x
მეტი
  • 16.10.2021
  • სტატია:115017
  • ვიდეო:354118
  • სურათი:488862
უცნობის ლექსი ილიკოს და მომავალ თაობას ...
image

ვათვალიერებ ტელეფონს, უცბად შენ სურათს დავხედე

ცრემლის და უსასრულობის გადაღმა გადამახედე

ცისფერი თვალი მისწვდება ლაჟვარდ ცასა და ჰორიზონტს


ოჰ, როგორ მინდა ბაბუა ირგვლივ სამოთხე რომ იყოს...


როდესაც წავალ აქედან შიში გამყვება შენია

ბოდიში თუ ვერ შევძელი შეგიმსუბუქო დღენია

ეს ხალხი ამას ვერ ხვდება შვილიც ჰყავთ შვილიშვილებიც

როდესაც აი გაქრება და დაჭკნებიან იებიც


ცუდი დროება დაგვიდგა ბობოქრობს მეფისტოფელი

ფულმა და ამპარტავნებამ გაგუდა წუთისოფელი

ილიკო ყური დამიგდე რომ ეზიარო სიხარულს

არ უღალატო არასდროს სინდისს, ღმერთსა და სიყვარულს.


არ უღალატო სიმართლეს ჭეშმარიტება დიდია

გახსოცდეს შენი გულისთვის იესო ჯვარზე კიდია

ჩემი და შენი ცოდვები მან თავის თავზე აიღო

გთხოვ რომ სიცოცხლის ნიმუში მხოლოდ მისგან გადაიღო.


გახსოვდეს ხმალი სიტყვაა, თავისუფლება - ფარია

სიყვარულია საბანი ჩვენ ყველას რომ გვაფარია

ქართული სული დაგვყურებს ჩვენი წარსული ხანიდან

გვერდში გვიდგანან გმირები იმ ზეციური მხარიდან


არ შეგეშინდეს წამითაც, ბოლო ხმაზე რომ ტიროდე

გაიღიმე და გახსოვდეს, მე შენთანა ვარ იცოდე.


უცნობი




0
122
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0