x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ჯანმრთელობა ხასიათის მიხედვით
image

ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ყველაზე ჭკვიანად და წარმატებულად მიიჩნევენ, ვერც კი წარმოიდგენენ, რომ ეს ყველაფერი, შეიძლება ფსიქიკური დაავადების ან კუჭის წყლულის განვითარების მიზეზი გახდეს. ასეთი ადამიანები მუდმივად აღგზნებულები და დაძაბულები არიან. სხვებთან შედარებით, ისინი უფრო ხშირად ავადმყოფობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით, წყლულებით, ფსიქიკური დარღვევებით.


მომჭირნე ადამიანებს ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ძუნწი ადამიანის ორგანიზმში "განგაშის" ჰორმონის დონე მუდმივად მაღალია, რაც, თავის მხრივ, სისხლძარღვთა ქრონიკულ სპაზმს იწვევს. ამაზე პირველად რეაგირებს ტვინის ყველაზე მგრძნობიარე სისხლძარღვები და შედეგიც არ აყოვნებს – ხშირია თავის ტკივილები და იზრდება ინსულტი.


ისინი, ვინც ადვილად ბრაზდებიან, წონაწორობას კარგავენ, სიამოვნებას იღებენ ჩხუბისა და დაძაბული ურთიერთობის შედეგად, ალერგიისადმი მიდრეკილი ადამიანების რიცხვს განეკუთვნებიან. ნერვული სისტემის პერიოდული გაღიზიანება იმუნიტეტს აიძულებს, მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში იყოს.



ხარბ ადამიანებს ყველაფერი უნდათ, თანაც – ბევრი. ასეთებს ხშირად აღენიშნებათ ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევები, აწუხებთ კუჭის შეკრულობა, ნაწლავთა გაუვალობა; დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. ამის გამო დარღვეულია ორგანიზმის თვითრეგულაცია, რაც ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარებას იწვევს. მოსალოდნელი საშიშროების პირველი ნიშნები შეიძლება იყოს ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და ხშირი გაციება, რომელიც, ასევე უარყოფითად მოქმედებს იმუნიტეტზე.


მუდმივი დარდი, წუხილი, მელანქოლია სიცოცხლით უკმაყოფილებას იწვევს, რის გამოც, უპირველესად, ზიანდება სასუნთქი ორგანოები. მაგალითად, ფილტვები, ბრონქები, ტრაქეა, რადგან ადამიანის ემოციურ სფეროსთან სწორედ ეს ორგანოებია ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული. დარდისა და წუხილისადმი მიდრეკილება ადამიანებში სხვადასხვანაირად აისახება. ნეგატიური ემოციების ზეგავლენით ზოგში ნივთიერებათა ცვლა ფერხდება, ხოლო ზოგში ძლიერდება.

0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0