x
მეტი
  • 17.10.2021
  • სტატია:115027
  • ვიდეო:354126
  • სურათი:488889
რატომ იღებენ ვარსკვლავები ყინულის აბაზანებს? მიზეზი ნამდვილად გაგაოცებთ!
image


აბაზანის მიღება - სტრესის მოსახსნელად და დასასვენებლად შესანიშნავი საშუალებაა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყინულიან წყალში მოდუნება ვინმემ შეძლოს, თუმცა ლედი გაგას და სხვა ცნობილ ვარსკვლავებს ამასთან დაკავშირებით რადიკალურად განსახვავებული მოსაზრება აქვთ და ყინულის აბაზანებით მიღებულ საოცარ შეგრძნებებზე ინტერვიუებში ყოველთვის აღფრთოვანებით საუბრობენ. ბრიტანული გამოცემა "The Sun"- ის ჟურნალისტმა გადაწყვიტა გამამხნევებელი პროცედურის ეფექტი საკუთარ თავზე გამოეცადა.


image


35 წლის პოპ - ვარსკვლავი, ლედი გაგა ამბობს, რომ ყინულის აბაზანები მას ფიბრომიალგიით გამოწვეული ქრონიკული ტკივილის, დაღლილობისა და უძილობის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება, მაგრამ სინამდვილეში რას გრძნობს ადამიანი ყინულის აბაზანის მიღების შემდეგ? ჟურნალისტმა იასმინ ჰარიშამ გადაწყვიტა ექსტრემალური პროცედურის ეფექტი საკუთარ თავზე გამოეცადა. გოგონა საცურაო კოსტუმის ჩაცმის შემდეგ თავს იმშვიდებდა რომ ყინულიანი წყალი მას კუნთების ტკივილს შეუმსუბუქებდა, მეტაბოლიზმის აჩქარებაში დაეხმარებოდა და ძილს გაუუმჯობესებდა.


image


როგორც წესი, ლედი გაგა ყინულის აბაზანაში 10 წუთს, მომდევნო 20 წუთს კი ცხელი წყლის ქვეშ ატარებს, რის შემდეგაც პოპ - ვარსკვლავი სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად "NormaTec"-ის პრესოთერაპიის კოსტიუმს 20 წუთის განმავლობაში იცვამს. მომღერლის თქმით, ყინულიანი წყალი, ასევე იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ანთების შემცირებასაც უწყობს ხელს.


image


ლედი გაგა არ არის ერთადერთი, ვინც ყინულის აბაზანებს იღებს. გამამხნევებელ პროცედურებს ასევე მადონა, მოკრივე, ენტონი ჯოშუა და "Victoria’s Secret" - ის მოდელი ლაის რიბეირო სისტემატურად იტარებენ.


image


თუმცა, არსებობს ჯანმრთელობის გარკვეული რისკებიც. სხეულის ტემპერატურის დაქვეითება და ყინულიან წყალში ყოფნა სისხლის მიმოქცევას ანელებს, რამაც შესაძლოა გულის შეტევა ან ინფარქტიც კი გამოიწვიოს, თუკი ადამიანს სისხლის მიმოქცევის პრობლემები აწუხებს.


image


ჟურნალისტმა აბაზანაში 10 დიდი ვედრო ცივ წყალთან ერთად 12, 000 ყინულის კუბიც მოათავსა. ტემპერატურა მხოლოდ 10 გრადუსს ცელსიუს შეადგენდა. მამაცმა იასმინმა ერთი ღრმად ამოისუნთქა და ყინულის აუზში კისრამდე ჩაეფლო. გოგონას სიცივისგან ლამის სუნთქვა შეეკრა, სხეული კი მთლიანად დაუბუჟდა.


image


ჟურნალისტი ცდილობდა საკუთარი თავი იმაში დაერწმუნებინა, რომ უსიამოვნო პროცედურა მას არგებდა, თუმცა გაყინულ წყალში ერთი წუთითაც კი ვერ გაჩერდა. მას შემდეგ, რაც იასმინი აბაზანიდან გადმოხტა, მთელ სხეულზე ნემსების ჩხვლეტას გრძნობდა. ფეხები თითქოს ორ აისბერგად ექცა. ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე მთელს სხეულში ელექტრული დენი გასდიოდა.


image


მიუხედავად ამისა, შოკისმომგვრელმა გადატვირთვამ ჟურნალისტი გაამხიარულა. მას გაუუმჯობესდა განწყობა და აბაზანის მიღებიდან 40 წუთში თავი მოდუნებულად იგრძნო, სრული რელაქსის შემდეგ კი გოგონას ძილიც მოერია. ძილი, მართლაც, რომ ჯანსაღი იყო და დილით იასმინმა ენერგიით სავსემ გაიღვიძა. ყინულის აბაზანები სუსტი გულის მქონეთათვის ნამდვილად არ არის. მართალია, პროცედურა დადებითად მოქმედებს განწყობასა და ძილზე, მაგრამ ყინულიან წყალში 10 წუთი ყოფნა ყველას ნამდვილად არ შეუძლია.




0
531
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
531