონი ლენონი განიხილავდა როგორც "კონტრკულტურულ მტერს", რომლის განდევნაც არაერთხელ სცადა აშშ-დან.


პრეზიდენტობის პერიოდში ნიქსონმა პირობა დადო, რომ თუ ლენონი ოდესმე დატოვებდა შეერთებული შტატებს მისი მოღვაწეობის დროს, მას აღარ მისცემენ ქვეყანაში დაბრუნების უფლებას.


image

ჰარისი განმარტავს: „ისე გამოდიოდა, თითქოს მისი [ლენონის] წარმოსახვის ნაყოფი იყო, როდესაც ის ამბობდა:” ჩემი ტელეფონი ისმინება, მე მითვალთვალებენ ყველგან ”, მაგრამ ეს სიმართლე იყო; მან(ნიქსონმა) მართლაც გააკეთა ეს"


”ნიქსონი იყო ელვისის დიდი მეგობარი და პირიქით. ნიქსონმა ელვისს დაავალა შეეგროვებინა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჯონ ლენონის შესახებ. ”


ჰარისი ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ლენონი ელვისის მუსიკის დიდი მოყვარული იყო, ლენონი იმედგაცრუებული დარჩა, რადგან როდესაც შეხვდა "როკ-ენ-როლის მეფეს", მან აღმოაჩინა, რომ "მემარჯვენე სამხრეთის ფანატიკოსი" იყო.(განმარტება:"მემარჯვენე სამხრეთული სტრატეგია"-რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური სტრატეგია, რასიზმზე და აფროამერიკელების დისკრედიტაციაზე დაფუძნებული, რომელიც გათვლილი იყო სამხრეთელ თეთრკანიანებზე)



”ეს იყო ძლიერი იმედგაცრუების მომენტი ჯონისთვის, რადგან მას უყვარდა ელვისის ჩანაწერები, ასე რომ ... იმის გააზრება, რომ ის იყო "სამხრეთ -მემარჯვენეთა" ფანატი, იყო დიდი შოკი, ”-განაგრძობს ის.



0
91
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0